... (H-599), 1646 წ.

253. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუწყვედლად: სულთა: დგმისად: ჩემან: მზემან: გამომგზავნა: საძებარად: იმა: ყმისად: ღრუბელიცა: ვერ: მიხვდების: მე: მისრულვარ: სადა: მისად: გული: თქვენი: მიპოვნია: მისი: შენდა: შენი: მისად:

254. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე: მისთვის: ხელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე: ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყვე: მქმენ: ანუ: მააზატე: ან: მაცოცხლე: ანუ: მომკალ: ჭირი: ჭირსა: მომიმატე:

255. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყვა: პირველისგან: უამესი: ეგე: სიტყვა: მოიგონე: დია: რამე: უკეთესი: წეღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: ჩამოსთესი: აწ: მოყვარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი:

256. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუმცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგეც: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთვის: მოვკვდე: ამისებრი: მემცა: საქმე: რა: ვიღონე:

257. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხვდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოვებ: რაზომმცა: ცრემლსა: მილდები: მოგხვდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკვდები: გაცასწბილდები:

არაკი ავთანდილისა ასმათთან და ტარიელის მბრუნება ავთანდილისაგან შეყრა:

258. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას: გავსო: არა: სხვასა: ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაური: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: მიადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იზახის: ვაგლახვასა:

259. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცადე: წავალ: თოკთა: მოსახმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე: მას: ქვეშეთსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

260. აწ: დაო: შენსა: ხელისაა: ჩემი: საბელი: ყელისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აბყრობა: ხელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ლხენისა: თუ: არცა: ვისმც: ექნა: გვარლითა: შეკვრა: თავისა: მრთელისა:

261. ქალმან: უთხრა: მომეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ვინათგან: ხარ: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

262. იმა: მოყმისა: ამბავი: არსად: არა: იპოვების: თუ: თვით: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების:

263. გითხრა: თუ: ცოდნა: გწადიან: ჩვენისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქვიან: რომელსა: წვა: მაქუს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა:

264. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყვასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მყერთა: მემაჯანსა: ვსჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა: მისგან: ხორცსა: მონატანსა: აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

265. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუ: თუ: ვითა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყვარო: თვით: გიამბოს: საქმე: მისი: საყვარელსა: გაახარო:

266. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დამორჩილდა: დართო: ნება: ამა: ზედან: მოიხედნეს: ხევით: ესმა: ჩხაპუნება: მთვარე: წყალსა: გამოსრული: ვნახე: შუქთა: მოფინება: უკუდგეს: და: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება:

267. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღმერთმან: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინო: ქენ: დამალული: იყავ: შინა: იმა: ყმისა: მავნებელი: ხორციელი: არავინა: ნუთუ: ვითრა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა:

268. ავთანდილ: ქვაბსა: დამალა: ქალმან: დამალვით: მალითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდახდა: შვენოდა: კაპარჭ: ხრმალითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ჭვრეტითა: იდუმალითა:

269. ამარტის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეხსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყვანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკვეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან:

270. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყვე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მას: ზედა: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქვამს: ჭირ: მონამატები: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

271. მან: ქალმან: ხელყო: კვესითა: შვება: ცეცხლისა: ნელისა: მიუპყრა: ერთი: აჰჴლიჩა: ქნაა: საქმისა: ძნელისა: ეგონა: ჭამა: ხორცისა: შემწვრისა: შეუქნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა: