... (H-599), 1646 წ.

233. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: გამობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქვაბი: დახვდა: კარგახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულმდუღარე: ცრემლ: დასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ბროლ: ბაკმული:

234. ვერ: იცნა: სახე: არ: გვანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ხმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა:

235. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭვრეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქვეშე: მი: და: მო: წრწებოდა: ტარიელს: ვისმე: უზახდა: მწედ: თუმცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუხლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

236. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი: უფერო: ქმნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტანსარო: პირბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ხმიანი:

237. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: მაგა: საქმისა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: მეტყვი: მითხარო: მე: ასჯერ: გეტყვი: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: მიჯობს: ვაგლახი: მღერასა:

238. ყმა: ეტყუის: ხედავ: სისხლისა: თვალთა: მდის: ცრემლთა: წყალები: დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: ამად: წყლულები: ვიცი: არ: მომკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგებრალები: მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მე: აწყ: ალები:

239. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მომითმენიან: ოდითგან: ვეძებ: ამბავსა: ესე: არვისგან: მსმენიან: შენ: მიპოვნიხარ: რაზომცა: სიტყვანი: ჩემნი: გწყენიან: ვერ: დაგეხსნები: მიამბე: შენ: ჩემგან: ნუღარ: გრცხუენიან:

240. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო: მზე: არ: მახლავს: შეგეტყვების: თრთვილო: ასრე: მით: მაწყენო: გრძელი: სიტყვა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო: ვერასათვის: ვერ: გიამბობ: რაცა: გინდა: იგი: ქენო:

241. კვლაცა: ჰკითხა: ზენარობით: მიუყარნა: მუხლნი: წინა: მაგრა: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა: პირსა: ზედა: გაგულისდა: თვალთა: სისხლი: მოედინა: ადგა: თმითა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა:

242. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრი: ვითა: შეგარჩინო: რაგვარა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო: მითხრა: რომე: ამის: მეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო: თვარა: ღმერთმან: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკვდინო:

243. [...]მან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი: [..]: არ: მომკლავ: არ: მოვკუდები: მრთელი: ვარ: და: მოუკლავი: რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი: კვლა: თუ: მომკლავ: სასაუბროდ: აღარ: მედგას: ზედა: თავი:

244. კულა: ეტყვის: ყმაო: რად: მპოვე: ვინ: მეუბნები: მე: ვინო: ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო: მე: თავი: ჩემი: ნებითა: ჩემითა: მოგაკლევინო: ვითა: უსტარი: ბედითი: ადვილად: დაგახევინო:

245. ჩემი: სიკვდილი: შენ: ჩემად: პატიჟად: ნურად: გგონია: მით: რომე: დამხსნი: ტირილსა: შემშრების: ცრემლთა: ფონია: ჩალად: მჩანს: ყოვლი: სოფელი: მისთვისვე: შემიწონია: არ: გიცნობ: ვინ: ხარ: ვის: გითხრა: სიტყვანი: მისანდონია:

246. ყმამან: თქვა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქმევა: სხვასა: რასმე: მოგვარება: სჯობს: საქმისა: გამორჩევა: გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს: დაუწყო: ცრემლთა: ფრქვევა: ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ: ესე: თქვი: ვით: დავრჩე: ვა:

247. ქალი: დაუჯდა: კუშტგვარად: ქუშობს: ჯერთ: არ: დამტკბარია: ავთანდილ: ქვე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია: ვარდისა: ბაღსა: მოჰგუბდა: ცრემლისა: საგუბარია: კვლა: იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულ: ნალმობარია:

248. ყმა: მტირალი: შეებრალა: ამად: ცრემლნი: ცხელნი: ღვარნა: მაგრა: უჯდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა: ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა: ცრემლ: დენილი: შეეხვეწა: ადგა: მუხლნი: მიუყარნა:

249. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგხარ: შენ: აწ: ჩემად: დასანდობლად: გაგარისხე: დაგრჩომივარ: ღარიბად: და: ამად: ობლად: აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად: ამად: რომე: შეცოდება: შვიდ: გზის: თქმულა: შესანდობლად:

250. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე: მიჯნურისა: შებრალება: ხამს: ესეცა: გაიგონე: სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: არვინ: არის: ჩემი: ღონე: სულთა: მოგცემ: გულისათვის: სხვა: მეტიმცა: რა: გამონე:

251. რა: ქალსა: მიხვდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: ხსენება: გულამოხვნეჩით: დაიწყო: ასკეცად: ცრემლთა: დინება: კვლა: გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება: ავთანდილს: ღმერთმან: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება:

252. უბრძანა: თუ: ამა: სიტყვითა: მას: ფერი: შეეცვალების: ვისთვის: მე: ხელი: უცილოდ: მას: ცრემლი: ემალმალების: კვლა: უთხრა: დაო: მიჯნური: მტერთაცა: შეებრალების: ესეცა: იცი: სიკვდილსა: თვით: ეძებს: არ: ეკრძალების: