... (ქუთაისური ხელნაწერი 7), XVII ს.

60. იქით და აქათ მომისხდეს მასურიტეს სასსურეტელია მე მოვაჴსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მომგუარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

61. წამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მოვე უარ გავხე სხუა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქუი თუ მოვკუდე ბედი ჩემი ამისმეტი რასღა ღირსა

62. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყუანამან ვთქუი თუ რა იცის ამბავი ნეტარ არ იმან ანამან

63. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქუი ვკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკუირდა სხუად ვითამცა ვჰქენ გულისა მწუელთა სითხე მისგან ეჭუა არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

64. მე გამიკუირდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

65. დღენი გამოჰჴდეს მე გული უფრორე დამწუეს კულავ ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბას ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსულა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

66. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხუამან ვერავინ შემატყუა დება ცნობისა ხელისა სისხლი დამწამეს მეფემან მითხრა გაჴსნევა ჴელისა გავიჴსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

67. ჴელ გაჴსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თქუის რაი მინა მონააო ასმათისა შემოყვანა უთხარ შინა გულსა შიგან დაუზრახე რა პოაო ანუ ვინა

68. მონამან წიგნი მამართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად გავეც ჟამია მართალხარ გაკუირვებასა მოხვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭუ მოსულისა დაზარებასა

69. გულსა ვარქუი თუ ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ჴელმწიფე სრულნი ჰინდონი მმონებებ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

70. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გავიჴსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კულა უფრო მმართებს ლხინება

71. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს ამისმეტსა ნუიქ აბა ცხენსა შემსუა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანა იტყოდიან შაბა შაბა

72. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნია ხლებულნი

73. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქუიან ალვად შევქენ სუმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

74. [...]ოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი [...]ლი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამირბარი [...]წარითა მოუბურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქუი საწოლს წაიყუანე ჩემგან არის ნაჴმობარი

75. [...]დეგ მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად [...]არდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად [...]მოვე და საწოლს შევჯე მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

76. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყუანის მცა მითხრა მოსულა თქუენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა გამიკუირდა მიჯნურისა თაყუანება ექმნა ვისმცა ვთქუი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

77. შევე დავჯე ტახტსა ზედა ქალი მოდგა ნოხთა პირსა ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა ვარქუი მანდა რად ზი შენ თუ სიყუარული ჩემი გჭირსა მან პასუხი არა მითხრა ჩემთვის გვანდა სიტყუა ძვირსა

78. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გეგონა ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირსვარ ვერ ვიტყუი მაკლია ღმრთისა წყალობა

79. ადგა მითხრა თქუენს კრძალვისა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭუ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდსა შემართებდა გულსა მისად უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია