... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

287. ჯავრნი ხვარაზმთა ჩვენზედა მით გარეშემო გუბია ჩვენზედა სპანი იჴმარნა რაცა ალამი უბია ვიჴმნეთ ძმადფიცნი არაბთათ მათი აბჯარი შუბია ავთანდილს ფრიდონს სურვილი ჰკლავს ჩვენი თვალთათ გუბია

288. ტარიელ ორთა სენთაგან მეტადღა დაჭმუნვებულმან მტერთაგან ამოწყვეტილმან უსახოდ შეჭირვებულმან არაბეთს კაცი გაგზავნა მტირალმან მიჭირვებულმან ავთანდილს წვრილად აცნობა უღუნოდ დაჭირვებულმან

289. რაცა პირველ სენი სჭირდა ყველა წვრილად მიუწერა მერმე როგორ ხვარაზმელთა მათთვის ძაძა შეეწერა ვით ერბივნეს ვით ეჴოცნეს ვით ქალაქი მოემტვერა ვით სოფელი მუხთალია იგი მეცა დამემტერა

290. გვერდცა მიისვეს მწერალი მთქმელ გამამრჩევი ენათა ტარიელ ნესტან დარეჯან ჴმა ტკბილი მოუსმენათა რა გაათავეს წერითა წიგნი ჴელთ მისცეს მონათა წადით მიართვით ავთანდილს ჩვენთვის ცრემლ დამადენეთა

291. კვლავ ფრიდონისას გაგზავნეს სხვა კაცი ერთი ნავითა მასცა აცნობეს სოფლისა სიცრუვე საბრუნავითა სენთა და ხვარაზმელთაგან ოდენ ვარ საფშვინევითა მტირალი სისხლის ცრემლითა დამჴობით საკრინავითა

292. აწ ვითა გმართებს გმირთა და ჩემთა ფიცისა ძმობილთა აგრე გაფიცხდი საშველად გაწვევ სასწრაფოდ ჴმობილთა თქვენთა ლაშქართა იმედსა ვართ ქვისებრ დაულმობილთა ომსა ნაწვართთა ჩაუქთა მებრძოლთა რაზმად წყობილთა

293. არაბთ მეფე მორჭმულია იყო მცილე არა ვინა იმღერა და იხარებდა მგოსანები უსხდა წინა ჩანგსა ჰკრიან აწყობდიან პირ მთვარენი ვარდთა მინა გამოვიდის ინადირის კვლავ მობრუნდეს იყვის შინა

294. იბურთეს და ითამაშეს და თინათინს თანა დაჯდის ეს სოფელი იამოვნის საწუთროსა დაუწყნარდის ყელსა ბროლსა შვენებანი მას ელვანი გარ უვარდის ერთგან სხდიან ტახტსა ზედა მათ ბაგეთათ ვარდი ვარდის

295. სმაჭამა და ნადიმობა მსგეფსსა ერთსა გაისვენა ელვამან და შვენებამა მათმან სრულად დააშვენა მომღერალთა მათ წინაშე არა ოდეს მოესვენა მე ვერ ვიტყვი რაცა სჭირდა ბევრი უნდა ქებად ენა

296. რა გარდაჴდა გამოვიდა ჟამი რამე ღამე დღენი მოციქული შარა გრძელსა მოამოკლებს ირჩევს ცხენი გაგზავნილნი რა მივიდეს ნახეს მორჩი ალვის ხენი რა ავთანდილს მოახსენეს ატირდა და უქნა ზნენი

297. რა ავთანდილს ფრიდონს ესმა ინდოთ ესე საწყინარი გულსა ასრე ლახვრად ეცა მართ დაესვა აწვე ნარი თქვეს გავჴედით საწუთროსა არას კარგასა მოუბნარი აქამდისი მხიარულნი ვტირთ აღარას მოცინარი

298. ავთანდილ სულთქამს ოხვრიდა მოგონდა ტარიელობა მასთანა ყველა სწორ იყვის დგომა გაჭრა და ხელობა უკვირდა მკლავთა დადრეკა უსახროდ მათი ქველობა სჭირს და სოფელი არ იკლებს გულსა ლახვარი მჭრელობა

299. მართ ავთანდილს ვით ეწყინა ვინმცა ჰკადრა ვინ არ ღირსნი ყველა წვრილად მოიკითხა ვით ნაქმარნი ხვარაზმისნი უბრძანა და შემოხედნა დიდებულნი სპანი მისნი აწ ტარიელს ვმსახუროთო ვართ მონანი ყმათა ყმისნი

300. თვითო კაცი ერთმანეთსა გაუგზავნეს არ დავსწფეთა ჰინდოთა და ტარიელის საქმისათვის გვინდა ფეთა პაემანი შეუკვეთეს დროთა ხანთა არ დავსცდეთა ერთმანერთის შველისა და ნახვისათვის მოსწრაფეთა

301. აწ ავთანდილ ფრიდონს კაცი გაუგზავნა გაემართნეს ოცდათ დღეში შეიყარნეს იარაღნი მოიმართნეს მუნ დროშანი ვერ დავსთვალე რომე იმათ აემართნეს მათ ორთავე ჴელმწიფეთა პირი მზეებრ იწაღმართნეს

302. მათ ორთავე ჴელმწიფეთა სრულად მათთა სამეფოთა აქიმები დაარჩივეს თემთა კარგთა სამყოფოთა წამოვიდეს რაზმწყობილნი გზათა ლევენ სასწრაფოთა მოისმენდი ჴმათა მათთა საბუ კტაბლაკ სადაფოთა