... (H-599), 1646 წ.

155. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი: პატრონობდი: დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: სცნობდი: წიგნსა: სწერდი: ჩემ: მაგიერ: უფასოსა: ძღვენსა: სძღნობდი: აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აგრძნობდი:

156. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე: აქა: სამ: წელ: მომიცადე: ხვაშიადი: შემინახე: მე: ნუთუმცა: შემოვბრუნდი: ალვა: ჩემი: არ: დაჭნა: ხე: არ: მოვბრუნდე: მომიგლოვე: მიტირე: და: მივაგლახე:

157. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურვალია: უამბე: ჩემი: სიკვდილი: იყავ: მართ: ვითა: მთვრალია: მიხვდა: თქო: საქმე: რომელი: ყოვლთათვინ: გარდუვლელია: გლახაკთა: მიე: საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: თვალია:

158. მაშინ: უფრო: მომეჴმარე: ამისგანცა: უფრო: მჴედრე: ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედა: ზედრე: მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე: ზრდანი: ჩემნი: მოიგონე: გული: შენი: მოიმდედრე:

159. რა: შერმადინ: მოისმინა: გაუკუირდა: შეეზარა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცხელი: ცრემლი: გარდმოყარა: მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა: ვიცი: რომე: არ: დადგები: მაგად: გიშლი: ამად: არა:

160. განა: ჰქნა: ლომმან: იმედი: დაგედვას: რაცა: მზისადა: მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: მზისადა: უთქვენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზი: სადა: მარტოსა: თავი: ვით: დაგიც: წასავალად: მაგა: გზისადა:

161. ჩემად: ნაცვლად: დაგაგდებო: ესე: სიტყვა: ვით: მიბრძანე: რა: გვარა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამც: გიგვანე: შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკუანე: სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები: წამიტანე:

162. ყმამან: უთხრა: მომისმინე: მართლად: გითხრობ: არა: ჭრელად: რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო: უნდა: გასაჭრელად: მარგალიტი: აღარ: მომხვდეს: უსასყიდლოდ: უვაჭრელად: კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ხამს: ლახვართა: დასაჭრელად:

163. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: დამწველი: და: მედებია: მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მეიმედებია: შენგან: კიდე: არა: მივის: ძმები: არცა: მე: დებია: იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია:

164. ვისმცა: უთხარ: ხვაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა: უშენოსა: პატრონობა: ვის: მივანდო: ვინ: ქნას: კარგა: სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა: კვლა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღმერთმან: სრულად: არ: დამკარგა:

165. ფათერაკი: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი: მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი: აქათ: სამ: წელ: არ: მოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი: წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდეს: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი:

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა:

166. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: გამზრდელნო: და: ზოგნო: ზრდილნო: ერთგულნო: და: მისანდონო: ამას: ზედა: გამოცდილნო: თქუენ: ჩემისა: საწადლისა: მიდგომილნო: ვითა: ჩრდილნო: წიგნი: ჩემნი: მოისმინეთ: ყოვლნო: ერთგან: შემოხდილნო:

167. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: ისმინეთ: გიწერ: მე: რასა: თვით: ვიქ: ჴელითა: ჩემითა: ამა: წიგნისა: წერასა: ცოტასა: ხანსა: ვარჩივნე: ჭირნი: სმასა: და: მღერასა: პურად: და: საჭმლად: მივენდე: ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა:

168. საქმე: რამე: მიც: თავისა: ზე: სადმე: გარდსახუეწელი: დავყო: მარტო: და: ღარიბად: ესე: წლეული: მე: წელი: გემუდარები: ამისთვის: ვარ: თქუენი: შემომხვეწელი: მე: დამახუედროთ: სამეფო: მტერთაგან: დაულეწელი:

169. მე: შერმადინ: დამიგდია: ჩემად: კერძად: პატრონობდეს: სიკვდილსა: და: სიცოცხლესა: სადამდისცა: ჩემსა: სცნობდეს: ყოვლთა: მზეებრ: მოგეფინოს: ვარდს: სადმე: არ: აჭნობდეს: შემცოდესა: ყველაკასა: ვითა: ცვილსა: დაადნობდეს:

170. თქვენცა: იცით: გამიზრდია: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი: ამას: ასრე: მსახურებდით: ვითამც: არის: ავთანდილი: ბუკსა: იკრას: აქნევინეთ: ყოვლი: საქმე: ჩემგან: ქნილი: მე: თუ: დრომდის: არ: მოვიდე: გლოვა: გმართებს: არ: სიცილი:

171. ესე: წიგნი: გაასრულა: წყლიანმან: და: სიტყვანაზმა: წელთა: ოქრო: შემოირტყა: საღარიბოდ: მოეკაზმა: ბრძანა: მინდორს: შევჯდებიო: ლაშქარნიცა: დაერაზმა: მასვე: წამსა: წამოვიდა: შინა: ხანი: არა: დაზმა:

172. ბრძანა: წადით: ყველაკაი: აქა: მომხრედ: არვინ: მინა: მონებიცა: მოიშორვა: თავი: გაითავისწინა: მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგან: გაირბინა: მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკვლელი: თინათინა:

173. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა: ვინცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა: ვის: მახვილი: ვერას: ავნებს: მკლავი: მისი: გაეკიდა: მისგან: ტვირთი: კაეშნისა: ტვირთად: ვარგად: აეკიდა: