... (პარიზული ხელნაწერი 10)

20. მას჻ ცოცხალი჻ ნუ჻ ელევის჻ რაცა჻ პირველ჻ შეუყვარდეს჻ ნუცა჻ ლხინსა჻ აუზავდეს჻ ნურცა჻ ჭირსა჻ შეუზარდეს჻ მისთვის჻ დასთმოს჻ ყველაკაი჻ მისთვის჻ ველთა჻ გამოვარდეს჻ ნურა჻ ჰგავა჻ სოფელიცა჻ მისი჻ კერძი჻ გარდაჰქარდეს჻

21. ამა჻ საქმესა჻ მიჯნური჻ ნუ჻ უხმობს჻ მიჯნურობასა჻ დღეს჻ ერთი჻ უნდეს჻ ხვალე჻ სხვა჻ სთმობდეს჻ გაყრისა჻ თმობასა჻ ესე჻ მღერასა჻ ბედითსა჻ ჰგავს჻ ვაჟთა჻ ყმაწვილობასა჻ კარგი჻ მიჯნური჻ იგია჻ ვინ჻ იქს჻ სოფლისა჻ თმობასა჻

22. არს჻ პირველი჻ მიჯნურობა჻ არ჻ დაჩენა჻ ჭირთა჻ მალვა჻ თავისწინა჻ იგონებდეს჻ ნიადაგმცა჻ ჰქონდა჻ ხალვა჻ შორით჻ ბნედა჻ შორით჻ კდომა჻ შორით჻ დაგვა჻ შორით჻ ალვა჻ დათმოს჻ წყრომა჻ მოყვრისაგან჻ მისი჻ ჰქონდეს჻ შიში჻ კრძალვა჻

23. ჴამს჻ თავისსა჻ ხვაშიადსა჻ არვისთანა჻ ამჟღავნებდეს჻ არ჻ ბედითად჻ ჰაი"჻ ზმიდეს჻ მოყვარესა჻ აყივნებდეს჻ არსით჻ აჩნდეს჻ მიჯნურობა჻ არასადა჻ იფერებდეს჻ მისთვის჻ ჭირი჻ ლხინად჻ უჩნდეს჻ მისთვის჻ ცეცხლსა჻ მოიდებდეს჻

24. მას჻ უშმაგო჻ ვით჻ მიენდოს჻ ვინ჻ მოყვარე჻ გაამჟღავნოს჻ ამის჻ მეტი჻ რამცა჻ ირგო჻ მას჻ ავნოს჻ და჻ თვითცა჻ ივნოს჻ რათამეღა჻ ასახელა჻ რა჻ სიტყვითა჻ მოაყივნოს჻ რა჻ ჰგავა჻ თუ჻ მოყვარესა჻ კაცმან჻ გული჻ არ჻ ატკივნოს჻

25. მიკვირს჻ კაცი჻ რად჻ იფერებს჻ საყვარლისა჻ სიყვარულსა჻ ვინცა჻ უყვარს჻ რად჻ აყივნებს჻ მისთვის჻ მკვდარსა჻ მისთვის჻ წყლულსა჻ თუ჻ არ჻ უყვარს჻ რად჻ არა჻ სძულს჻ რად჻ აყივნებს჻ რაცა჻ სძულსა჻ ავსა჻ კაცსა჻ ავი჻ სიტყვა჻ ურჩევნია჻ სულსა჻ გულსა჻

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა჻

26. იყო჻ არაბეთს჻ როსტევან჻ მეფე჻ ღმრთისაგან჻ სვიანი჻ მაღალი჻ უხვი჻ მდაბალი჻ ლაშქარმრავალი჻ ყმიანი჻ მოსამართლე჻ და჻ მოწყალე჻ მორჭმული჻ განგებიანი჻ თვით჻ მეომარი჻ უებრო჻ კვლა჻ მოუბარი჻ წყლიანი჻

27. იყო჻ არაბეთს჻ მეფობა჻ მეფისა჻ როსტევანისი჻ მას჻ ჰქონდა჻ სპარსთა჻ ქვეყანა჻ მართვ჻ ვითა჻ შანშეს჻ ანისი჻ უძრწის჻ და჻ მონებს჻ ყოველიხელთა჻ აქვს჻ მას჻ საბრძანისი჻ თქვეს჻ თუ჻ ხამს჻ ხმელთა჻ პატრონად჻ ან჻ ალექსანდრე჻ ან჻ ისი჻

28. აწყა჻ დავიწყოთ჻ ამბავი჻ მის჻ ხელმწიფისა჻ ზენისა჻ არაბეთს჻ როსტენ჻ პატრონი჻ მპყრობელი჻ სპა჻ მოსპენისა჻ მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ თვალთათ჻ თუთია჻ დენისა჻ შემხედთა჻ სულის჻ წამღები჻ ვერ჻ მხედთა჻ ამაგზენისა჻

