... (S-4997), XIX ს.

198. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყუების თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყუა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდაიგი ქენო

199. კულაცა ჰკადრა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდა ყელსა დანა დააბრჯინა

200. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღ~თნ მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

201. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვჰკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ აღარ მებას ზედან თავი

202. კულავ ეტყუის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

203. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად პატიჯად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარვის გითხრა სიტყუანი მისანდონია

204. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

205. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად ქვიშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქუე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კულავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულ ნალმობარია

206. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

207. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად

208. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულსა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე

209. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება გულამოხუჩნით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კულავ გაამაღლა ზახილითტირილი არ გაცინება ავთანდილს ღთ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება

210. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულავ უთხრა დაო მიჯნური მიჯნურთა შეებრალების ესეცა იცი სიკუდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

211. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლედლად სულთა დგმისად ჩემა მზემან გამომგზავნა საძებარად ამა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხუდების მე მისრულვარ სადა ვლისად გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

212. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მყავ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მამიმატე

213. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი ძოღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

214. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგცე თავი ჩემი დაგაბნივე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე

215. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებლ რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

216. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახ ვასა

217. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქუეშეთსა გაეცინა გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე