... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

214. მიამბა ოდეს სასიძო მოკალ და ჴმა დაგივარ[...] მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივა[...] შენ დაგიზახნა მიჴმეო ჴმა მაღლად გაჴმ[...] მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარ[...]

215. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგნიან მას უყუარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანეთი არ შეხედვა ვერ დასთმიან

216. აწ თავმან ჩემან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღმრთისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა [... ]ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა [...................................................] პატიჟად მზადესა

217. [...] წესი იყუის თავი მისი ძვირად ფიცის [...] და არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის [.........................]ისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უმბძანა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

218. [...]ასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან [... ]ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან [...] თქუა უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან [...] მოვკუდე ვისთვის მოვკუდე მიიხვედროს იგი ვერმან

219. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხუე შენ ოდე[...] შენეულნივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდე[...] დავარ მოსთქუმიდა სიტყუათა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

220. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინ[...] ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინ[...] არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინ[...] აწ ღმერთსა უნდეს ვერ მიხუდე ვის ესე დააშლევინ[...]

221. ჴელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშ[...] დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუ[...] მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უ[...] ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლულნი დ[...]

222. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯ[...] წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯე[...] მათ კიდობანი მოჰქონდა ეუბნეს არ [...] მაშიგან ჩასუეს იგი მზე ჰგავს იქნა [...]

223. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ სამსახურითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

224. ყმა შეეკაზმა წამავლად ცრემლითა მარწყო ველი მზე წავიდოდა დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი ჴამს შეპოვება მაღლისა ვინცა რას ჭირსა მოველი მიზგითას მივა ღმრთისაგან გამარჯვებისა მთხოველი

ლოცვა ავთანდილისა მიზგითას და გაპარვა მისი

225. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ჴმელთა და ცათაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო

226. ღმერთო ღმერთო გიაჯები რომელი ჰფლობ ქვენით ზესა შენ დაბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყვარულსა მისგან ჩემთვის დანათესა

227. რა მეფემან დიდებულნი ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირული ვინმცა თავით დაგვიჭირნა

228. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დადუმდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

229. მოახსენა საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მეთუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

230. რა ანდერძი წაიკითხეს კვლა იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეხვეწნეთ მშვიდობისა ნუ თუ მისცნეს ღმერთმან გზანი

231. მან ერთმანეთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კვლავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი აწ ესენიცა გავიდნეს შეკრბეს სამივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წადგეს მართ ვითა ხმობილნი

232. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოწინარითა აკოცა მისთა მშობელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა