... (H-2074), XVI-XVII სს.

1582. ნესტანდარეჯანს჻ ყაბაჩა჻ უძღუნა჻ შემკული჻ თუალითა჻ იაგუნდითა჻ წითლითა჻ ბადახჩითა჻ და჻ ლალითა჻ დასხდეს჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ პირითა჻ ელვა჻ მკრთალითა჻ მათნი჻ მჭურეტელნი჻ დაიწუნეს჻ ცეცხლითა჻ მართ჻ ახალითა჻

1583. ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ უძღუნა჻ უსაზომო჻ დიდი჻ ძღუენი჻ ძუირფასისა჻ უნაგირი჻ უკეთესი჻ თუითო჻ ცხენი჻ თუითო჻ კაბა჻ თუალიანი჻ უცხო჻ ფერთა჻ შუქთა჻ მფენი჻ მოაჴსენეს჻ მადლი჻ რა჻ ვთქვათ჻ სვიანმცაა჻ დავლა჻ თქუენი჻

1584. ტარიელ჻ მადლსა჻ გარდიჴდის჻ ტურფა჻ სიტყუითა჻ ენითა჻ დიდად჻ ვიამე჻ მეფეო჻ პირველ჻ ნახუითა჻ თქუენითა჻ მერმე჻ აგუავსენ჻ მრავლითა჻ ტურფა჻ ფერითა჻ ძღუენითა჻ ვიცი჻ შორი჻ შორ჻ არ჻ ჩავლა჻ ჩუენ჻ თქუენი჻ კარგად჻ ვქენითა჻

1585. ზღუათა჻ მეფე჻ მოახსენებს჻ ჴელმწიფეო჻ ლომო჻ ქუელო჻ მოახლეთა჻ სიცოცხლეო჻ ვერ჻ მჭურეტელთა჻ შორით჻ მკვლელო჻ მსგავსი჻ თქუენი჻ რამცა჻ მეძღუნა჻ შუენიერო჻ სანახველო჻ რა჻ მოგშორდე჻ რა჻ მერგების჻ საჭურეტელად჻ სასურველო჻

1586. ტარელ჻ ფატმანს჻ უბრძანა჻ მე჻ თავი჻ შენი჻ მიდია჻ დავ჻ გული჻ შენი჻ ჩემზედა჻ გარდაუხდელი჻ დიდია჻ აწ჻ რაცა჻ ქაჯთა჻ საჭურჭლე჻ ქაჯეთით჻ ამიკიდია჻ მომიცემია჻ წაიღე჻ არ჻ კიდე჻ მომიყიდია჻

1587. ფატმან჻ ხათუნ჻ თაყუანისსცა჻ ჰკადრებს჻ მადლსა჻ მეტის჻ მეტსა჻ მემეფეო჻ შენი჻ ნახვა჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ დაუშრეტსა჻ რა჻ მოგშორდე჻ რა჻ ვიქნები჻ მე჻ დამაგდებ჻ ვითა჻ რეტსა჻ ახ჻ ნეტარძი჻ მოახლეთა჻ ვაგლახ჻ თქუენსა჻ ვერა჻ მჭურეტსა჻

1588. ზღუათა჻ მეფესა჻ ეტყუიან჻ ორნივე჻ შუქთა჻ მაფენი჻ კბილნი჻ ბროლნი჻ და჻ ბაგენი჻ სადაფთა჻ მოსადაფენი჻ უთქუენოდ჻ მყოფსა჻ არ჻ გუინდან჻ ნიშანნი჻ საჩანგდაფენი჻ მაგრა჻ გაგვიშუენ჻ ჟამია჻ წავიდეთ჻ ვართ჻ მოსწრაფენი჻

1589. შენ჻ იყავ჻ ჩვენი჻ მშობელი჻ ჩუენგან჻ საესავიო჻ მაგრა჻ ამასცა჻ ვიაჯით჻ გუიბოძოთ჻ ერთი჻ ნავიო჻ მეფემან჻ ბრძანა჻ არა჻ მშურს჻ სამიწოდ჻ თქუენად჻ თავიო჻ რადგან჻ ისწრაფი჻ რა჻ გკადრო჻ წა჻ გიწინამძღურდეს჻ მკლავიო჻

1590. მეფემან჻ ნავიხომალდი჻ მოჰკაზმა჻ ზღუისა჻ კიდესა჻ გამოემართა჻ ტარიელ჻ გამყრელნი჻ ცრემლსა჻ ღურიდესა჻ თავსა჻ იცემდეს჻ იგლეჯდეს჻ თმაწუერსა჻ გაიყრიდესა჻ ფატმანის჻ ცრემლთა჻ შედენით჻ თუით჻ ზღუაცა჻ გაადიდესა჻

