... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა პირველი

80. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრამ ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა

81. ასმათ დგა ჩემთვის მისისა წიგნისა წასაკითხავად ჰქუა ძოღან შენი ამბავი მითხრიან ვისცა ვკითხავად გიბრძანებს მესმის მოვლენო ლაშქარნი შენად მკითხავად ლომსა მით მართებს ვაგჰლახი თუ მისი თავი ითხავად

82. […]დითი ბნედა სიკუდილი რა მიჯნურობა გონია [...]ობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია [...]ტაეთს მყოფნი ყველანი ჩუენი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩუენზედა ჩუენგან არ დასათმონია

83. [...]ნგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კულა ჟამი არ მამხუდომია ძუღან ხელქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შინა მჯდომია მანდა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

84. მართლა გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

85. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთულვოდა გული მიდამო მიარდა ჰკრთებოდა და მელალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალოდა

წიგნი ტარიელისი საყუარელსა თანა

86. თუალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვწერდი მთუარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაცა არ შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

87. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამისმეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე მზეო რადგან ჩემთვის ნათლად აღმოჰჴდები აჰა მკუდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რასაცაღა სამსახურსა ვეტყუი თუღა ვერიდები

88. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრითა წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მივეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უჴმო უთხრა საქმე დაფარული

89. მონააო ასმათისი უთხრა საწოლს შემოყვანა მოეწერა გიბძანებსო ვისი მესო გულსა დანა ლხინმან ბნელი გამინათლა ამიფოლხუა ჯაჭუთა მანა წავე მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა

90. ბახჩა შევლე არა დამხუდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფურჭუნელი და დაუმჭნარი

91. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თუალითა

92. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყუა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რამ შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნესა ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულა მიმცა ალმან მურსა

93. ასმათ გამომყუა წავედით ფარდაგი გამოვიარე ვთქუი საწუთროო ვის წეღან გული დრამთანა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზარე გულმან გაყრისა სიძნელე კულა უფრო დაიტიარე

94. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასულისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დაჰჴარჩ სიხარულთა კარი აღი სირცხვილი აქუს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

95. ვითა მართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წავე ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

96. [...]ავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწუანითა საკურველი და ღარიბი უცხო პირითა ტანითა

97. შევე დავეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გაუნათლდა ზედა ლხინი ადგა სუეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედნის წამსა ჭურეტად