... (H-599), 1646 წ.

37. მოვიდეს: სრულნი: არაბნი: ჯარი: გამრავლდა: ხასისა: ავთანდილ: პირმზე: სპასპეტი: ლაშქრისა: ბევრა: თასისა: ვეზირი: სოგრატ: მოახლე: მეფისა: დასთა: დასისა: მათ: რომე: დადგეს: საჯდომი: თქუეს: უთქმელია: ფასისა:

38. თინათინ: მიჰყავს: მამასა: პირითა: მით: ნათელითა: დასვა: და: თავსა: გვირგვინი: დასდგა: თავისა: ხელითა: მისცა: სკიპტრა: და: შემოსა: მეფეთა: სამოსელითა: ქალი: ბრძნად: უჭვრეტს: ყოველთა: ცნობითა: მზეებრ: მხედველითა:

39. უკუდგეს: და: თაყვანი: სცეს: მეფემან: და: მისთა: სპათა: დალოცეს: და: მეფედ: დასვეს: ქება: უთხრეს: სხვაგნით: სხვათა: ბუკსა: ჰკრეს: და: წინწილანი: დაატკბობდეს: მათთა: ჴმათა: ქალი: ტირს: და: ცრემლთა: აფრქვევს: ხრის: ყორნისა: ბოლო: ფრთა:

40. მამისა: ტახტსა: საჯდომად: თავი: არ: ეღირსებოდა: ამად: ტირს: ბაღი: ვარდისა: ცრემლითა: აივსებოდა: მეფე: სწვრთის: მამა: ყოველთა: ძისაგან: ითავსებოდა: ამისად: ქმნამდის: დამწველი: ცეცხლი: არ: დამევსებოდა:

41. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი: დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩემგან: ხელმწიფედ: ხმობილი: აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მინდობილი: ხარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი:

42. ვარდთა: და: ნეხვთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების: დიდთა: და: წვრილთა: წყალობა: შენცა: ნუ: მოგეწყინების: უხვი: ახსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების: უხვად: გასცემდი: ზღუათაცა: შესდის: და: გაედინების:

43. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვით: ედემს: ალვა: რგულია: უხვსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია: სუმაჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია: რასაცა: გასცემ: ჩვენია: რას: არა: დაკარგულია:

44. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა: ყურსა: უპყრობდა: ისმენდა: წვრთასა: არ: მოიწყინებდა: მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა: თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრა: მზე: თინათინებდა:

45. მოიხმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი: უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: ჩემი: ნაუფლისწულევი: მომართვი: ჩემი: ყველაი: შენგან: დანაბეჭდულევი: მოართვეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი:

46. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა: რომე: სრულად: ამოაგებს: მცირესა: და: დიდებულსა: მერმე: ბრძანა: ვიქ: საქმესა: მამისაგან: სწავლებულსა: ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა:

47. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია: ამილახორნო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია: მოიღეს: გასცა: უზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია: ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია:

48. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა: მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქვე: ნაბამსა: ნასუქალსა: რომე: გვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქალსა: არ: დაარჩენს: ცალიერსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა:

49. დღე: ერთ: გარდაჴდა: პურობა: სმა: ჭამა: იყო: ხილობა: ნადიმად: მჯდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა: მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ქონდა: დაღრეჯილობა: ნეტარ: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექნეს: ამისი: ცილობა:

50. თავსა: ზის: პირმზე: ავთანდილ: მჭურეტთაგან: მოსანდომია: სპათა: სპასპეტი: ჩაუქი: ვითა: ვეფხი: და: ლომია: ვაზირი: ბერი: სოგრატი: თვით: მასთანავე: მჯდომია: თქუეს: თუ: რა: უმძიმს: მეფესა: ანუ: რად: ფერი: ჰკრთომია:

51. თქუეს: თუ: მეფე: ცუდსა: რასმე: გონებასა: ჩავარდნილა: თუარა: აქა: სამძიმარი: მათი: ყოლე: არა: ქმნილა: ავთანდილ: თქვა: სოგრატ: ვჰკითხოთ: გვითხრობს: რამცა: [.............] ვჰკადროთ: რამე: სალაღობო: რასათვისმცა: გაგვაწბილა:

52. ადგეს: სოგრატ: და: ავთანდილ: ტანითა: მით: კენარითა: თვითო: აივსეს: ჭიქები: მივლენ: ქცევითა: წყნარითა: წინა: მიუსხდეს: მუხლ: მოყრით: პირითა: მოცინარითა: ვაზირი: ლაღობს: ენითა: წყლიანად: მოუბარითა:

53. დაგიღრეჯია: მეფეო: აღარ: გიცინის: პირიო: მართალ: ხარ: წახდა: საჭურჭლე: თქუენი: მძიმე: და: ძვირიო: ყუელასა: გასცემს: ასული: თქუენი: საბოძვარ: ხშირიო: ყოლამცა: მეფედ: ნუ: დასვი: თავსა: რად: უგდე: ჭირიო:

54. რა: მეფემან: მოისმინა: გაცინებით: შემოხედნა: გაუკვირდა: ვით: მკადრაო: ან: სიტყვანი: ვით: გაბედნა: კარგა: ჰქენო: დაუმადლა: ბრძანებანი: უიმედნა: ჩემი: ზრახვა: სიძუნტისა: სტყუის: ვინცა: დაიყბედნა:

55. ეგე: არ: მიმძიმს: ვაზირო: ესეა: რომე: მწყენია: სიბერე: მახლავს: დავლივენ: სიყმაწვილისა: დღენია: კაცი: არ: არის: სითგანცა: საბრძენებელი: ჩვენია: რომე: მას: ჩემგნით: ესწავლნეს: სამამაცონი: ზნენია:

56. ერთაი: მიზის: ასული: ნაზარდი: სათუთობითა: ღ~თმან: არ: მომცა: ყმაშვილი: ვარ: საწუთროსა: თმობითა: ანუმცა: მგვანდა: მშვილდოსნად: ანუ: კულავ: ბურთაობითა: ცოტასა: შემწევს: ავთანდილ: ჩემგანვე: ნაზარდობითა: