... (S-4997), XIX ს.

80. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნო მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად

81. რა სცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგუანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

82. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკუალევისა აგრე კვალ წმინდათ წარხდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

83. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკუდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუცს განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

84. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა აღარცა ჰკრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყუელაკაი მოიშალა სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა ზოგთა თქუეს თუ მართალია ზოგი ღ~თო უზრახვიდა

85. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩანს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

86. თინათინ ადგა მივიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

87. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

88. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია მამაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

89. უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

90. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცა ჯერთცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცა

91. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნეს ვეღარამან გამახარნეს

92. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

93. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ანბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

94. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა ამოდ არს ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

95. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

96. გაფურჩვნილ ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

97. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირის პირ პირსა უჭურეტდა სავსე ლხინითა დიდითა

98. ქლმან უბრძანა ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა მწადდა არა თქმა რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა მაგტა იციღა მიზეზი შენისა აქა ხმობისა რად ვზი ქუშათ და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა

99. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების