... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

233. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვითხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანეთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომნეს მათი მბრძოლი იშვლეს ითხეს

234. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთ კერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვნეს საჭურჭლენი აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

235. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამი ათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

236. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა

237. ზღვათა მეფისა წინაშე გავგზავნა მახარობელი შესთვალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი

238. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია მისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

239. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გათავება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმა ჩემია მწადს აგრევე თქვენი დება ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვჰქნა გაფლიდება

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან

240. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ ზის და ჴელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია ნესტან ჯარ ახლავს თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ორნი მზენია

241. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა შეიქნა ძღნობა ძღვენისა მათისა შესამსგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა გავსისა

242. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდით ნუ აეხსნები იქ ები

243. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა ჴმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაჰქარდა

აქა ტარიელ დიდვაჭართ ინდოურს ამბავსა ჰკითხავს

244. მამიდაი ქაჯი იყო გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი მზე ჴმელეთსა დაუკარგა თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაუკარგა ალვა მორჩი სხვაგან დარგა

245. ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წაჴდა ინდოეთს გაჴდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წაჴდეს პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღმერთო რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

246. მეფე გაშმაგდა მათისა უღონო ქმნილი ძებნისა ვად შეიცვალა ინდოეთს ჴმა ქოს წინწილთა ებნისა ცოტასა ხანსა გავსძლოო დება საჴმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკვდა შეიქნა ბოლო სრვისა და ტკეპნისა

247. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა ფიცხლა თავსა მოიჴადნა ტარიელცა დაიზახნა დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა თოვლი გადნა

248. მამკალ ქალსა თავ შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდთა დავამსგავსე თავ მოჴდილი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იჴმობს ვირებ ჩოსა გავს თუ ტყუბნი მარგალიტნი ზის ბროლისა ჴარჴაჩოსა

249. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსისა თმა გაიგლიჯა გაყარა ღაწვი ცრემლითა ავსისა ვარდი შექნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა ხავსისა მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსისა