... (H-599), 1646 წ.

77. იგი: ორნივე: საგრილად: გარდახდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უდგს: მონა: თორმეტი: უმხნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა:

78. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყვა: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ: აბჯარ: უნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

79. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავისა: ვეფხის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელი: თავისა: [...]თა: ნაჭედი: მათრახი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახვა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა:

80. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყუანადო:

81. მონა: წავიდა: საუბრად: მის: ყმისა: გულმდუღარისად: თავჩამოგდებით: მტირლისა: არ: მჭურეტთა: მოლიზღარისად: მუნვე: წვიმს: წვიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად: ახლოს: მივიდა: მოსცალდა: სიტყვისა: თქმად: აღარისად:

82. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გაკვირვებით: თუცა: გული: უმაგარდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

83. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყუა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ზახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკვნოდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გასდის: ვითა: ნაგუბარი:

84. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: კვლავ: ერთხელ: ჰკადრა: მონამან: არცა: გაუშვა: ტირილი: არცა: რა: გაიგონა: მან: არცა: გახლიჩა: ბაგეთათ: თავი: ვარდისა: კონამან:

85. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: როსტანს: უთხრა: შემიტყვია: ამას: თქუენი: არა: უნდა: თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიძრწუნდა: ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავყოვნე: ხანი: მუნ: და:

86. მეფე: გაჰკვირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ხელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე: მიდით: და: აქა: მომგვარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

87. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გახდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულ: მდუღარია: თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქუა: ვა: მეო: სხვად: არას: მოუბარია:

88. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ხრმალ: ქარქაშნი: მოიმრჯვა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა: სხვასა: მხარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: განჰკურნა:

89. მონათა: ხელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მან: იგინი: გლახ: დაჴადნა: მტერთაცა: საწყალობელად: ჰკრნა: ერთმანერთსა: დახოცა: თავსა: ხელ: აუპყრობელად: ზოგთა: გადაჰკრის: მათრაჴი: მკერდამდის: გასაპობელად:

90. მეფე: გაწყრა: გაგულისდა: ლაშქარნიცა: შეუზახნა: მან: ლაშქართა: მიწევნამდის: არ: უჭურიტა: არცა: ნახნა: რაზომიცა: მიეწივნეს: ყუელა: მკუდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყორცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

91. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: უკადრი: მივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიქრის: მერანი: მიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისვლა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად:

92. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თვალსა: ჩვენსა: ჰგუანდა: ქუესკნელს: ჩამოჭრილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან: წანარბენსა:

93. კვალი: ძებნეს: და: უკვირდათ: ვერ: პოვნა: ნაკვალევისა: აგრე: კვალწმიდად: დაკარგვა: კაცისა: ვითა: დევისა: ლაშქარნი: მკუდართა: სტიროდეს: სწრაფა: აქუს: წყლულთა: ხევისა: მეფემან: ბრძანა: ვპოვეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა:

94. ბრძანა: ღმერთსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შვება: ამად: მიყო: სიამისა: სიმწარითა: დანაღულება: სიკუდილამდის: დამაწყლულა: არვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება:

95. ესე: თქუა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: შემობრუნდა: არცა: ჰკრა: ნაღარასა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ზოგთა: თქვეს: თუ: მართალია: ზოგი: ღმერთო: უზრახვიდა: ყველაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა: