... (S-4997), XIX ს.

258. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისა ნაცვლად რამცა ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

259. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდე ამის მეტი არა მინდა

260. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების

261. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიანბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლიცხელი შემიქს ალად მურად

262. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

263. კაცმან ვით პოვოს ღ~თისაგან რაც არა დანაბადია ვით გული ჩემი საჴმილმან აწ ასრე დანაბა დია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქუს და ნაბადია

264. მაგრა ღ~თნ მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

265. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ხამს თუ მისთვის სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს

266. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირე სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკუანე

267. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

268. მოთქვამს ჰაი ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

აქა ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა პირველად ავთანდილთანა და ყოველი მწუხარება

269. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთავითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელმქნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა

270. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

271. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

272. ხალვა მოსძულდა შეექნა გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქუს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

273. ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა საჴელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა

274. ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან მშობელმან

275. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს აქუს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდა არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

276. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქუა ჩემებრი ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვჰგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა