... (H-599), 1646 წ.

18. მას: ცოცხალი: ნუ: ელევის: რაცა: პირველ: შეუყვარდეს: ნუცა: ლხინსა: აუზავდეს: ნურცა: ჭირსა: შეუზარდეს: მისთვის: დასთმოს: ყველაკაი: მისთვის: ველთა: გამოვარდეს: ნურა: გავა: სოფელიცა: მისი: კერძი: გარდაჰქარდეს:

19. ამა: საქმესა: მიჯნური: ნუ: უხმობს: მიჯნურობასა: დღეს: ერთი: უნდეს: ხვალე: სხვა: სთმობდეს: გაყრისა: თმობასა: ესე: მღერასა: ბედითსა: ჰგავს: ვაჟთა: ყმაწვილობასა: კარგი: მიჯნური: იგია: ვინ: იქს: სოფლისა: თმობასა:

20. [...]: პირველი: მიჯნურობა: არ: დაჩენა: ჭირთა: მალვა: თავისწინა: იგონებდეს: ნიადაგმცა: ჰქონდა: ხალვა: შორით: ბნედა: შორით: კდომა: შორით: დაგვა: შორით: ალვა: დათმოს: წყრომა: მოყვრისაგან: მისი: ჰქონდეს: შიში: კრძალვა:

21. ხამს: თავისსა: ხვაშიადსა: არვისთანა: ამჟღავნებდეს: არ: ბედითად: ჰაი: ჰაი: ზმიდეს: მოყვარესა: აყივნებდეს: არსით: აჩნდეს: მიჯნურობა: არასადა: იფერებდეს: მისთვის: ჭირი: ლხინად: უჩნდეს: მისთვის: ცეცხლსა: მოიდებდეს:

22. მას: უმოყურო: ვით: მიენდოს: ვინ: მოყვარე: გაამჟღავნოს: ამის: მეტი: რამცა: ირგო: მას: ავნოს: და: თვითცა: ივნოს: რათამეღა: ასახელა: რა: სიტყვითა: მოაყივნოს: [..]: გავა: თუ: მოყვარესა: კაცმან: გული: არ: ატკივნოს:

23. [....]: კაცი: რად: იფერებს: საყვარლისა: სიყვარულსა: [....]: უყვარს: რად: აყივნებს: მისთვის: მკვდარსა: მისთვის: წყლულსა: თუ: არ: უყვარს: რად: არა: სძულს: რად: აყივნებს: რაცა: სძულსა: ავსა: კაცსა: ავი: სიტყვა: ურჩევნია: სულსა: გულსა:

24. თუ: მოყვარე: მოყვრისათვის: ტირს: ტირილსა: ემართლების: სიარული: მარტოება: შვენის: გაჭრად: დაეთულების: იგონებდეს: მისგან: კიდე: ნურად: ოდეს: მოეცლების: არ: დააჩნდეს: მიჯნურობა: სჯობს: თუ: კაცსა: იახლების:

აქა ამბავი პირველი არაბთა მეფისა როსტევანისა:

25. იყო: არაბეთს: როსტევან: მეფე: ღმრთისაგან: სვიანი: მაღალი: უხვი: მდაბალი: ლაშქარ: მრავალი: ყმიანი: მოსამართლე: და: მოწყალე: მორჭმული: განგებიანი: თვით: მეომარი: უებრო: კვლა: მოუბარი: წყლიანი:

26. სხუა: ძე: არ: ესვა: მეფესა: მართ: ოდენ: მარტო: ასული: სოფლისა: მნათი: მნათობი: მზისაცა: დასთა: დასული: მან: მისთა: მჭვრეტთა: წაუღის: გული: გონება: და: სული: ბრძენი: ხამს: მისად: მაქებრად: და: ენა: ბევრად: დასული:

27. მისი: სახელი: თინათინ: არს: ესე: საცოდნარია: რა: გაიზარდა: გაივსომისგან: მზე: საწუნარია: მეფემან: უხმო: ვაზირნი: თვით: ზის: ლაღი: და: წყნარია: გვერდსა: დაისხნა: დაუწყო: მათ: ამო: საუბნარია:

28. უბრძანა: გკითხავ: საქმესა: მე: ერთგან: სასაუბაროსა: რა: ვარდმან: მისი: ყვავილი: გააჴმოს: დაამჭნაროსა: იგი: წავა: და: სხვა: მოვა: ტურფასა: საბაღნაროსა: მზე: ჩაგუისუენდა: სწორად: ვსჭვრეტთ: ღამესა: ჩუენ: უმთვაროსა:

29. მე: გარდასრულვარ: სიბერე: მჭირს: ჭირთა: უფრო: ძნელია: დღეს: არა: ხვალე: მოვჰკვდები: სოფელი: ასრე: მქმნელია: რაღაა: იგი: სინათლე: რასაცა: ახლავს: ბნელია: ჩემი: მზე: დავსვათ: ხელმწიფედ: ვისგან: მზე: საწუნელია:

30. ვაზირთა: ჰკადრეს: მეფეო: რად: ბრძანეთ: თქვენი: ბერობა: ვარდი: თუ: გაჴმეს: ეგრეცა: გმართებს: აზომცა: ჯერობა: მისივე: მეტობს: ყოველსა: სული: და: ტურფა: ფერობა: მთუარესა: მცხრალსა: ვარსკვლავმა: ვითამცა: ჰკადრა: მტერობა:

31. მაგას: ნუ: ბრძანებთ: მეფეო: ჯერ: ვარდი: არ: დაგჭნობია: თქვენი: თათბირი: ავიცა: სხვისა: კარგისა: მჯობია: ხამს: გაღანამცა: საქნელად: თქუენ: რაცა: გულსა: გლმობია: სჯობს: და: მას: მიეც: მეფობა: ვისგან: მზე: შენაფლობია:

32. თუცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია: არ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია: შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მისი: მზებრ: განაცხადია: ლეკვი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს: თუნდა: ხუადია:

33. ავთანდილ: იყო: სპასპეტი: ძე: ამირსპასალარისა: საროსა: მგზავსი: ნაზარდი: მჯობი: მზისა: და: მთვარისა: ჯერ: უწვერული: სადარო: ბროლმინა: საცნობარისა: მას: თინათინის: შვენება: ჰკლევდის: წამწამთა: ჯარისა:

34. გულსა: მისსა: მიჯნურობა: მისი: ჰქონდა: დამალულად: რა: მოშორდის: ვერა: მჭურეტმან: ვარდი: შექნის: გულნაკლულად: ნახის: ცეცხლი: გაუახლდის: წყლული: შექნის: უფრო: წყლულად: საბრალოა: სიყვარული: კაცსა: შეიქმს: გულნაკლულად:

35. რა: მეფედ: დასუმა: მეფემან: ბრძანა: მისისა: ქალისა: ავთანდილს: მიხვდა: სიამე: ვსება: სჭირს: მისო: ქალისა: თქუა: ზედაზედა: მომხვდების: ნახვა: მის: ბროლ: ფიქალისა: ნუთუ: ვით: ვპოვო: პატიჟნი: ჩემისა: ფერ: გამქრქალისა:

36. არაბეთს: გასცა: ბრძანება: დიდმან: არაბთა: მფლობელმან: თინათინ: ჩემი: ხელმწიფედ: დავსივი: მე: მისმან: მშობელმან: მან: გაანათლნეს: ყოველნი: ვით: მზემან: მანათობელმან: მოდით: და: ნახეთ: ყოველმან: შემსხმელმან: შემამკობელმან: