... (H-599), 1646 წ.

96. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი: მისგან: კიდევ: არვინ: შეჰყვა: ავთანდილ: სჩანს: ვითა: შვილი: ყველაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი:

97. თინათინს: ესმა: მამისა: ეგეთი: დაღრეჯილობა: ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მამისა: ზრდილობა: მოლარე: იჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: ღვძილობა: მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზის: სჭირსო: ფერ: ნაკლულობა:

98. ერთიღა: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: არ: შევალ: ვიცი: არა: ხამს: ჟამითა: მიკითხოს: ჰკადრე: იყოთქო: აქა: ერთისა: წამითა:

99. ხანი: გამოხდა: მეფემან: ბრძანა: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: იმედი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარემ: ჰკადრა: მოვიდა: აწღაღა: ფერნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: თქუენს: წინა: მომავალიო:

100. [.....]: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავძლეო: [....]სენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: [....: ]ჭმუნვა: უკუმყარე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო: გითხრობ: რაცა: წამეკიდა: მე: თუ: სულთა: რად: დავლეო:

101. [..........]ინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა: [.....]ს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: [......]ნ: გვერდსა: დაისვა: აკოცა: ნებანებასა: [...]ძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყვანებასა:

102. [.....]: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: [.....]: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს: [...]ენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამხობდეს: [...]მან: საქმე: მოიგვაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს:

103. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომქარვებილი: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: ჭმუნვა: და: ახია:

104. უცხოსა: და: საკვირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ხმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე:

105. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიხოცნა: შესაპყრობლად: შეუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა: ჯერეც: ესე: არა: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა:

106. აწ: ესე: მიკუირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარული: რამ: დამიხოცა: ლაშქარი: ადინა: სისხლი: ღვარული: კაცად: ხორცისად: ვით: ითქმის: ისრე: თვალთაგან: ფარული: უცილოდ: ღმერთსა: მოვსძულდი: აქამდის: მე: მხიარული:

107. დიდნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს: დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: ყოვლმან: სულმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: მინეტარნეს: სადამდისცა: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: გამახარნეს:

108. ქალმან: ჰკადრა: მოგახსენებ: მე: სიტყუასა: დანაყბედსა: ჰე: მეფეო: რად: ემდურვი: ანუ: ღმერთსა: ანუ: ბედსა: რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მხედსა: ბოროტიმცა: რად: შაექმნა: კეთილისა: შემოქმედსა:

109. თუ: ცუდი: რამე: გინახავს: მაცთური: ანუ: ქაჯია: ამისთვის: მეფე: რად: სჭმუნავ: ანუ: რად: გაგისაჯია: სიტკბოსა: ნაცვლად: ღ~თისაგან: სიმწარე: რად: გიაჯია: მასვე: ევედრე: მოასხი: ყოვლი: მუყრი: და: აჯია:

110. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი: შორს: არის: თქუენი: საზღვარი: ბრძანება: მიუთხრობელი: გაგზავნე: კაცი: ყოველგნით: მისთა: ამბავთა: მცნობელი: ადრე: სცნობ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი:

111. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ხორციელი: ხმელთა: მვლელად: მას: ნახვიდა: სხვაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად: თუ: არ: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შემცულელ: მშლელად: სევდისაგან: მოიცალეთ: რად: შექნილხართ: მოუცლელად:

112. როსტან: სიტყვა: ასულისა: მოეწონა: ეკეთაცა: პირი: ხელით: დაუჭირა: გარდაკოცნა: კვლა: და: კვლაცა: უბრძანა: თუ: დაგმორჩილდე: რაცა: მითხარ: აგრე: ვქნაცა: იგივეა: მხსნელი: ჩემი: ვინცა: მიწა: გამაკაცა:

113. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა: უბრძანა: თავი: პატიჟთა: თავიმცა: რად: დარიდეთა: მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა: მისწერეთ: წიგნი: სადაცა: ვერ: მისწვდეთ: ვერ: მიხვიდეთა:

114. კაცნი: წავიდეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია: მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კულა: და: კულა: დია: ვერცა: თუ: ნახეს: ნახული: ღთისაგან: დანაბადია: ცუდად: მაშვრალნი: დაბრუნდეს: მათსავე: გულსა: ზადია:

115. მონათა: ჰკადრეს: მეფეო: ჩვენ: ხმელნი: მოვიარენით: მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით: მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: ვერავის: შევეყარენით: ჩვენ: ვერას: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით: