... (S-4997), XIX ს.

238. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღ~თოდ მეცა ვით დავბადე ღ~თსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე

239. ქალმან კულავ გკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

240. მან უბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ, დიდად გავიხარებ სიყუარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არათ ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

241. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასადარებლად

242. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად ჰგვანდეს მშვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისა ვჰთქვი მე დარად

243. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ჴლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭვდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს

244. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ მზესა თქვენისა ბნელითა

245. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა გაწირული

246. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

247. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია თუცაღა მიცნობ გინახავ თავი ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰხოცე მონები მკლავ მაგრებია

248. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

249. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვჰკვეთე ვითა ქაჯი დაიმალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგა თავი სრულად გავევაშთეთ

250. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რომელ დაუწერია ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია

251. მიბრძანა მიცან ანბავი მის მზისა წარჴდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

252. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელსა სულ მობრძავი სამე გლახა

253. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მაჴსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვტიროდი მამეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი

254. რას მაქნევდით, რა გინდოდათ ერთმანერთსა რითა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი თამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით რა მონანი მამწიენით შესაპყრობლად დაგულვანდით აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად თანა მკუდართა მიიტანდით

255. მოვიხედე მამეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა გავს და სხვამცა რად ვასახე

256. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

257. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მგზავსი გმირისა მაგრა გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღ~მრთვ ზეცით გაწირულისა