... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

20. მან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ვინათგან აქანამდინ მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

21. [...]ა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების [...]ვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არვისგან დაიჯერების [...]ლოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვების

22. [...]ითხრობ თუ ცოდნა გწადიან ჩუენისა შენ სახელისა [...]რიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქუს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

23. [...]ის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყუასა ამისთანსა [...]ი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრთა მემაჯანსა [...]ამ გლახ მარტო ნადირისა ჴორცსა მისგან მონატანსა აწვე მოვა არავიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

24. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არ[…] რა მოვიდეს შევეხვეწო ნუთუ ვითა მოვაგვარ[…] ერთმანეთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბოს საქმე მისი საყვარ[ე]ლსა გასახარო

25. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამაზედა მოიხედნეს ჴევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსული ვნახე შუქთა მოფინება უკუდრიეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

26. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არა ვინა ნუ თუ ვითარ მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

27. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

28. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყუანამან დადუმდეს ცრემლნი მოჰკუეთა შავმან გიშრისა დანამან

29. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყუე საკნით ნააზატები მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხისტყავისა ნატები მაზედა დაჯდა იგი ყმა სულთქუამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

30. მანქალმან ჴელყო კუესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა შემწურისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი აჴლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

31. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა [...] შეჰკრთა დიდნი დაიზახნა წამოიჭრა ვითა [...] იძახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა [...] ცალკე ტირს და პირსა იხოკს ქალი მისი[ ...]

32. [...]ად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა [...]ნ უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა [...]ეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა [...]ნჩო და ჯერცა კიდა

33. [...]ავლად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე [...]ნ მივ[...]ა ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე [...]თგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე [...]ქვა ნუ თუმცა უკუბრუნდა რა გათენდეს წავალ ხვალე

34. [...]სა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ასნაკეცი ბევრი ბევად [...]ოაჴსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად [...]რას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევრად

35. [...]ლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია [...]ი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია [...] არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია [...] იგი წაჴსდეს ესე შენთვის რა მადლია

36. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უმღრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მამცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

37. ქალმან კულა ჰკადრა გაგსარჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგვარო მოგყუეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცავ არ მოჰკლა არიყო არ სავნებლისა ვნებითა

38. ყმამან უბრძანა თუ მიჩვენებ ვნახავ მეტად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არათოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

39. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყუანდა ვით მთვარეა მთვარებლად იგი რა ნახა ტარიელ თქუა მზისა დასაგვანებლად