... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

137. ხატაეთისა ჴელმწიფე მამყუანდა შეპყრობილია ინდოეთს მივე მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა რა ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიჴსნა შემომკრა მან სახუეველი ლბილია

138. დგნეს ტურფანი კარავნი მაედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგა გარდაჴდომილსა მიალერსებდა მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

139. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქსა შევედით მაედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უჴმენით შემოჯარენით დღეს ხატაელნი მიჩუენეთ ტყუენიცა შემომგუარენით

140. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგულვანე ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულვანე

141. მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს მე სიტყუასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაელსა მას აქამდის შენამტერსა

142. მე ვჰკადრე ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქუენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანებს «იცოდი გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კულამცაღა ჩუენს წინა გაწბილებულსა

143. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაურ ათასი სხვა სტავრა სხვა ათასია მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

144. ხატაველმან დაუმადლა დადრკა მდაბლად ეთაყუანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა თუღა ოდეს შეღა გცოდო მაშინ მომკალ მეცა განა წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა

ასმათისაგან მორთმევა სამჴრისა

145. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებძანა შენგან გაგყრილვარ მას აქეთ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წამოდი თუმცა დაშვრომის ხამია

146. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე ჯდა შეკაზმული შვენებითა მზგავსი მზისა გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

147. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია მან განანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქმნელად ქენ არა საზოზღნელია

148. აწ მითქვამს საქმე უშენოდ სცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფო ჩვენგანვე სახელ დებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ასული სრას დამხვდით მოვალ შვებული

149. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა

150. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდაჴდილსა მშუენოდეს მაენიანი კაბანი ფერ მიხდილ გუარად ვშუენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

151. მომართუეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლენია თაყუანის ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა ხუეეთანი მაკოცეს ადგეს ორნივე თუით იგი მზენია მზეთანი რა გასცნეს ზმანი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი

152. კულაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულა გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდეს შეეყარა მწუხრსა დღერა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

153. ავიყარენით მიგუჭირდა სუმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექნა ცნობა მართ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყუე ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეუბნებოდა მალხენდის გონება მისგან ურეტისა

154. მონა მოვა მიამბო ამბავი მე მართალია შენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალია მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

155. მე ვისთვის ვკუდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქმნადღა თაყუანის ცემისად ჴელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვი ხემისად