... (Q-261), XVII ს.

20. მიბრძანეს: მათად: საქებრად: თქმა: ლექსებისა: ტკბილისა: ქება: წარბთა: და: წამწამთა: თმათა: და: ბაგე: კბილისა: ბროლ: ბალახშისა: თლილისა: მით: მიჯრით: მიწყობილისა: გასტეხს: ქვასაცა: მაგარსა: გურდემლი: ტყვიისა: ლბილისა:

21. მეორე: ლექსი: ცოტაი: ნაწილი: მოშაირეთა არ: ძალუც: სრულქნა: სიტყვათა: გულისა: გასაგმირეთა: ვამსგავსე: მშვილდი: ბედითი: ყმაწვილთა: მონადირეთა: დიდსა: ვერ: მოჰკულენ: ხელად: აქვს: ხოცა: ნადირთა: მცირეთა:

22. მესამე: ლექსი: კარგია: სანადიმოდ: სამღერელად სააშიკოდ: სალაღობოდ: ამხანაგთა: სათრეველად: ჩუენ: მათიცა: გვეამების: რაცა: ოდენ: თქვან: ნათელად: მოშაირე: არა: ჰქვიან: ვერას: იტყვის: ვინცა: გრძელად:

23. ჴამს: მელექსე: ნაჭირვებსა: მისსა: ცუდად: არ: აფრქვევდეს: ერთი: უჩნდეს: სამიჯნურო: ერთსა: ვისმე: აშიკობდეს: ყუელას: მისთვის: ჴელოვნობდეს: მას: აქებდეს: მას: ამკობდეს: მისგან: კიდე: ნურა: უნდა: მისთვის: ენა: მუსიკობდეს

24. ამა: საქმესა: მიჯნური: ნუ: უხმობს: მიჯნურობასა: დღეს: ერთი: უნდეს: ხვალე: სხვა: სთმობდეს: გაყრისა: თმობასა: ესე: მღერასა: ბედითსა: ჰგავს: ვაჟთა: ყმაწვილობასა: კარგი: მიჯნური: იგია: ვინ: იქს: საქმისა: თმობასა:

25. არს: პირველი: მიჯნურობა: არ: დაჩენა: ჭირთა: მალვა: თავისწინა: იგონებდეს: ნიადაგმცა: ჰქონდა: ხალვა: შორით: კდომა: შორით: ბნედა: შორით: დაგვა: შორით: ალვა: დასთმოს: წყრომა: მეფისააგან: მისი: ჰქონდეს: შიში: კრძალვა:

26. ჴამს: თავისსა: ხუაშიადსა: არვისთანა: ამჟღავნებდეს: არ: ბედითად: აჰა: ზმიდეს: მოყვარესა: აყივნებდეს: არსით: უჩნდეს: მიჯნურობა: არასადა: იფერებდეს: მისთვის: ჭირი: ლხინად: უჩნდეს: მისთვის: ცეცხლსა: მოიდებდეს:

27. მას: მოყუარე: ვით: მიენდოს: ვინ: მოყვარე: გაამჟღავნოს: ამის: მეტი: რამცა: ირგო: მასცა: ავნოს: და: თვითცა: ივნოს: რათამცაღა: ასახელა: რა: სიტყვითა: მოაყივნოს: რა: ჰგავა: თუ: მოყუარესა: კაცმან: გული: არ: ატკივნოს:

28. მიკუირს: კაცი: რად: იფერებს: საყვარლისა: სიყვარულსა: თუ: არ: უნდა: რად: აყივნებს: მისთვის: მკუდარსა: მისთვის: წყლულსა: ვინცა: არის: გონიერი: რად: არა: სძულს: რაცა: სძულსა: მაგრამ: ავსა: კაცსა: ავი: სიტყვა: ურჩევნია: სულსა: გულსა:

29. თუ: მოყუარე: მოყვრისათვის: ტირს: ტირილსა: ემართლების: სიარული: მარტოება: შვენის: გაჭრად: დაეთულების: იგონებდეს: მისგან: კიდე: ნურად: ოდეს: მოეცლების: არ: დააჩნდეს: მიჯნურობა: სჯობს: თუ: კაცსა: იახლების:

30. ჰე: ღმერთო: შენგან: იქების: საქმე: ყოვლისა: ტანისა: შენ: ხარ: ჩვენ: არსთა: სიმაღლე: სიმდაბლე: სიბრტყვე: განისა: ზე: ანგელოზთა: სიმაღლე: ჩამგდები: ქვე: სატანისა: ვერ: გიტყუის: ძალი: ენისა: გონება: ჴელოვანისა:

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:

31. იყო: არაბეთს: როსტევან: მეფე: ღ~თისაგან: სვიანი: მაღალი: უხვი: მდაბალი: ლაშქარ: მრავალი: ყმიანი: მოსამართლე: და: მოწყალე: მორჭმული: განგებიანი: თვით: მეომარი: უებრო: კულა: მოუბარი: წყლიანი:

32. იყო: არაბეთს: მეფობა: მეფისა: როსტევანისი: მას: ჰქონდა: სპარსთა: ქვეყანა: მართვ: ვითა: შანშეს: ანისი უძრწის: და: მონებს: ყოველიჴელთა: აქვს: მას: საბრძანისი თქუეს: თუ: ჴამს: ჴმელთა: პატრონად: ან: ალექსანდრე: ანისი:

33. სხვა: ძე: არ: ესვა: მეფესა: მართ: ოდენ: მარტო: ასული: სოფლისა: მნათი: მნათობი: მზისაცა: დასთა: დასული: მან: მისთა: მჭურეტთა: წაუღის: გული: გონება: და: სული: ბრძენი: ჴამს: მისად: მაქებრად: და: ენა: ბევრად: დასული:

34. მისი: სახელი: თინათინ: არს: ესე: საცოდნარია: რა: გაიზარდა: გაივსომისგან: მზე: საწუნარია: მეფემან: უჴმნა: ვაზირნი: თვით: ზის: ლაღი: და: წყნარია: გვერდსა: დაისხნა: დაუწყო: მათ: ამო: საუბნარია:

35. მე: გარდასრულვარ: სიბერე: მჭირს: ჭირთა: უფრო: ძნელია: დღეს: არა: ხვალე: მოვკუდები: სოფელი: ასრე: მქმნელია: რაღაა: მისი: სინათლე: რასაცა: ახლავს: ბნელია: ჩემი: მზე: დავსვათ: ჴელმწიფედ: ვისგან: მზე: საწუნელია:

36. უბრძანა: გკითხავ: საქმესა: ერთგან: სასაუბაროსა: რა: ვარდმან: მისი: ყუავილი: გაახმოს: დაამჭნაროსა: იგი: წახდების: სხვა: მოვა: ტურფასა: საბაღნაროსა: მზე: ჩაგვისვენდა: ბნელსა: ვსჭვრეტთ: ღამესა: ჩვენ: უმთვაროსა:

37. ვაზირთა: ჰკადრეს: მეფეო: რად: ჰკადრეთ: თქვენი: ბერობა: ვარდი: თუ: გაჴმეს: რაზომცა: ეგრეცა: გვმართებს: ჯერობა: მისივე: მეტობს: ყოველსა: სული: და: ტურფა: ფერობა: მთვარესა: მცხრალსა: ვარსკვლავმა: ვითამცა: ჰკადრა: მტერობა:

38. მაგას: ნუ: ბრძანებთ: მეფეო: ჯერ: ვარდი: არ: დაგჭნობია: თქვენი: თათბირი: ავიცა: სხვისა: კარგისა: მჯობია: ჴამს: განაღამცა: საქნელად: რაცა: თქვენ: გულსა: გლმობია: სჯობს: და: მას: მიეც: მეფობა: ვისგან: მზე: შენაფლობია: