... (H-599), 1646 წ.

116. მეფე: ბრძანებს: მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო: ვნახე: რამე: ეშმაკისა: სიცრუე: და: სიბილწეო: ჩემად: მტერად: წამოსრული: ჩარდმოჭრილი: ზეცით: ზეო: გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლა: მეო:

117. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა: მგოსანი: და: მოშაითი: უხმეს: პოვეს: რაცა: სადა: დია: გასცა: საბოძვარი: ყველა: დარბაზს: შემოხადა: მისი: მგზავსი: სიუხვითა: ღმერთმან: სხვამცა: რა: დაბადა:

118. ავთანდილ: წვა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მას: პერანგი: იმღერდა: და: იხარებდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი: შემოვიდა: მას: წინაშე: თინათინის: მონა: ზანგი: მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი:

119. ავთანდილს: მიხვდა: მოსმენა: საქმისა: სანატრელისა: ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა: უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერთგან: შეუყრელისა: ამოა: ჭვრეტა: ტურფისა: სიახლე: საყუარელისა:

120. ავთანდილ: ლაღი: უკადრი: მივა: არვისგან: რცხვენოდა: მას: ნახავს: ვისთა: ვამთაგან: ცრემლი: მრავალჯერ: სდენოდა: იგი: უებრო: ქუშად: ჯდა: ელვისა: მგზავსად: შვენოდა: მთვარესა: მისთა: შუქთაგან: უკუნი: გარდაფენოდა:

121. გაცრცულისა: ტანსა: ემოსნეს: ყარყუმნი: უსაპირონი: ებურნეს: მოშლით: რიდენი: ფასისა: თქმა: საჭირონი: შვენოდეს: შავნი: წამწამნი: გულისა: გასაგუმირონი: მას: თეთრსა: ყელსა: ეკიდნეს: გრძლად: თმანი: არ: უხშირონი:

122. დაღრეჯით: იყო: მჯდომარე: ძოწეულითა: რიდითა: ავთანდილს: უთხრა: დაჯდომა: წყნარად: ცნობითა: მშვიდითა: მონამან: სელნი: დაუდგნა: დაჯდა: კრძალვით: და: რიდითა: პირისპირ: პირსა: უჭვრეტდა: სავსე: ლხინითა: დიდითა:

123. ქალმა: უბრძანა: ზარი: მლევს: მე: ამისისა: თხრობისა: მწადდა: არა: თქმა: რომლისა: ღონე: არა: მაქუს: თმობისა: მაგრა: იციცა: მიზეზი: შენისა: აქა: ხმობისა: რად: ვზი: ქუშად: და: დაღრეჯით: ასრე: მიხდილი: ცნობისა:

124. ყმამან: ჰკადრა: საზაროსა: ჩემგან: თქმაღა: ვით: იქნების: მზესა: მთუარე: შეეყაროს: დაილევის: დაცაჭკნების: აზრად: არად: აღარა: მცალს: თავი: ჩემი: მეგონების: თქვენვე: ბრძანეთ: რაცა: გიმძიმს: ანუ: რაცა: გეკურნების:

125. ქალმან: უთხრა: საუბარი: კეკლუც: სიტყვად: არ: დუხჭირად: იტყვის: თუცა: აქანამდის: ჩემგან: შორს: ხარ: დანამჭირად: მიკვირს: მოგხვდა: წამის: ყოფად: საქმე: შენგან: სახე: ჭირად: მაგრა: გითხრა: პირველ: ხოლმე: სენი: მე: მჭირს: რაცა: ჭირად:

126. გახსოვს: ოდეს: შენ: და: როსტანს: მინდორს: მხეცი: დაგეხოცა: ყმა: გენახა: უცხო: ვინმე: რომე: ცრემლი: მოეჴოცა: მას: უკანით: გონებამან: მისმან: ასრე: დამამხოცა: შენ: გენუკვი: მონახვასა: კიდით: კიდე: მოლაჴო: ცა:

127. აქანამდის: ნაუბარსა: თუცა: ვერას: ვერ: გეტყუია: მაგრა: შორით: სიყუარული: შენგან: ჩემი: შემიტყუია: ვიცი: რომე: გაუწყვეტლად: თვალთათ: ღაწვი: გისეტყუია: შეუპყრიხარ: სიყვარულსა: გული: შენი: დაუტყუია:

128. ასრე: გითხრა: სამსახური: ჩემი: გმართებს: ამა: ორად: პირველ: ყმა: ხარ: ჴორციელი: არვინა: მყავს: შენად: სწორად: მერმე: ჩემი: მიჯნური: ხარ: დასტურია: არა: ჭორად: წა: და: იგი: მოყმე: ძებნე: ახლოს: იყოს: თუნდა: შორად:

129. შენგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: გაამყარე: რომე: დამხსნა: შეჭირვება: ეშმა: ბილწი: ასაპყარე: გულსა: შიგა: საიმედო: ია: მორგე: ვარდი: ყარე: მერმე: მოდი: ლომო: მზესა: შეგეყრები: შემეყარე:

130. სამსა: ძებნე: წელიწადსა: იგი: შენი: საძებარი: ჰპოვო: მოდი: გამარჯვებით: მხიარულად: მოუბარი: ვერა: ჰპოებ: დავიჯერებ: იყო: თურე: უჩინარი: კოკობი: და: უფურჭუნელი: ვარდი: დაგხვდე: არ: დამჭნარი:

131. ფიცით: გითხრობ: შენგან: კიდე: თუ: შევირთო: რაცა: ქმარი: მზეცა: მომხვდეს: ხორციელი: ჩემთვის: კაცად: შენაქმარი: სრულად: მოვსწყდე: სამოთხესა: ქვესკნელს: ვიყო: დასანთქმარი: შენი: მკლვიდეს: სიყუარული: გულსა: დანა: ასაქმარი:

132. მოახსენა: ყმამან: მზეო: ვინ: გიშერი: აწამწამე: სხვა: პასუხი: რამცა: გკადრე: ანუ: რამცა: შევიწამე: მე: სიკვდილსა: მოველოდი: შენ: სიცოცხლე: გამიწამე: ვითა: მონა: სამსახურად: გაღანამცა: წავე: წა: მე:

133. კვლაცა: ჰკადრა: აჰა: მზეო: რადგან: ღმერთმან: მზედ: დაგბადა: მით: გმორჩილობს: ზეციერი: მნათობია: რაცა: სადა: მე: რომ: თქვენგან: მოვისმინე: წყალობანი: მედიადა: ვარდი: შემი: არ: დაჭნების: შუქი: შენი: იეფადა:

134. თავი: ჩემი: სამსახურად: შენად: რადმცა: შევიწყალე: არასათვის: არ: დავდგები: უსაცილოდ: წავალ: ხვალე: გული: ფერი: ლაჟვარდისა: გავაწითლე: გავალალე: სიცოცხლისა: უკეთესი: რა: მიბოძე: რამც: ვივალე:

135. კვლავ: შეჰფიცეს: ერთმანერთსა: დააპირეს: ესე: პირი: გასალდეს: და: გაამრავლეს: საუბარი: სიტყვა: ხშირი: გაადვილდა: აქანამდის: გარდეხადა: რაცა: ჭირი: თეთრთა: კბილთათ: გამოჰკრთების: თეთრი: ელვა: ვითა: ჭვირი: