ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

21. ავთანდილს მისით შორს ყოფით შეეკრა თვალნი ბლეტითა჻ იამა ქალის მეფობა სიხარულითა მეტითა჻ იტყვის ხანდახან საუბრად მივალ გულითა რეტითა჻ კვლა ზედაზედა შევხედავ ვალხინებ თვალთა ჭვრეტითა჻

22. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა჻ ავთანდილ პირ მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა჻ ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა჻ მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა჻

23. ადეგ როსტან შენსა მზესა ჴელით ჴელსა მოეკიდე჻ მის საბოძურის მისათუალვად მიზიდავს და მიჰყავს კიდე჻ დავბერდი და დავძაბუნდი მე დღეთავე ჩემსა ვსთულიდე჻ რაც შევცოდე შემოქმედსა ვიტირო და ვინანიდე჻

24. უკუვდგე ერთსა ადგილსა დავიწყო გარდაჴდილობა჻ უბრძანა სრულთა არაბთა შეჰკადრეს მილოცვილობა჻ შენ ჩემთა საჭურჭლეთათუის ნუ შეგაქს გულსა ცილობა ჻ კვლა ზედაზედა შევიგნა მე შენი არ მოშლილობა჻

25. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა჻ დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ჴელითა჻ მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა჻ ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა჻

26. უკუდგეს და თაყვანისცეს მეფემან და მისთა სპათა჻ დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა჻ ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ჴმათა჻ ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს ჴრის ყორნისა ბოლო ფრთათა჻

27. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა჻ ამად ტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა჻ მეფე სწურთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა჻ ამისად ქნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა჻

28. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი჻ დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ხელმწიფედ ჴმობილი჻ აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი჻ ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი჻

29. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების჻ დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების჻ უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების჻ უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების჻

30. უთრუთ საამ ზაალ როსტომ აიოზ და სალიმ თურა –჻ ვერც მათ იპყრეს ეს სოფელი დაემართა იცი თუ რა–჻ კაცს ეჭიროს კარგი საქმე ხელთა ქორსა ვითა თურა჻ არ დაიგმოს მოყვრისაგან ათქმევინოს რა ქნა თუ ა.჻

31. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია჻ უხუსა მორჩილობს ყოველი იგინცა ვინ ორგულია჻ სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია჻ რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია჻

32. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა჻ ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა჻ მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა჻ თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა჻

33. რა გადიდა ნადიმობა დაატკბობდეს ჩანგი ჴმასა჻ მათ ტურფათ სანახავად ჯარი მოდგის ბანისბანსა჻ ბულბული და იადონი იზახოდეს მულღანზარსა჻ თავის მსმელთა დავლიოთო ძალი მისცეს ღვინის სმასა჻

34. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი჻ უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი჻ მომართვით ჩემი ყოველი ჩემი ნაუფლისწულევი჻ მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი჻

35. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა჻ რომე სრულად ამოაგებ ს მცირესა და დიდებულსა჻ მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა჻ ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა჻

36. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია჻ ამილახორო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია჻ მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია჻ ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია჻

37. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა჻ მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქარსა჻ რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა჻ არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა჻

38. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდე჻ რა გარდაჴდა ოდენ ჭამა ჴელმწიფემან [.............]჻ [...........]და სოგრატ კვირან ნეტარ რა ვთქვათ წაეკიდა჻ [.......]ლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა჻

39. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა჻ ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა჻ მეფემან თავი დაკიდა და ქონდა დაღრეჯილობა჻ ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა჻

40. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია჻ სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია჻ [.....] ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია჻ თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია჻