... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

98. უბრძანა თუ მოაჴსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში [...]მართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკუირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

99. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაგზავნა უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭნევ ვითა ყუავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

100. თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტად უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვექვე მითქუამს იდუმალვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთოლვა

101. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა ფიცითა გეცრუა ღმერთმან მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზიცითა

102. აწ შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯუდეს მორჭმულიმცა ჩემკერძ ირე მაგრა რავქნა კულაცა ნახვა მომხუდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

103. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენკერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხუალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერდგან დაწვეს ვით მაყრები

104. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წაჴდების ერთი კაცი უკუმორე სწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქუენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიჴდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქუენი არ იქნების

105. მე მამისა შენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი შენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმს სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყუელასავე მოგაჴსენებ გამიგონე დამიწყნარდი

106. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერდგან შენთუის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კულა სხვაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

107. მეფე ცოტად მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხუევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

108. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია რომე არ მოვკუდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათ თანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მემცავარ განაკიდია

109. არვის გავანდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათავე გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლავ წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

110. მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შეუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარდღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქუემცა სადა დავიმალე

111. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტუერი დავინახე ვთქუი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაკუეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

112. ვთქუი თუ ძმანო ისი კაცნი ჩუენ ღალატსა გუიდგებიენ მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთუისმცა რად დალბიენ ვინცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიენ აწ შევებნეთ ჴრმალნი ჩუენნი წელთა ცუდად რას გუაბიან

113. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყუითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყვი მივმართე წავე დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴრმალი დაფითა

114. მივეახლენით შეგვატყუეს მათ ტანსა აბჯარ ცმულობა კაცი მოვიდა მომართო მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩუენ თქუენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგუქნა აწ ამად გულ ნაკლულობა

115. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქუენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქუენად დასაჴოცლად ჴელი ჴმალსა დამიგია

116. რა მივიდა მოციქული კვლავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექმნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექნეს რაზმი მრავალ კეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

117. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქუმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავწვდი უტევანსა წავგრძელდი და წავე გრძელად მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად