... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

40. წიგნი წიგნსა ეცემოდა დედოფალი ოდეს შობდა [...]ოციქული მოციქულსა ინდოეთი სრულად სცნობდა [...]ზე და მთვარე განსცხრებოდეს სიხარულით ცა ნათობდა [...] ყოვლნი არსად შემოსული მხიარული თამაშობდა

41. [...]ება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გუარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

42. [...]ობელი გაიყარა ზრდა დაგუიწყეს მედა ქალსა [...] მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა [...]უარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

43. [...] დაბნდა რა სახელისა ჴსენებასა მიეწურა [...]თანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა [...]ლმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი დააპკურა თქუა ისმენდი მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურა

44. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხმენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჴამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

45. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა ფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარიჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

46. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი ხედ ალვა დარიგებით[...] მეფე გარდაჴდა მინ სადა კოშკი[...] ბაზირი გებით[...] შიგნით შევედით სრა დაგხუდა მოცული ფარდაგებითა მაშინ ნასობთა ლახუართა სულნო ვით დაუდგებით[...]

47. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა

48. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცენ დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვამე მას აქათ საჴმილსა დაუწვავ ნიადა გულსა

49. აწ წაჴდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გაძლო ჴსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქუეს მკლავნი ცუდქმნილნი ვაი გმირთა მემუქარენი

50. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქუა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა ცრემლი მიწასა გარია თქუა ჩემგან მისი ჴსენება ვაიმე რა დიდი ზარია

51. [...]მდომი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ დაურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

52. დურაჯნი მთხოვნეს გავიღე სხვა გზა ვეღარა თავის[...] დავეცი დავბნდი წამიჴდა ძალი მჴართა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომი ნავისა

53. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედა მტიროდეს მეფენი ცრემლითა უშურველითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქუეს გამალბეზებელითა

54. მერა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალხარღა სიტყუა თქუია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევჰკრთი დია კულა დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

55. სრულად მუყრნი და მულიბნი მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან [...]ტერ დაცემული ვეგონე არვიცი რას ჩმახვიდიან სამ [.]ღემდინ ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

56. აქიმნიცა იკითხვიდეს ესე სენი რა გვარია სამკურნალო არა სჭირსა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყუა მცდარი წამერია დედოფალი ზღუასა შეიქს რომე ცრემლი დაუღვრია

57. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკუდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქუ თუ ჰაი ჰაი რაშიგავარ მე სიცოცხლე გარდამჴდარი თმობა ვთხოე შემოქმედსა ვკადრე სიტყუა სამუდარი

58. [...] თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე [...]ქნა და მორე ვსჯობდი გული წყლული გავარკინე

59. ზე წამოვე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდ[...] ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდ[...] მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდ[...] იგი ღმერთსა ადიდებდის სხვა ყველაი უჩუმრობდ[...]