... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

195. მე დავშუერ ვითა წესია საურავგარდახდილისა შინა წამოვე მაშურალსა ქნა მამდომოდა ძილისა მონა მოვიდა მამართვა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მგზავსი ალვისა ზრდილისა

196. ცხენისაგან არ გარდავჴე წავე ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხუდა ნატირები ვკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენსა შესწრობილსა ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგუარამცა გავაქილდი

197. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭუმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მისმეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა დგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კულაცა მოიმცთომარე

198. მე მეწყინა აღარა ვთქუი ფიცხლა გარე შემოვბრუნდი უკუვყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა ვუნდი ქალი ომსა რაგუარ მაწუევ აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოვე მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

199. ასსა უბძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შევე იგი ყმა ვითა წვა ზარმაც თქუმა დენით უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა თუცა ჴმდა სისხლისა დენით

200. კარვის კალთა ჩახლათული ჩავსჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფერჴთა მოვეკიდე თავი სუეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახნეს გლოვა შექნეს საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭუი მეცვა საკურტაკე

201. ჴმა დამივარდა შეიქნა ზახილი მოსაწევარი წამოვე წევნა დამიწყეს დავჰჴოცენ ჩემნი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგა შევე მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

202. კაცი გავგზავნე ვაცნობე ყუელგან ლაშქარსა ყუელასა აქა მამართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შუელასა არ გაწყდა მოსულა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა

203. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე [...] ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

204. ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად შემადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რათ არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიმცა თავი არ მაახლებინე

205. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალის[...] თუარა რად მიშლის სიკუვდილსა ცეცხლი სირცხუილთა ალი[...] მაგრა თუით იცით ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართ[...] მე თქუენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალ[...]

206. იცით ჰინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდო[...] ერთიღა მე ვარ მემკუიდრე ყუელაი თქუენ მოგხდო[...] ამოსწყდა მათი ყუელასა მამული თქუენ დაგრჩო[...] დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდო[...]

207. არ გათნევ თქუენმან კეთი [...] ე არ მართალი[...] ღმერთმან არ მოგცა ყმაშვილი გიზის ერთაი ქალია ხუარაზმშა დასუა ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხუა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ჴრმალია

208. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის არვის მივსცემ ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხურიდე სხვად მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

209. [...]ცნი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე [...]რა მეცნა ამას უფრო დავედაგე [...] გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე [...]მე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე

210. [...] ორნი ქუეითნი მე მივეგებე წინარე [...] ერთსა მონასა ვსცანმცა მოღმა თუ ვინარე [...]ილი ასმათი პირ სისხლი ჩამომდინარე [...]ყივლა ღიმილით არცაღა გავიცინარე

211. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უჴმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყუანი გამოაგნა მითხრა ღმერთმან სიმგრგულე ცისა ჩუენთვის რისხვით წამოგრაგნა

212. ახლოს მივე კულაცა ვკითხე რაშიგან ვართ თქუი მართალ[...] კულა საბრალოდ ამიტირდა კულა მოედვა ამით [...] დიდიხან სიტყუა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათა[...] მკერდსა წითლად უღებევდა [..............................................]

213. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმ[...] მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყ[...] ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბ[...] დამჴსენ ჩემსა საწუთროსა ღმერთსა შენსა მიავალ[...]