... (H-599), 1646 წ.

57. ყმა: მეფისა: ბრძანებასა: ლაღი: წყნარად: მოისმენდა: თავმოდრეკით: გაიღიმნა: გაცინება: დაუშვენდა: თეთრთა: კბილთა: გამომაკრთალსა: შუქსა: ველთა: მოაფენდა: მეფე: ჰკითხავს: რას: იცინი: ანუ: ჩემგან: რა: შეგრცხვენდა:

58. კვლავ: უბრძანა: თავსა: ჩემსა: რას: იცინი: რა: დამგმეო: ყმამან: ჰკადრა: მოგახსენებ: და: ფარმანი: მიბოძეო: რაცა: გკადრო: არ: გეწყინოს: არ: გარისხდე: არ: გასწყრეო: არ: გამხადო: კადნიერად: არ: ამიკლო: ამადზეო:

59. უბრძანა: რადმცა: ვიწყინე: თქმა: შენგან: საწყინარისა: ფიცა: მზე: თინათინისა: მის: მზისა: მოწუნარისა: ავთანდილ: იტყუის: დავიწყო: კადრება: საუბარისა: ნუ: მოკვეხ: მშვილდოსნობასა: თქმა: სჯობს: სიტყვისა: წყნარისა:

60. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია: ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქუენივე: ყმანია: მოასპარეზედ: ვინ: მგავსო: ცუდნიღა: უკუთქმანია: გარდამწყვედელი: მისიცა: ბურთი: და: მაედანია:

61. მეფე: ლაღი: და: წყლიანი: გამხიარულდა: მეტადრე: სიცილით: უთხრა: ავთანდილს: შვილად: გზრდი: მით: შემეკადრე: იცი: არ: გიწყენ: გაზრდილი: მით: შემამიხვე: ზედადრე: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გეყოფის: ბედადრე:

62. მე: არ: შეგარჩენ: შენ: ჩემსა: მაგისა: დაცილებასა: ბრძანე: ვისროლოთ: ნუ: იქო: შედრეკილობა: კლებასა: კარგთა: ყმათასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა: მერმე: გამოჩნდეს: მაედანს: ვინ: ძინ: უთხრობდენ: ქებასა:

63. ავთანდილცა: დამორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს: იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყუარლად: და: კარგად: ზმიდეს: ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკუნიდეს: ვინცა: იყოს: უარესი: თავშიშველი: სამ: დღე: ვლიდეს:

64. კვლავ: ბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად: თორმეტი: ჩემად: ისრისა: მომრთუმევლად: მოსახმარებლად: ერთაი: შენი: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად: ნასროლ: ნაკრავსა: დათვლვიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად:

65. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დასცემი: ჯოგი: მრავალთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვივნეს: მოდით: და: მოიჯარენით: გაყარეს: სმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით:

66. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ: ბალახშოსანი: პიროქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასულად: აწვევდა: მოდგა: თეთრ: ტაიჭოსანი:

67. შეეკაზმა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდეს: მრგვლივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყას: გარე: შემოჰკრვიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათუის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

68. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩვენთანა: ვლიდითა: მშვილდსა: ფიცხელსა: მოგვცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა: ნასროლსა: შეადარებდით: ნაკრავსა: დასთვალვიდითა: დაიწყო: მოსლვა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა:

69. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშ: მიუხდომელი: ირემი: თხა: და: კანჯარი: მალე: ფირცხელი: მხლდომელი: მას: პატრონყმანი: გაუხდეს: ჭვრეტადმცა: სჯობდა: რომელი: აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი:

70. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს: მიხოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს: რა: ისარი: დაელივის: მონანივე: მოართმიდეს: მხეცნი: მათგან: დაკოდილნი: ბიჯსა: წაღმა: ვერ: წასდგმიდეს:

71. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს: დაჴოცეს: და: ამოსწყვიდეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს: ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს: ავთანდილის: შემხედველთა: ჰგავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს:

72. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია: მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია: ნადირნი: ტყესა: შეესწრა: სადა: ვერა: რბის: ცხენია: იგი: მაშურალნი: ორნივე: მოსწყდეს: რაზომცა: მხნენია:

73. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს: მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყვებოდეს: უბრძანა: თქვიო: მართალი: თქვენ: ჩვენგან: არ: გეთნეოდეს:

74. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით: მეფეო: ყოლა: ვერ: ვიტყვით: შენსა: მაგისა: დარებით: აწეცა: დაგვხოც: ვერა: ჰგავ: ვერათ: ვერ: მოგეხმარებით: მისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მხეცნი: ვერ: წაღმა: წარებით:

75. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყველაი: ათჯერ: ოცია: მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუხოცია: არ: დაცდომია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია: თქუენი: მრავალი: მიწითა: დასვრილი: გაგვიხოცია:

76. მეფესა: ესე: ამბავი: უჩს: ვითა: მღერა: ნარდისა: უხარის: აგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა: აქუს: მიჯნურობა: იმისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა: სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა: