... (S-4997), XIX ს.

178. ავთანდილ იტყვის ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასაბრუდენი

179. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა მინდორთა მოსალამენი

180. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რაზდენი ხე დიდრუან თვალ უწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

181. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახ ა დიდნი ხენია მაზედან ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია

182. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი რამ ჯუბა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

183. ყმამან უთხრა დაო ასმათ ხიდნი ზღუასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ჴელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა, მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

184. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯი მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იძახდიან მოსთქმიდიან მოსცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ უჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ქნასა

185. სული დაიღეს მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდაჴდა გამოსლილობა

186. ავთანდილს უკვირს ანბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

187. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი კულავ უფრორე დაიღრიჯდა

188. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

189. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად კარგად მამიგვარა

190. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიბყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხმალი არა ვჰკრა არც მისი დავისობინო

191. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა გამობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი იყო კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული

192. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ სახესა

193. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

194. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ, ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვს ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირ-ბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი

195. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდათ ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამნვისა თხრობასა

196. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა ვაგლახი მიჯობს მღერასა

197. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მამითმენიან ოდითგან ვეძებ ანბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან