... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

1. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინსა და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

2. მას მიხუდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არათ სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

3. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქუამს არა იშობს ვაითუ საქმე გამიმჟღავნდეს კულავ ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერ ვინ იშობს

4. საგონებელი შეექმნა ადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვცნა ჭორნიცა ვარ ვისთა გზათა მკულეველად

5. თუარ დავბრუნდე საქებრად დავყუნე სხუანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩენ ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი

6. უამბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექმნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცხალი სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შევიწრებული

7. იტყვის ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარული კიდე რად რა გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აფხურენ ჭირთა დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ [ოდეს დავიყუდენ]

8. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ აწ შენ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომილვარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენად დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

9. თავი ჩემი სამსახურად თუმცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხუა მეტიმცა რა გამონე

10. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება გულამჴნეჩით დაიწყო ასკეცთა ცრემლთა დინება კულა გაამრავლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება

11. უბრძანა ამა სიტყუითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულა უთხრა დაო მიჯნური მტერსაცა შეებრალების ესეცა იცი სიკუდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

12. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადამდისად გული თქუენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

13. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთუის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყუემქენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მამიმატე

14. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე საქმე მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

15. მაშა რადგან მიჯნურობა ჩენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკუდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე

16. რაცა გითხრა [...] ამა საქმესა დამორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები [...] არ მომისმენ ვერ ჰპოებ რ[...]მცა ცრემლსა მილდები [...]ხუდების მდურვა თავსა მოჰკუდები გაცასწბილდები

ავთანდილისა ასმათის პასუხად გაცემული

17. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას ჰგავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედა მიდგა ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახ ვასა

18. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუცა ამოგზიდე მას ქუეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

19. აწ დაო შენსა ჴელსაა ჩემი საბელი ყელისა სხუად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ჴელისა რა საცა მიზამ შენ იცი შენხარ წამალი ლხინისა თუარ ვისმცა ექნა გუარლითა შეკურა თავისა მრთელისა