... (H-599), 1646 წ.

272. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლა: ვერა: მეტი: შეკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოიჭრა: ვითა: რეტი: იზახდის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკერძ: ზის: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭვრეტი:

273. რად: დაბრუნდი: მოახსენა: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: ჰყვეს: ლაშქარნი: უთვალავი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: იგი: მინდორს: ნადირობდა: იფანჩოდა: მარეკი: და:

274. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე: არ: მივეო: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: დღეს: თუ: სევდა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

275. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცვივდნა: ასნაკეცნი: ბევრის: ბევრად: მოახსენა: მხეცთა: თანა: იარები: მარტო: ტევრად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: მას: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

276. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია: გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუმცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოკვდე: და: იგი: წახდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია:

277. უბრძანა: დავო: ეგეა: მგზავსი: გულისა: შენისა: მაგრა: არ: არის: ქვეყანად: წამალი: ამა: წყლულისა: ვის: ძალ: აქვს: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არმოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკვდილი: გაყრა: ხორცთა: და: სულისა:

278. ღმერთმან: სხვამცა: ეტლსა: ჩემსა: რადმცა: კაცი: რად: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დაო: მივის: არასადა:

279. ქალმან: ჰკადრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რათგან: ღმერთსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: მგამა: უსაზომო: ზომსა: თავი: გარდამხდია:

280. მისი: მძებლენი: იყომცა: ჭკვითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცვლად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭვრეტითა: ვით: იადონი: არ: მოჰკვდე: ბულბული: თესლთა: კვნეტითა:

281. ყმამან: უთხრა: არა: ვიცი: რას: მენუკვი: გამიცხადე: კაცი: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე: ღმერთსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიხადე:

282. ქალმან: კვლა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყვეს: თავისა: ნებითა: იგი: გიახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა: ფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა:

283. მან: უთხრა: თუ: მიჩვენებ: ვნახავ: დიდად: გავიხარებ: სიყვარულმან: მისთვის: მისმან: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: უზამ: უგემურსა: არა: ოდეს: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: იამების: ვაამებ: და: შევიყვარებ:

284. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყუანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ხელი: მოჰკიდა: მოჰყვანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქვა: მზისა: დასადარებლად:

285. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: ცით: მთვარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოჰფენდეს: ქვე: ბარად: რომე: ალვისა: მასთანა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად: ჰგვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხვადმცა: რისად: ვთქვა: მე: და: რად:

286. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდეს: ვარდსა: ხლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭვირდეს: ყელი: ყელსა: გადააჭვდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექმნეს: იაგუნდნი: მათნი: თუმცა: ლალად: ღირდეს:

287. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ხელითა: ერთგან: დასხდეს: და: ტიროდეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყვითა: საკვირველითა: თავთა: ნუ: დახოცთ: ნუ: ბნელიქთ: მზესა: თქვენითა: ბნელითა:

288. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არდაზრული: ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკვდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: განწირული:

289. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყვები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწვარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

290. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყვარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავმაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვითა: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დახოცე: მონები: არსაპყრებია:

291. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩვენი: გაგიწყრა: ჩვენ: ხაფად: წაგეკიდენით: გიხმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებე: სრულად: სისხლისა: კი: დენით: