... (S-4997), XIX ს.

120. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმდედრე

121. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

122. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე რაგვარა ვჰქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები, წამიტანე

123. ყმამან უთხრა მომისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიმხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრისა დასაჭრელად

124. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულა ნუთუმცა შემოვიქცე ღ~თნ სრულად არ დამკარგა

125. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა წიგნი ავთანდილისაგან თვისთა ყმათა თანა და ყოველთავე დარიგება და ვედრება შერმადინისა

126. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერდგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

127. მიწაცა თქუენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა

128. საქმე რამე მიც თავისა ზესამ გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქუენი შემომხვწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

129. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს ზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

130. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

131. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

132. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინ ა

133. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა

134. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

135. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოანბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქეთ კიდეს მისნი სპანი გულნნმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

136. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყუელაი დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

137. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა

აქა ავთანდილისაგან ტარიელის საძებრად წასვლა და მათგან ტირილით შემოქცევა