... (S-2829), 1688 წ.

19. მოშაირე: [............................] თქვას: ერთი: ორი: თავი: ყოლა: ნუ: ჰგონია: მელექსეთა: კარგთა: სწორი: განაღა: თქვას: ერთი: ორი: უმზგავსო: და: შორი: შორი: მაგრა: იტყვის: ჩემი: სჯობსო: უცილობლობს: ვითა: ჯორი:

20. მეორე: ლექსი: ცოტაი: ნაწილი: მოშაირეთა: არ: ძალ-უც: სრულ-ქნა: სიტყვათა: გულისა: გასაგმირეთა: ვამსგავსე: მშვილდი: ბედითი: ყმაწვილთა: მონადირეთა: დიდსა: ვერ: მოჰკულენ: ჴელად: აქვს: ხოცა: ნადირთა: მცირეთა:

21. მესამე: ლექსი: კარგია: სანადიმოდ: სამღერელად: სააშიკოდ: სალაღობოდ: ამხანაგთა: სათრეველად: [..]ენ: მათიცა: გვიამების: რაცა: ოდენ: თქვან: ნათელად: [მო]შაირე: არა: ჰქვიან: ვერას: იტყვის: ვინცა: გრძელად:

22. [....] მელექსე: ნაჭირვებსა: მისსა: ცუდად: არ: აბრკმობდეს: [...] უჩნდეს: სამიჯნურო: ერთსა: ვისმე: აშიკობდეს: [....][ას]: მისთვის: ხელოვნობდეს: მას: აქებდეს,: მას: ამკობდეს: [...]გან: კიდე: ნურა: უნდა: ყველ: ას: მისთვის: მუსიკობდეს:

23. ამა: საქმესა: მიჯნური: ნუ: უჴმობს: მიჯნურობასა: დღეს: ერთი: უნდეს: ხვალე: სხვა: სთმობდეს: გაყრისა: თმობასა: ესე: მღერასა: ბედითსა: გავს: ვაჟთა: ყმაწვილობასა: კარგი: მიჯნური: იგია: ვინ: იქს: სოფლისა: თმობასა:

24. არს: პირველი: მიჯნურობა: არ: დაჩენა: ჭირთა: მალვა,: თავის: წინა: იგონებდეს: ნიადაგმცა: ჰქონდა: ხალვა: შორით: ბნედა,: შორით: კდომა: შორით: ალვა: შორით: დაგვა: დათმოს: წყრომა: მოყვრისაგან: მისი: ჰქონდეს: შიში: კრძალვა:

25. ხამს: თავისსა: ხვაშიადსა: არვისთანა: ამჟღავნებდეს: არ: ბედითად: ჰაი: ჰაი: ზმიდეს: მოყვარესა: აყივნებდეს: არსით: აჩნდეს: მიჯნურობა: არასადა: იფერებდეს: მისთვის: ჭირი: ლხინად: უჩნდეს: მისთვის: ცეცხლსა: მოიდებდეს:

26. მას: უშმაგო: ვით: მიენდოს: ვინ: მოყვარე: გაამჟღავნოს: ამის: მეტი: რამცა: ირგო: მას: ავნოს: და: თვითცა: ივნოს: რათამცაღა: ასახელა: რა: სიტყვითა: მოაყივნოს: რა: ჰგავა: თუ: მოყვარესა: კაცმან: გული: არ: ატკივნოს:

27. მიკვირს: კაცი: რად: იფერებს: საყვარლისა: სიყვარულსა: ვინცა: უყვარს: რად: აყივნებს: მისთვის: მკვდარსა: მისთვის: წყლულსა: თუ: არ: უყვარს: რად: არა: სძულს: რად: აყივნებს: რაცა: სძულსა: ავსა: კაცსა: ავი: სიტყვა: ურჩევნია: სულსა,: გულსა:

28. თუ: მოყვარე: მოყვრისათვის: ტირს: ტირილსა: ემართლების: სიარული: მარტოება: შვენის: გაჭრად: დაეთვლების: იგონებდეს: მისგან: კიდე: ნურად: ოდეს: მოეცლების: არ: დააჩნდეს: მიჯნურობა: სჯობს: თუ: კაცსა: იახლების:

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:

29. იყო: არაბეთს: როსტევან: მეფე: ღ~თისაგან: სვიანი: მაღალი: უხვი: მდაბალი: ლაშქარ-მრავალი: ყმიანი: მოსამართლე: და: მოწყალე: მორჭმული: განგებიანი: თვით: მეომარი: უებრო: კვლა: მოუბნარი: წყლიანი:

30. სხვა: ძე: არ: ესვა: მეფესა: მართ: ოდენ: მარტო: ასული: სოფლისა: მნათი: მნათობი: მზისაცა: დასთა: დასული: მან: მისთა: მჭურეტთა: წაუღის: გული: გონება: და: სული: ბრძენი: ჴამს: მისად: საქებრად: და: ენა: ბევრად: დასული:

31. მისი: სახელი: თინათინ: არს: ესე: საცოდნარია: რა: გაიზარდა: გაივსო: მისგან: მზე: საწუნარია: მეფემან: იჴმნა: ვაზირნი: თვით: ზის: ლაღი: და: წყნარია: გვერდცა: დაისხა: დაუწყო: მათ: ამო: საუბაროსა:

32. უბრძანა: გკითხავ: საქმესა: ერთგან: სასაუბაროსა: რა: ვარდმან: მისი: ყვავილი: გააჴმოს: დაამჭნაროსა: იგი: წაჴდების: სხვა: მოვა: ტურფასა: საბაღნაროსა: მზე: ჩაგვისვენდა: ბნელსა: ვსჭურეტთ: ღამესა: ჩვენ: უმთვაროსა:

33. მე: გარდასრულვარ: სიბერე: მჭირს: ჭირთა: უფრო: ძნელია: დღეს: ვარ: და: ხვალე: მოვჰკვდები: სოფელი: ასრე: მქმნელია: რაღაა: იგი: სინათლე: რასაცა: ახლავს: ბნელია: ჩემი: ძე: დავსვათ: ჴელმწიფედ: ვისგან: მზე: საწუნელია:

34. ვაზირთა: ჰკადრეს: მეფეო: რად: ბრძანეთ: თქვენი: ბერობა: ვარდი: თუ: გაჴმეს: ეგრეცა: გვმართებს: აზომცა: ჯერობა: მისივე: მეტობს: ყოველსა: სული: და: ტურფა: ფერობა: მთვარესა: მცხრალსა: ვარსკვლავმა: ვითამცა: ჰკადრა: მტერობა:

35. მაგას: ნუ: ბრძანებთ: მეფეო: ჯერ: ვარდი: არ: დაგჭნობია: თქვენი: თათბირი: ავიცა: სხვისა: კარგისა: მჯობია: ჴმდა: განაღამცა: საქნელად: თქვენ: რაცა: გულსა: გლმობია: სჯობს: და: მას: მიეც: მეფობა: ვისგან: მზე: შენაფლობია:

36. თუცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია: არ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია: შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მის: მზეებრ: განაცხადია: ლეკვი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს,: თუნდა: ხვადია:

37. ავთანდილ: იყო: სპასპეტი: ძე: ამისპასალარისა: საროსა: მჯობი: ნაზარდი: მგზავსი: მზისა: და: მთვარისა: ჯერ: უწვერული: სადარო: ბროლ: მინა: საცნობარისა: მას: თინათინის: გონება: ჰკლევდის: წამწამთა: ჯარისა: