... (H-599), 1646 წ.

193. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშეთნი: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყუნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქუიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

194. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: ტყენია: მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია: გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია: ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია:

195. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მხეცნი: იყვნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

196. თუცა: მჴეცქმნილი: ავთანდილ: გულამოსკვნით: და: კვნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავ: უგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდახდა: ცეცხლი: დააგზო: კვესითა:

197. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირე: წვადი: შეიწოდეს: ექვსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოვიდოდეს: თქვა: თუ: ჰგუანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კულა: ყოფილა: არაოდეს:

198. ჩვენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: თუ: გვნახვენ: ვემაჯანებით: შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ხრმალი: მოიმარჯა: ნებით: მისმან: მებრძოლმან: ყუელამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით:

199. ხელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკენ: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყვანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭირვოდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

200. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგავსენ: მათ: მიუგეს: დაგვიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გვარგო: მოგვიმატენ: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ: სატირელნი: მოგუიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხასენ:

201. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულმდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩვენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: გუაქვს: ციხე: ქალაქი: ხატაეთს: არემარეთა:

202. კარგი: გუესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გვყვეს: ლაშქარნი: უთვალავნი: წყლისა: პირსა: გარდავხედით: სანადირო: მოგუეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით: ვხოცეთ: მხეცი: უზომო: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

203. ჩვენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩვენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

204. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვჰთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა: თავსა: ვიხალნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლვიდეთ: ნუ: ვისრვით: დამნახავითა:

205. ჩვენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მართ: არას: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: დავხოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგუფრენია:

206. ანასდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირგამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მგზავსი: შვენება: კაცთაგან: უნახავია:

207. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვთქვით: “მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით: მისი: მოგუინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: ცადენით:

208. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემან: შედეგმან: ტაიჭი: მისი: თვით: აქო: ხსენებით: იმან: მართ: ოდენ: მორევა: გვითხრა: უთვალეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შუენებით:

209. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩვენთუის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგვიხვნა: არცა: დაგვსხნა: ყოლა: არად: ამოგვკრიფნა: მისნი: მკვახედ: მოუბარნი: მათრახითა: შეგვამწიფნა:

210. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ხელი: მოჰკიდა: დადეგო: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით: მან: ხრმალსა: ხელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრახი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით:

211. ჩვენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგვიმწარდა: ვთქვით: თუ: უხრმლოდ: მოგვერია: ცრმალთა: დაჭრის: ფარდაფარ: და:

212. მით: ერთითა: მათრახითა: თავი: ასრე: გარდაფრიწა: ვითა: მკვდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: მამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა: