... (H-599), 1646 წ.

174. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მოითვალეს: იგი: პირმზე: ვეღარ: ნახეს: პირი: მათი: იფერმკრთალეს: მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს: ყოვლგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენმალეს:

175. შერმადინ: ერთგან: შეყარნა: ხასი: და: დიდებულები: უჩვენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები: რა: მოისმინეს: ყუელაი: დარჩა: გულ: დანაწყლულები: თავსა: იცემდეს: არ: იყო: გული: უცრემლო: ულები:

176. შერმადინ: უთხრა: მართლ: ხართ: თუ: ცრემლსა: თვალთათ: დამილდეთ: მაგრა: გუიჯობს: რომე: მისსა: ბრძანებასა: დავმორჩილდეთ არა: გავყუნათ: სამსახური: მას: წინაშე: არ: დავწბილდეთ: ცხადად: გვიჩნდეს: სიხარული: სიმძიმილსა: გარდავსცილდეთ:

177. ყოვლთა: ჰკადრეს: თუმცა: ყოფა: ჩვენ: უმისოდ: გვეარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: გაღანამცა: გმორჩილობდეთ: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონეს: ყუელაკამან: თაყუანისსცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა:

178. ამ: საქმესა: მემოწმების: დეიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალუა: ოდის: ვარდი: დაეთურთვილოს: დაცაეზროს: ვის: ბადახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: სამყოფთაგან: იაბეზროს:

179. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხახმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხვათ: მზღვართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქვა: თუ: მე: მასმცა: ვეახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა:

180. ახალმან: ფიფქმან: დათოა: ვარდი: დათვრთვილა: დანასა: მოუნდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიმართის: დანასა: თქუის: ჭირი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა: მოვშორდი: ლხინსა: ყველასა: ჩანგსა: ბარბითსა: და: ნასა:

181. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭკნებოდა: გულსა: უთხრის: თუ: დასთმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავსა: მათ: თანა: ემოყვრებოდა:

182. იგი: პირად: მზისა: მგზავსი: ერთობ: მოვლის: სრულად: ხმელთა: ქვეყანათა: უნახავთა: ოხერთა: და: კაცრიელთა: არ: დააგდებს: უნახავად: წყალთ: კლდეთა: ტყეთა: ველთა: მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: რომს: ჩინელთა: მაჩინელთა:

183. მუნ: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღვათა: შესართავისად: უჩნდის: ქუეყანა: ტახტად: და: მკლავი: სადებლად: თავისად: თქვის: საყვარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ავისად: შენთუის: სიკუდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად:

184. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა: ასრე: რომე: ცასა: ქვეშე: არ: დაურჩა: არ: იარა: მაგრა: იგი: მის: ამბისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმხუდარა: ამას: შიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყა:

185. მიხვდა: რასმე: ქვეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თვე: ერთ: კაცსა: ვერა: ნახავს: ვერას: შვილსა: ადამისსა: იგი: ჭირნი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა: დღე: და: ღამე: იგონებდა: საყუარელსა: მასვე: მისსა:

186. მას: მიხვდა: წევრი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ხიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა:

187. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს: თვენი: ესხნეს: ორანიღა: ამად: სულთქვამს: არა: იშობს: ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კვლავ: ამისთვის: გულმოშიშობს ავსა: კარგად: ვერვინ: შესცვლის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს:

188. საგონებელი: შეექმნა: დადგა: თავისა: მრჩეველად: თქვა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვცნა: ჭორადცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკვლეველად:

189. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავყოვნე: სხვანიც: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვსცნნე: ამბავი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: მიხვდეს: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: მეფესა: ჰკადროს: საქმენი: დასაგვანანი:

190. უამბოს: ჩემი: ამბავი: თვით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექნან: გლოვა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: მე: სადმე: სხვაგან: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შევიწრებული:

191. კვლაცა: იტყვის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღმრთოდ: ვერას: ვერ: მოვიწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცულის: არსაქმნელი: არ: იქნების:

192. იტყვია: ღმერთო: სამართალი: შენ: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიხარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარული: აფხურენ: ჭირთ: დაბუდენ: დღეთა: ჩემთა: ცრემლი: ჩემი: ვერა: ოდეს: დავიყუდენ: