... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

175. გახსოვს ოდეს ჰი ჰი ზმიდი ცრემლნი შენი ველთა ჰბანდეს მკურნალი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუესი სახენიცა რამცა ჰგუანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

176. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა აგრე მე მაქუს პატრონობა უცხოს ვლიდენ თუნდა გზეთსა [...] აგრე არ იქნების წა მოამცდარხარ მოსაცეთსა [...] შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენაგეთსა

177. [....................................] ღმერთო ხანი ვერა დაჰყო [...] ეცადო დაყოფასა ჴორცთა შენთა სული გაჰყო [...] ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო [...] სიტყუა დაასრულა ყმა ატირდა სულთქნა აჰყო

178. [...] მესმა ესე მისგან მეიმედა მეტის მეტად [...]ცა თუალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭურეტად [...] რად არ გიკუირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად [...] უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად

179. მემცა დაშლა ვითა ვკადრე რადგან იგი ვერ მიმხუდარა არ იტყუის თუ ჰინდოეთი უპატრონოდ არ მომჴდარა ტარიელ არს მემამულე სხუასა მართებს არვის არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მომცდარა

180. ვთქუი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვაგუარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალ გუარო მედვა გული მჴეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე რადმე არ წამგუარო

181. სულთ ვყიდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წუიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

182. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა [...]რის ქნასა ღთისასა ამისთვის არ მადლობასა [...]ი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა [...]ვსხდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძე რძლობასა

183. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქსნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყუეტლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

184. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჴოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმამცა ვით იტუირთაო

185. იგი რა მოკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპათა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკუიდრი მამული არ მივსცემ არცა დრამასა არ დამეჴსნები გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა

186. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყუარული ნურცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა შეგუფერობდეს ერთგან სხდომა

187. ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაქადე დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქუე ქუე წუევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხუევა

188. ხანი დავყავ გავეყარე მაგრა გავჴე ვითა ხელი ასმათ წინა წამამიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვიათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასლვა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

189. გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭურეტდი ვარსკუვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის წამწამი შავთა ნარგისთა სროლილი მისმან შუქმან დამალურჯა დამალება დამდვა წყლული

190. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსულა გვახარა მაგრა თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხუდა სიამე არ სიტყუა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისუვა მოდიო თავი დახარა

191. მიბძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიჴადო ქორწილი ჴამს ვითარ დასასრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყუელგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

192. მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლისა წამომხუმელნი სასიძოცა მოგუივიდა იყუნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნით ჩუენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხუარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

193. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ კარვითა მაედანია გამოისუენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახუად გავიდენ უშენოდ სპანი სხუანია შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისა კმანია

194. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჰჴდა დღე ჰგვანდა არს აღსუებისა შეიქნა გასულა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა თემთემად დას დასებისა