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა჻

1591. გამოვლნეს჻ ზღუანი჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შენაფიცართა჻ კულა჻ ამტკიცებდეს჻ სიტყუათა჻ მათ჻ პირველ჻ დანამტკიცართა჻ ჰშუენის჻ მღერა჻ და჻ სიცილი჻ მათ჻ მისთა჻ არუვიცართა჻ ბაგეთათ჻ შუქი჻ შეადგის჻ ზედან჻ ბროლისა჻ ფიცართა჻

1592. მუნით჻ კაცი჻ ასმათს჻ თანა჻ მათ჻ გაგზავნეს჻ მახარობლად჻ კულა჻ ფრიდონის჻ თავადთასა჻ ნაომართა჻ მათთა჻ მთხრობლად჻ მანდა჻ მოვა჻ მოიმაღლებს჻ მზე჻ მნათობთა჻ მამაგრობლად჻ ჩუენ჻ დამზრალნი჻ აქანამდის჻ აწ჻ გავხედით჻ დაუზრობლად჻

1593. იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ იარეს჻ გზა჻ ზღუის჻ პირისა჻ მიყმაწვილობდეს჻ უხარის჻ მათ჻ გარდაჴდომა჻ ჭირისა჻ მივიდეს჻ სადა჻ ქუეყანა჻ იყო჻ ნურადინ჻ გმირისა჻ მოეგებნიან჻ ისმოდის჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ჴშირისა჻

1594. მუნ჻ მიეგება჻ ყოველი჻ ფრიდონის჻ დიდებულები჻ ასმათი჻ სავსე჻ ლხინითა჻ ვის჻ აღარ჻ აჩნდა჻ წყლულები჻ ნესტანდარიჯს჻ ზედ჻ მოიჭდნვა჻ რომე჻ ვერ჻ გაჴსნის჻ ცულები჻ აწ჻ გაუსრულა჻ ყოველი჻ მან჻ მისი჻ ნაერთგულები჻

1595. ნესტანდარეჯან჻ ეხუევის჻ პირსა჻ აკოცებს჻ პირითა჻ უბრძანა჻ ჩემო჻ ვაგლახ჻ მე჻ შენცა჻ აგავსე჻ ჭირითა჻ აწ჻ ღ~თნ჻ მოგუცა჻ წყალობა჻ ვცან჻ მისი჻ არსიძვირითა჻ მე჻ გულსა჻ შენსა჻ ეზომსა჻ არ჻ ვიცი჻ გარდვიჴდი჻ რითა჻

1596. ასმათ჻ ჰკადრა჻ მადლი჻ ღმერთსა჻ ვარდნი჻ ვნახენ჻ არდაზრულნი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გააცხადნა჻ გონებამან჻ დაფარულნი჻ სიკუდილიცა჻ სიცოცხლედ჻ მიჩს჻ ოდეს჻ გნახენ჻ მხიარულნი჻ სჯობან჻ ყოვლთა჻ მოყუარულთა჻ პატრონყმანი჻ მოყუარულნი჻

1597. დიდებულთა჻ თაყვანისსცეს჻ მოაჴსენეს჻ დიდი჻ ქება჻ რომე჻ ღ~თნ჻ გაგუახარნა჻ კურთხეულა჻ მისი჻ ღმრთება჻ ჩუენ჻ გუიჩვენნა჻ პირი჻ თქუენი჻ აღარა჻ გუწუავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება჻

1598. მოვიდეს჻ და჻ პირი჻ ხელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს჻ მეფე჻ ეტყუის჻ ძმათა჻ თქუენთა჻ თავნი჻ ჩუენთუის჻ დაიჴოცნეს჻ იგი჻ შუებას჻ საუკუნო჻ ცხადად჻ პოვეს჻ არ჻ იოცნეს჻ ერთსა჻ მიხუდეს჻ საზიაროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს჻

1599. თუცა჻ მე჻ მათი჻ დაჴოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია჻ მაგრა჻ მათ჻ მიხუდა჻ უკუდავი჻ მუნ჻ დიდი჻ საჩუქვარია჻ ესე჻ თქუა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია჻ ნარგისთათ჻ იძურის჻ ბორიო჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია჻

1600. მუნ჻ ატირდეს჻ ყველაკანი჻ რა჻ ტირილად჻ იგი჻ ნახეს჻ რაცა჻ ვისცა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ ტირილით჻ სულთქმით჻ ახეს჻ დადუმდეს჻ და჻ მოაჴსენეს჻ რათგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს჻ თქუენთა჻ მჭურეტთა჻ მღერა჻ ჰმართებს჻ რასათუისმცა჻ ივაგლახეს჻