... (H-599), 1646 წ.

ამბავი დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა:

ტარიელის და ნესტან დარეჯანს ვეფხისტყაოსნობით უხმობენ:

1. ესე: ამბავი: სპარსული: ქართულად: ნათარგმანები: ვით: მარგალიტი: ობოლი: ხელის: ხელ: საგოგმანები: ვპოე: და: ლექსად: გარდავსთქვი: საქმე: ვქენ: საჭოჭმანები: ჩემან: ხელმქმნელმან: დავმართოს: ლაღმან: და: ლამაზმა: ნები:

2. თვალთა: მისგან: უნათლოთა: ენატ: რამცა: ახლა[.......] აჰა: გული: გამიჯნურდა: მიხდომია: ველთა: რბენა: მიაჯეთ: ვინ: ხორცთა: დაწვა: კმარის: მისცეს: [........................] სამთა: ფერთა: საქებელთა: ლამის: ლექსთა[....................]

3. რაცა: ვისცა: ბედმან: მისცეს: დასჯერდეს: და: მას: [...............] მუშა: მიწყივ: მუშაობდეს: მეომარი: გულო[..............] კულა: მიჯნურსა: მიჯნურობა: უყვარდეს: და: გამოსცნობდეს: არცა: ვისგან: დაიწუნოს: არცა: სხუასა: უწუნობდეს:

4. მიჯნურობა: პირველადვე: სიბრძნისაა: ერთი: დარგი: საღთო: საღთოდ: გასაგონი: მსმენელთათუის: დიდი: მარგი: არ: აქაცა: იამების: ვინცა: ისმენს: კაცი: ვარგი: გრძელი: სიტყვა: მოკლედ: ითქმის: შაირია: ამად: კარგი:

5. ვითა: ცხენსა: შარა: გრძელი: და: გამოსცდის: დიდი: რბევა: მობურთალსა: მოედანი: მართლად: ცემა: მარჯვედ: ქნევა: მართ: აგრევე: მელექსესალექსთა: გრძელთა: თქმა: და: ხევა: რა: მისჭირდეს: საუბარი: და: დაუწყოს: ლექსმან: ლევა:

6. [............]: ნახეთ: მელექსე: და: მისი: მოშაირობა: რა: ვეღარ: მიხუდეს: ქართულსა: დაუწყოს: ლექსმან: ძვირობა: [..]: შეამოკლოს: ქართული: არა: ქნას: სიტყვა: მცირობა: ჴელმარჯვედ: სცემდეს: ჩოგანსა: იჴმაროს: დიდი: გმირობა:

7. მოშაირე: არა: ჰქვიან: თუ: ვინმე: თქვას: ერთი: ორი: თავი: ყოლა: ნუ: ჰგონია: მელექსეთა: კარგთა: სწორი: განაღა: თქუას: ერთი: ორი: უმგზავსო: და: შორიშორი: [..]გრა: იტყუის: ჩემი: სჯობსო: უცილობლობს: ვითა: ჯორი:

8. მეორე: ლექსი: ცოტაი: ნაწილი: მოშაირეთა: არ: ძალუც: სრულქმნა: სიტყვითა: გულისა: გასაგუმირეთა: ვამსგავსე: მშვილდი: ბედითი: ყმაწვილთა: მონადირეთა: დიდსა: ვერ: მოჰკვლენ: ხელად: აქვს: ხოცა: ნადირთა: მცირეთა:

9. მესამე: ლექსი: კარგია: სანადიმოდ: სამღერელად: სალაღობოდ: სააშიკოდ: ამხანაგთა: სათრეველად: ჩუენ: მათიცა: გვიამების: რაცა: ოდენ: თქუან: ნათელად: მოშაირე: არა: ჰქვიან: ვერას: იტყუის: ვინცა: გრძელად:

10. ხამს: მელექსე: ნაჭირვებსა: მისსა: ცუდად: არ: აბრკმობდეს: ერთი: უჩნდეს: სამიჯნურო: ერთსა: ვისმე: აშიკობდეს: ყოვლსა: მისთვის: ჴელოვნობდეს: მას: აქებდეს: მას: ამკობდეს: მისგან: კიდე: ნურა: უნდა: მისთუის: ენა: მუსიკობდეს:

11. ჩემი: აწ: ცანით: ყოველმან: მას: ვაქებ: ვინცა: მიქია: ეს: მიჩანს: დიდად: სახელად: არ: თავი: გამიქიქია: იგია: ჩემი: სიცოცხლე: უწყალო: ვითა: ჯიქია: მისი: სახელი: შეფარვით: ქვემორე: მითქუამს: მიქია:

დასაწყისი პირველი ვეფხისტყაოსანთა ამბავი მიჯნურობისა:

12. ვთქუა: მიჯნურობა: პირველი: და: ტომი: გუართა: ზენათა: ძნელად: სათქმელი: საჭირო: გამოსაგები: ენათა: იგია: საქმე: საზეო: მომცემი: აღმაფრენათა: ვინცა: ეცდების: თმობამცა: ჰქონდა: მრავალთა: წყენათა:

13. მას: ერთსა: მიჯნურობასა: ჭკვიანნი: ვერ: მიხვდებიან: [...]: დაშურების: მსმენლისა: ყურნიცა: დავალდებიან: ვთქუნე: ხელობანი: ქვენანი: რომელნი: ხორცთა: ხდებიან: მართ: მასვე: ბაძვენ: თუ: ოდენ: არ: სიძვენ: შორით: ბნდებიან:

14. მიჯნური: შმაგსა: გვიქუიან: არაბულითა: ენითა: მით: რომე: შმაგობს: მისისა: ვერ: მიხვდომისა: წყენითა: ზოგთა: აქვს: საღთო: სიახლე: და: შვრების: აღმა: ფრენითა: [....]: ზოგთა: ქუე: უც: ბუნება: კეკლუცთა: ზედან: ფრფენითა:

15. მიჯნურსა: თუალად: სიტურფე: მართებს: მართ: ვითა: მზეობა: სიბრძნე: სიმდაბლე: სიუხვე: სიყმე: და: მოცალეობა: [... .]: ონება: დათმობა: მძლეთა: მებრძოლთა: მძლეობა: [.....]: ეს: სრულად: არა: სჭირს: აკლია: მიჯნურთ: ზნეობა:

16. მიჯნურობა: არის: ტურფა: საცოდნელად: ძნელი: გვარი: მიჯნურობა: სხვა: რამეა: არ: სიძვისა: დასადარი: იგი: სხვაა: სიძუა: სხვაა: შუა: უზის: დიდი: მზღვარი: ნუ: ვინ: გარევთ: ერთმანერთსა: გესმის: ჩემი: ნაუბარი:

17. ხამს: მიჯნური: ხანიერი: არ: მეძავი: ბილწი: მრუში: რა: მოშორდეს: მოყვარესა: გაამრავლოს: სულთქმა: უში: გული: ერთსა: დააჯეროს: კუშტი: მიხუდეს: თუნდა: ქუში: მძულს: უგულოდ: სიყვარული: ხვევნა: კოცნა: მტლაშიმტლუში: