... (S-4997), XIX ს.

100. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

101. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცნი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლაჴოცა

102. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყუია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყუია ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყუია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყუია

103. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ თუ ჭორად წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

104. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

105. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოვებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

106. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხუდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

107. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკუდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

108. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფად ა

109. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გაახლდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

110. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს ბროლ ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა თავი ხელი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

111. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

112. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვჰქნა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კულავეს ადრე ხამს მოყვრისათვის სიკუდილი ესე მე დამიც წესადრე

113. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეჰკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

114. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

115. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს, ესე ანბავი ცნან რაცა გარემონია

116. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილი გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღვენი გკადრე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

117. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქნა თუ სიშორისა გრძელობა

118. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

119. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა გაეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია