... (H-599), 1646 წ.

136. ერთგან: დასხდეს: ილაღობეს: საუბარი: ასად: აგეს: ბროლ: ბალახში: შეხუეული: და: გიშერი: ასადაგეს: ყმა: ეტყვის: თუ: შენთა: მჭვრეტთა: თავი: ხელი: ასად: აგეს: ცეცხლთა: შენგან: მოდებულთა: გული: ჩემი: ასადაგეს:

137. ყმა: წავიდა: სიშორესა: თუცა: მისსა: ვერ: გასძლებდა: უკუღმავე: იხედვიდა: თვალთა: რეტად: იყოლებდა: ბროლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: ტანსა: მჭევრსა: ათრთოლებდა: გული: ჰქონდა: გულისათვის: სიყვარულსა: ავალებდა:

138. თქვა: მზეო: ვარდსა: სიშორე: შენი: დამაჩნდეს: ეს: ადრე: ბროლი: და: ლალი: გასრულვარ: ქარვისა: უყვითლესადრე: მაშინ: რაღა: ვქმნა: ვერ: ჭვრეტთა: რა: მომხვდეს: უგრძესად: ადრე: ხამს: მოყვრისათვის: სიკვდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე:

139. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეხოცების: ვითა: ვერხვი: ქარისაგან: ირხევის: და: ეკეცების: რა: მილულნის: სიახლევე: საყვარლისა: ეოცების: შეკრთის: დიდი: დაიზახნის: მით: პატიჟი: ეოცების:

აქა ავთანდილ ეჯიბის შეგზავნას არჩევს:

140. მოშორვება: საყვარლისა: მას: შექნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტი: წვიმს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭვრეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

141. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: კადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: ქუეყნისა: თქუენ: ხრმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარემონია:

142. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: პატრონობა: მტერთა: თქვენთა: გულსა: ვგმირო: მორჩილქმნილთა: გავახარო: ურჩი: ყოვლი: ავატირო: ძღვენი: ვჰკადრო: ზედა: ზედა: არ: სალამი: დავაძვირო:

143. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადლიერობა: ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გარდუხდელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: წა: მაგრა: მამხვდეს: რაღა: ვქმნა: თუ: სიშორისა: გრძელობა:

144. ყმა: შევიდა: თაყვანისცა: მადლი: რამე: მოახსენა: ხელმწიფეო: მიკვირს: ქება: რად: იკადრეთ: ჩემი: თქუენა: აწ: ნუთუ: კვლა: სიშორისა: ღმერთმან: ბნელი: გამითენა: პირი: თქუენი: მხიარული: მხიარულსა: კვლა: მიჩვენა:

145. მეფე: ხელსა: მოეკიდა: გარდაკოცნა: ვითა: შვილი: სხვა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტან: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ბილი:

146. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მხნე: ლაღად: მავალი: ოც: დღე: იარა: მრავალი: ღამეზე: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: არ: მისცილდები: თინათინ: მისი: მას: ვისგან: სწვავ: ალი:

147. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გახდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ძღვენსა: სძღვნიდეს: იეფოსა: იგი: პირმზე: არ: მოსცდების: სიარულსა: სასწრაფოსა: მიხვდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სადაფოსა:

148. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა: გარეთ: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვიტკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა:

149. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოთცა: სახელდებული: თანა: შეზრდილი: ერთგული: და: მისთვის: თავდადებული: მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყვები: მის: მზისა: იმედებული:

150. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან: ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გცოდნიან: გაგივლენიან: მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდებიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

151. მოუკლავარ: თინათინის: სურვილსა: და: სიყვარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: აჩენდა: აქანამდის: ჭირსა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

152. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხვიდე: სრულვქმნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მომხვდების: ხისა: რგულისა: მომცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

153. პირველ: ყმა: ვარ: წასვლა: მინდა: პატრონისა: სამსახურად: ხამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: გვმართებს: ყმასა: ყმურად: მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწვავს: გულსა: მურად: ხამს: თუ: კაცი: არ: შეუდრკეს: ჭირსა: დახვდეს: მამაცურად:

154. ვართ: უმოყვრესნი: მე: და: შენ: ყოველთა: პატრონყმათასა: ამისთვის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ხმათასა: ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადთა: სხვათა: ყმათასა: ამა: საქმესა: ვერა: ვიქ: მე: განდობასა: სხვათასა: