... (H-599), 1646 წ.

213. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: გავა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩუენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

214. აჰა: მიხვდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეგზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხვდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: უნდა: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ხამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

215. უთხრა: თუძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქვენგან: მივხვდი: საქმესა: ყოლა: არ: საადვილოსა: ღმერთიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

216. ვითა: მე: მივხვდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღმერთი: ნურას: იქს: ძმისა: თქუენისა: ვნებასა: აჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნებანებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

217. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

218. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ხამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

219. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭვრეტად: მივეწევი: ერთმანერთის: შევიყრებით: ცემა: ჟლეტად: ანუ: მომკლავს: ანუ: მოვკლავ: დაიმალვის: მეტის: მეტად:

220. მე: იმა: ყმისა: საკრავად: ხრმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკვდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები: შორი: შორ: თვალსა: მივსწურავ: უკანა: დავედევნები იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარ: ხევნები:

221. ავთანდილ: იტყვის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნაღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

222. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: საჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაჰყვეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

223. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქვაბი: იყვნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რაზდენი: ხე: დიდი: და: თვალ: უცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

224. მან: ყმამან: ქვაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდახდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მაზედან: მჭვრეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭვრეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლმინადენია:

225. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქვაბისა: კარსა: გარდმოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდახდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

226. იგი: ტევრი: გაეხშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიან: ხმას: სცემდიან: კლდენი: ხმასა: ავთანდილ: სჭვრეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევაზმასა:

227. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქვაბს: შეიყვანა: ტაიჭი: მოხადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეხსნა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდახდა: გამოსრულობა:

228. ავთანდილს: უკვირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: შეჰკაზმა: მოაქვს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

229. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ვეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ასმათ: ისრე: დაღრეჯილი: კვლა: უფრორე: დაიღრეჯდა:

230. ავთანდილ: ახლოს: კულა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშ: აშლილი: წვერგამო: ნუ: თუ: მზეაო: თქვა: ცისა: ეყარნეს: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: სჩანს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

231. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭვრეტს: გაკვირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღმერთმან: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა:

232. აწ: ამას: ჩემთვის: ღმრთისაგან: სხუა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: უთხრა: ყველაი: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ხრმალი: არა: ვჰკრა: არც: მას: დავისობინო: