... (H-2074), XVI-XVII სს.

1563. გზანი჻ დახვდეს჻ შეკაზმულნი჻ შევიდეს჻ და჻ გაძურეს჻ ჴურელსა჻ ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთუარე჻ გუელსა჻ მუზარადი჻ მოეჴადა჻ ჰშუენის჻ აკვრა჻ თმისა჻ ლელსა჻ მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა჻

1564. ეხუეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღუარნეს჻ ამას჻ ჰგუანდეს჻ ოდეს჻ ერთგან჻ მუშთარ჻ ზუალ჻ შეიყარნეს჻ მზე჻ რა჻ ვარდსა჻ შემოადგეს჻ დაშუენდენ჻ და჻ შუქნი჻ არნენ჻ აქანამდის჻ ჭირნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიხარნეს჻

1565. მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილნი჻ კულა჻ შეეწებნეს჻ ჴშირ჻ ჴშირად჻ ვარდნი჻ ბაგეთათ჻ პობილნი჻ აწ჻ ესენიცა჻ გავიდეს჻ შეკრბეს჻ სამნივე჻ ძმობილნი჻ მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წარდგეს჻ მართ჻ ვითა჻ ჴმობილნი჻

1566. მზე჻ მოეგება჻ პირითა჻ ტურფითა჻ მოცინარითა჻ აკოცა჻ მისთა჻ მეშუელთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა჻ მათ჻ მდაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყუითა჻ მით჻ ნარნარითა჻ ორივე჻ ერთგან჻ უბნობდეს჻ ამოთა჻ საუბარითა჻

1567. ტარიელსცა჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ მორჩსა჻ ვით჻ ხეს჻ მიულოცეს჻ გამარჯუება჻ ერთმანერთი჻ მოკითხეს჻ არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს჻ თავნი჻ მათნი჻ გაალომეს჻ მათი჻ მბრძოლი჻ იშვლეს჻ ითხეს჻

1568. სამასისა჻ კაცისაგან჻ ასსამოცი჻ შეჰყოლოდა჻ ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალკერძ჻ უხაროდა჻ მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაცა჻ მბრძოლი჻ დარჩომოდა჻ რომე჻ პოვნეს჻ საჭურჭლენი჻ აწმცა჻ თუალვა჻ ვით჻ ითქუმოდა჻

1569. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ ვით჻ პოვეს჻ მალები჻ სამიათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თუალები჻ თუალი჻ ყუელაი჻ დათლილი჻ იაგუნდი჻ და჻ ლალები჻ იგი჻ მზე჻ შესუეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები჻

1570. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცველია჻ წამოიყუანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგურა჻ ძნელია჻ ზღუათა჻ ქალაქსა჻ დაჰმართეს჻ თუცა჻ გზა჻ მუნით჻ გრძელია჻ თქუეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გუაც჻ მისი჻ გარდუხდელია჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისულა჻

1571. ზღუათა჻ მეფესა჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ მახარობელი჻ შესთვალა჻ მოვალ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსრვით჻ მსპობელი჻ ქაჯეთით჻ მომყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახუართა჻ მსობელი჻ მწადიან჻ გნახნე჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი჻

1572. აწ჻ მე჻ მაქუს჻ ქაჯთა჻ ქუეყანა჻ და჻ მათი჻ დანადებია჻ მეფეო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მე჻ თქუენგან჻ წამკიდებია჻ ფატმანს჻ უხსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ სდებია჻ ამისად჻ მუქფად჻ რა჻ გიძღუნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია჻

1573. მოდი჻ გუნახენ჻ გავიარდეთ჻ ქუეყანასა჻ შენსა჻ ვირე჻ სრულად჻ ქაჯთა჻ სამეფოსა჻ გიძღუნი჻ ჩემგან჻ შეიწირე჻ კაცნი჻ შენნი჻ შეაყენენ჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე჻ მე჻ ვისწრაფი჻ ვერა჻ გნახავ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე჻

1574. თქუენ჻ უბრძანე჻ ჩემმაგიერ჻ უსენს჻ ქმარსა჻ ფატმანისსა჻ გამოგზავნოს჻ იამების჻ ნახუა჻ მისი჻ ჴსნილსა჻ მისსა჻ მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭურეტასამცა჻ სხვადღა჻ ვისსა჻ ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ ასრე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა჻

1575. რა჻ კაცი჻ ტარიელისა჻ ესტუმრა჻ ზღუათა჻ მფლობელსა჻ წესია჻ გული჻ გაჰკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა჻ ჻ მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღ~თსა჻ მართლისა჻ მბრჭობელსა჻ მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ მისულა჻ სხუასაღა჻ მხმობელსა჻

1576. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქნა჻ ქორწილისა჻ მათისა჻ მას჻ მოაქუს჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ არს჻ სიდიადე჻ სათისა჻ ფატმან჻ ჰყავს჻ თანა჻ იარა჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა჻ უხარის჻ ნახუა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ ჴმელთა჻ მნათისა჻

1577. შორს჻ გაეგებნეს჻ სამნივე჻ დიდსა჻ მეფესა჻ ზღუათასა჻ გარდაჴდეს჻ მდაბლად჻ აკოცეს჻ გარესწყდეს჻ ჯარსა჻ სპათასა჻ შეასხეს჻ ქება჻ ტარიელს჻ მან჻ მადლი჻ გაუათასა჻ ქალი჻ რა჻ ნახეს჻ სტრფიალობს჻ შუქსა჻ მას჻ ბროლ჻ ბაკმათასა჻

1578. ფატმან჻ ხათუნს჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ ედებოდა჻ ცეცხლი჻ ნელი჻ მოეხვია჻ გარდუკოცნა჻ ჴელი჻ ფერხი჻ პირი჻ ყელი჻ იტყუის჻ ღ~თო჻ რა჻ გმსახურო჻ გამინათლდა჻ რათგან჻ ბნელი჻ ვცან჻ სიმოკლე჻ ბოროტისა჻ კეთილია჻ შენი჻ გრძელი჻

1579. ქალი჻ ფატმანს჻ ეხუეოდა჻ ტკბილად჻ იტყუის჻ არ჻ გამწყრალი჻ ღ~თნ჻ გული჻ გამინათლა჻ გახეთქილი჻ გაცამწკრალი჻ აწ჻ აგრე჻ ვარ჻ გავსებული჻ წინას჻ ვიყავ჻ ვითა჻ მცხრალი჻ მზემან჻ შუქნი჻ შემომადგნა჻ ვარდივით჻ ვჩან჻ არდამზრალი჻

1580. ზღუათა჻ მეფე჻ გარდაიჴდის჻ მუნ჻ ქორწილსა჻ მეტად჻ დიდსა჻ ქაჯეთიცა჻ დაუმადლა჻ არ჻ გაუშვა჻ დღესა჻ შუიდსა჻ უხუად჻ გასცემს჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ანაკიდსა჻ პერპერასა჻ დაპანტულსა჻ ზედა჻ ცუეთდეს჻ ვითა჻ ჴიდსა჻

1581. მუნ჻ იდვის჻ გორი჻ ლარისა჻ სტავრისა჻ და჻ ატლასისა჻ ტარიელს჻ უძღუნა჻ გუირგუინი჻ ვერ჻ დანადები჻ ფასისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა჻ ყუითლისა჻ მეტად჻ ხასისა჻ კულა჻ ერთი჻ ტახტი჻ ოქროსი჻ წითლისა჻ მართ჻ ახლითა჻