... (H-2074), XVI-XVII სს.

თათბირი ტარიელისა჻

1544. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქუენი჻ ვცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა჻ თქუენსა჻ ძალგულსა჻ თქუენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა჻ ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ჴრმალთა჻ ღირობა჻ კაციმცა჻ მაშინ჻ თქუენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა჻

1545. მაგრა჻ იყუენით჻ ჩემთუისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა჻ ჴმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელმქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა჻ თქუენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა჻ ესე჻ მე჻ დამსურის჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყუითა჻ თქუენ჻ სათნევითა჻

1546. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონახსენები჻ გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები჻ სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსხლიტოთ჻ ცხენები჻ მოგუეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩუენ჻ ჴრმალსა჻ მივსცემთ჻ მძლედ჻ ნები჻

1547. ვინცა჻ შეუსწრას჻ ჰფარავსმცა჻ მას჻ ღ~თისა჻ საფარველია჻ კარნი჻ დალეწნეს჻ დაჴოცნეს჻ ყოველი჻ კართა჻ მცველია჻ სამთავე჻ იქით჻ მივმართოთ჻ მაშინ჻ აღარა჻ ძნელია჻ ძლევა჻ მან჻ მოგუცეს჻ რომელი჻ სათქმლადცა჻ საზარელია჻

1548. ფიცხლად჻ შევებნეთ჻ შევსჯარნეთ჻ ვერ჻ მოგუასწრებენ჻ კარებსა჻ სამთაგან჻ ერთი჻ შევუვალთ჻ სხუა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა჻ მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღუარებსა჻ ჴელი჻ კვლა჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩვენგან჻ მძლედ჻ ნაჴმარებსა჻

1549. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგიან჻ გაგიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა჻ მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ წამოასწრობს჻ კართა჻ ვერა჻ ოდეს჻ გიძღუენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გუინდა჻ ქაჯთა჻ მზერა჻ თუარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღუნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა჻

1550. ფრიდონ჻ ლაღი჻ ამხაანგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ ამაზედან჻ გაიცინნეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყუაბრძენთა჻ ერთმანეთსა჻ ელაღობნეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშუენთა჻ გარდაჴდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა჻

1551. კულავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირმკუახები჻ დაასკვნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები჻ გაიყუეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ სახები჻ ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები჻

1552. იგი჻ ჭაბუკნი჻ შუქითა჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ [.........................] მათ჻ სამთა჻ შუიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნა[..................] ტარიელ჻ შავსა჻ ზედა჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ [......................] დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვი[.......................................]

1553. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქვამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია჻ რა჻ ზედა჻ წუიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთათა჻ აღტყდეს჻ ღუარია჻ მოვა჻ და჻ ჴევთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ მაგრა჻ რა჻ ზღუათა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია჻

1554. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომნია჻ მაგრა჻ ტარიას჻ შემბმელნი჻ არვისგან჻ მოსანდომნია჻ მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ჴომნია჻ აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია჻

1555. სამთავე჻ სამად჻ გაიყუეს჻ თუითომან჻ თუითო჻ კარები჻ თანა჻ ჰყუა჻ კაცი჻ სამასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ დარები჻ მას჻ ღამით჻ უქნეს჻ სადარნო჻ უცრთუო჻ ანაჩქარები჻ გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ თავისთავ჻ ჰქონდა჻ ფარები჻

1556. [........................................]ოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერად჻ [.............................................]ვერცა჻ დახუდეს჻ გულხმიერად჻ [........................................................]჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად჻ [.................. .............................................]დაიხურნეს჻ ჟამიერად჻

1557. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრაჴმან჻ შექნა჻ წრიალი჻ რა჻ ნახნეს჻ კარნი჻ გაახუნეს჻ ქალაქით჻ გაჰჴდა჻ ზრიალი჻ სამთავე჻ სამგნით჻ მიჰმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყვეს჻ რიალი჻ იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ტკრციალი჻

1558. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხუა჻ ღ~თისა჻ კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა჻ მათვე჻ რისხუით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგულე჻ ცისა჻ ველნი჻ მკუდართა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკვდრისა჻

1559. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ჴმა჻ ტარიელის჻ ხაფისა჻ აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშან჻ ქაფისა჻ სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა჻ რა჻ ქალაქს჻ შეჰჴდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა჻

1560. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მტერნი჻ სრულად჻ აეწყუიდნეს჻ სისხლი჻ მათნი჻ მოეღუარნეს჻ უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს჻ თქუეს჻ ტარიელ჻ რა჻ იქნაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ თუალნი჻ არნეს჻

1561. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ ცნეს჻ ტარიერისა჻ ციხესა჻ კარსა჻ მიჰმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდა჻ მტერისა჻ მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ჴრმალთა჻ წუერისა჻ ათი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მსგავსი჻ მტუერისა჻

1562. ციხისა჻ მცველნი჻ ყველაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული჻ თავით჻ ფერჴამდი჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ მუნ჻ დახეული჻ ციხისა჻ კარნი჻ განხმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული჻ ცნეს჻ ნაქმრად჻ ტარიელისად჻ თქუეს჻ საქმე჻ არს჻ მისეული჻