... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

156. მიამბე მისი ამბავი სხუად ნურას მეუბნებია მითხრა თუ კადრებ მართალსა აწ ჩემგან არ სათნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კულაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა

157. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდაჴდილი შუენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

158. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა ჩემთვის მკუდარი აღარ ვიტყვის მაშა მამკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბახჩას ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

159. თუცა მიგდის ღუარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ გულსა ჭირნი არიდენო შენნი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა აგინებენ არიდენო რომე წეღან მოგეხუევნეს იგი ჩემთვის არიდენო

160. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშუენოდეს ვეჭუ მნახო შენცა გიამოს შენეულითა მშუენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხუა ღამე არ გაგთენოდეს

161. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი იათასების თქვა მე მაქუს სამჴრე რომელი კულა წინას მკლავსა მასების იგი შეიჴსნა მოიღო თუალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკუდართა დაედასების

162. ასრე წვა რომე არ გვანდა მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწუთაგან ნახოკარისა კულა წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა

163. გაგზავნეს კაცი ხუარაზმშას წინა შვილისა მთხოელი შესთუალეს გაჴდა უმკვიდროდ სამეფო ჩუენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ სხუასა ნუღარას მოელი

164. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდეს ხუარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგუხედა ღმრთისაგან ჩუენ რომე ვინატრიდითა თუით მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჴდიდითა

165. კულა გაგზავნეს სხუანი კაცნი სასიძოსა მოყუანებად დავედრეს თუ ნუ ამყოვნებთ მოდით ჩუენად ნაბრძანებად მე მაშურალი ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

166. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანისად წიგნი მამართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

167. შევჯეგ წავე ბახჩას მივე ვითა სცნობდე ლხინთა ზომით ბახჩა შევლე კოშკი დამხუდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვჭურეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისულა ნდომით

168. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინნის აღარ აგრე გამიღიმდა ყოლა სიტყუა არ მომიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

169. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყუანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შევე ვნახე იგი მთუარე ჭირმან ყოვლმა უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგნა მაგრა გული არ დამიდნა

170. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემოდგომელი ებურა მოშლით პირ ოქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწუანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი [....] ღუარსა მოეცვა პირი ელვარე მკრთომელი

171. ქუე წვა ვით კლდისა ნაპირსა ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსუა შორს გუარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შეჭმით გამწყრალი გარისხებული

172. მიბრძანა მიკუირს რათ მოხუე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცუალსა პატიჟსა მოგცემსო ზენამ იცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა

173. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ [..] რა შევცოდე რა მიქმნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კულაცა მითხრა რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

174. შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნა და დაგირჩინა ცუდად შენი ჴელოვნება