... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

118. ახლოს მივე შემომხედეს შმაგიაო ესე თქუესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცსა შევეც ცხენი დავეც მართ ორნივე მიჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ ვაქებ ჴმალო ვინცა გლესა

119. შიგან ასრე გავერიე გლონის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცი ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანა ჯორი ერთობ სრულად ამოვსწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

120. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგულივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა ამოვღურიდი ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითცა ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი

121. საღამო ჟამ დაიძახნა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კულავ მოგვხედნა რისხუით ცამან მოვა მტუერი საშინელი შეგუაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყუიტნეს უთუალავმან ბევრმან სპამან

122. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყუნეს ღამე წართვითა ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკთა ჴმა გაიზიარა

123. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევკივლენით ველნი ჩუენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეჴრმლენით მისნი სპანი ყუელანივე დავიჰყრენით არ მოვჰკლენით

124. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხუდა ნაცუალი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კუნესა მართ ვითა სნეულთა

125. მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰჴედით მოსუენებად ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭურეტელად ჩემად ქებად ვერ იტყუიან ვერ მამხუდარნი ქებასაცა მოჴსენებად

126. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴრმალთა განაკუეთნი ნახნეს მეტად გაუკუირდეს

127. გავგზავნე ყოვლგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე სისხლსა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვჰბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

128. რამაზს ვარქუი შემიგიან საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყუელა ჴელთა მომითვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

129. რამაზ მითხრა აღარაა ამისმეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხოანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყუელაკასა გაღანამცა შენ გაქონე

130. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანე ციხოვანნი ერთობილნი ჩემსა წინა მოვიყუანე ჴელთა მომცნეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანე საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგუანე

131. მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათუალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად ქუეყანა ჩავსხი უბრძანე იყუენით თქუენ უკრძალავად მზემან არ დაგუწუენ იცოდით დაგყარენ გაუგუალავად

132. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე უცხოფერთა საჭურჭლეთა დავშურები თუ მოვსთუალვიდე ერთგან ვნახე საკუირველნი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

133. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩუენი უკუირდის ღმრთისა თქუის სასწაულად არცა ლარულად გდებოდა მას ქსელი არ ორხოულად სიმტკიცე ჰგუანდა ნაჭედსა ვთქუი ცეცხლთა შენართაულად

134. იგი საძღნოდ მისად დავსხენ ვისი შუქი მანათობდა მეფისათუის დავარჩიე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ასჯერ ასი ყუელაკაი წუივ მაგრობდა დატუირთული გაუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისი ჰინდოთა მეფისა წინაშე

135. წიგნი დავსწერე მეფეო სუემცაა თქუენი სუიანად მე ხატაელთა მიმუხთლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გუიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყუიანად

136. რა ყუელაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვხუენ საჭურჭლენი საჴელმწითო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭუენ და მოვივლენე რაცა მწადდა აგრე ვყავრე