29. სხვა჻ ძე჻ არ჻ ესვა჻ მეფესა჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ ასული჻ სოფლისა჻ მნათი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ დასთა჻ დასული჻ მან჻ მისთა჻ მჭვრეტთა჻ წაუღის჻ გული჻ გონება჻ და჻ სული჻ ბრძენი჻ ხამს჻ მისად჻ მაქებრად჻ და჻ ენა჻ ბევრად჻ ასული჻

30. მისი჻ სახელი჻ თინათინ჻ არს჻ ესე჻ საცოდნარია჻ რა჻ გაიზარდა჻ გაივსომისგან჻ მზე჻ საწუნარია჻ მეფემან჻ უხმნა჻ ვაზირნი჻ თვით჻ ზის჻ ლაღი჻ და჻ წყნარია჻ გვერდსა჻ დაისხნა჻ დაუწყო჻ მათ჻ ამო჻ საუბნარია჻

31. როსტევან჻ უხმნა჻ ვაზირნი჻ უბრძანეს჻ თუცა჻ ფარულად჻ მე჻ ზე჻ არ჻ მომცა჻ სოფელმან჻ კიდეც჻ მისთვის჻ ვარ჻ მალულად჻ ამ჻ ჩემთა჻ სპათა჻ თავადად჻ შემტევებელი჻ ქართულად჻ მოლხინე჻ მოასპარეზედ჻ გამთენებელი჻ დარულად჻

32. უბრძანა჻ გკითხავ჻ საქმესა჻ ერთგან჻ სასაუბაროსა჻ რა჻ ვარდმან჻ მისი჻ ყვავილი჻ გაახმოს჻ დაამჭნაროსა჻ იგი჻ წახდების჻ სხვა჻ მოვა჻ ტურფასა჻ საბაღნაროსა჻ მზე჻ ჩაგვისვენდა჻ ბნელსა჻ ვსჭვრეტთ჻ ღამესა჻ ჩვენ჻ უმთვაროსა჻

33. მე჻ გარდასრულვარ჻ სიბერე჻ მჭირს჻ ჭირთა჻ უფრო჻ ძნელია჻ დღეს჻ არა჻ ხვალე჻ მოვჰკვდები჻ სოფელი჻ ასრე჻ მქმნელია჻ რაღაა჻ იგი჻ სინათლე჻ რასაცა჻ ახლავს჻ ბნელია჻ ჩემი჻ ძე჻ დავსვათ჻ ხელმწიფედ჻ ვისგან჻ მზე჻ საწუნელია჻

34. ვაზირთა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ რად჻ ჰკადრეთ჻ თქვენი჻ ბერობა჻ ვარდი჻ თუ჻ გახმეს჻ ეგრეცა჻ გვმართებს჻ აზომცა჻ ჯერობა჻ მისივე჻ ჰმეტობს჻ ყოველსა჻ სული჻ და჻ ტურფა჻ ფერობა჻ მთვარესა჻ მცხრალსა჻ ვარსკვლავმა჻ ვითამცა჻ ჰკადრა჻ მტერობა჻

35. ერთობ჻ დაშალეს჻ ვაზირთა჻ მაგრამ჻ ვინ჻ მოუსმინებდა჻ მეფე჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ იგი჻ ქნის჻ რაცა჻ ინებდა჻ თინათინ჻ დასვეს჻ ხელმწიფედ჻ ვინ჻ მზესა჻ ითვალწუნებდა჻ ვინ჻ სალსა჻ კლდესა჻ დაადნობს჻ და჻ ცვილსა჻ გაატინებდა჻

36. მაგას჻ ნუ჻ ბრძანებთ჻ მეფეო჻ ჯერ჻ ვარდი჻ არ჻ დაგჭნობია჻ თქვენი჻ თათბირი჻ ავიცა჻ სხვისა჻ კარგისა჻ მჯობია჻ ხამს჻ განაღამცა჻ საქნელად჻ რაცა჻ თქვენ჻ გულსა჻ გლმობია჻ სჯობს჻ და჻ მას჻ მიეც჻ მეფობა჻ ვისგან჻ მზე჻ შენაფლობია჻

37. თუცა჻ ქალია჻ ხელმწიფედ჻ მართ჻ ღმრთისა჻ დანაბადია჻ არ჻ გათნევთ჻ იცის჻ მეფობა჻ უთქვენოდ჻ გვითქვამს჻ კვლა჻ დია჻ შუქთა჻ მისთაებრ჻ საქმეცა჻ მისი჻ მზებრ჻ განაცხადია჻ ლეკვი჻ ლომისა჻ სწორია჻ ძუ჻ იყოს჻ თუნდა჻ ხვადია჻

38. მას჻ ლომსა჻ კაცი჻ იახლა჻ მეფისა჻ ვეფხს჻ უფიცხეო჻ დაასკვნეს჻ ესე჻ თათბირი჻ სრულ჻ სპათა჻ ჩემთა჻ ვჰკითხეო჻ მე჻ ჩემთა჻ სივაჟკაცეთა჻ ჩემნი჻ მებრძოლნი჻ ვითხეო჻ აწ჻ შენცა჻ გნუკევ჻ ურწყავად჻ ალვისა჻ მორჩი჻ ითხეო჻