... (S-4997), XIX ს.

218. აწ დაო შენთა ჴელისაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ჴელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ჴელისა თვარა ვისმცა ექმნა გორგლითა შეკვრა თავისა მრთელისა

219. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ჴარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი

220. იმა მოყმისა ანბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნდების

221. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ჴელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

222. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყუასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა ვჭამ გლახ მარტო ნადირისას მისგან ჴორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

223. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუთუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბობს საქმე მისი საყუარელსა გაახარო

224. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედეს ჴევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოვანება უკურიდეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

225. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინოდ ქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა ნუთუ ვით რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

226. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან იდუმალ მალვითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

227. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთეს შავმან გიშრისა დანამან

228. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მაზედან დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

229. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა შვება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

230. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა არა მეტი შეკრთნა დიდნი დაიზახნა წამოიჭრა ვითა რეტი იძახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი

231. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

232. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიუველ ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე ვთქვი ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

233. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი ბევრის ბევრად მოახსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

234. ყოვლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენათ ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

235. უბრძანა დაო ეგეა მგზავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქუეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქვს კაცის პოვნისა თვით სოფლად არ-მოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი გაყრა ჴორცთა და სულისა

236. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დაო მივის არასადა

237. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რათგან ღ~თსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესა რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსსა გარდგიჴდია