... (H-2074), XVI-XVII სს.

1526. გამოისუენეს჻ მას჻ ღამით჻ ფრიდონის჻ მასპინძლობითა჻ აბანოს჻ ბანნა჻ აავსნა჻ შესამოსლისა჻ ძღუნობითა჻ დამოსნა჻ ტურფა჻ ტურფითა჻ ერთმანერთისა჻ მჯობითა჻ თვალ჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ უძღუნა჻ ოქროსა჻ გობითა჻

1527. უთხრა჻ თქუა჻ ესე჻ სიტყვაა჻ ავისა჻ მასპინძელისა჻ ჻ ჰგავს჻ მომწყენოდეს჻ სტუმრობა჻ თქუენ჻ ბრძნისა჻ ვითა჻ ხელისა჻ მაგრა჻ აწ჻ ყოფნა჻ არ჻ ვარგა჻ წავლა჻ სჯობს჻ გზისა჻ გრძელისა჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგუესწრებიან჻ საეჭუი჻ არს჻ სიძნელისა჻

1528. დიდთა჻ რას჻ ვაქმნევთ჻ ლაშქართა჻ კარგნი჻ გუინდან჻ და჻ ცოტანი჻ სამასი჻ კაცი჻ გუეყოფის჻ წავიდეთ჻ მართ჻ მეოტანი჻ ჩუენ჻ ქაჯეთს჻ ქაჯთა჻ საომრად჻ დავაგნეთ჻ ჴრმალთა჻ კოტანი჻ მას჻ ადრე჻ ვჰპოებთ჻ ვისიცა჻ მოგუკლავს჻ ალვისა჻ მოტანი჻

1529. ქაჯეთს჻ ერთხელ჻ მეც჻ ვყოფილვარ჻ ნახავთ჻ თქუენცა჻ გემაგრების჻ ყოვლგნით჻ კლდეა჻ გარეშემო჻ მტერი჻ ვერა჻ მოადგების჻ თუ჻ იდუმალ჻ არ჻ შეუვალთ჻ ცხადად჻ შებმა჻ არ჻ ეგების჻ მით჻ ლაშქარი჻ არად჻ გუინდა჻ რაზმი჻ მალვით჻ ვერ჻ მოგუყუების჻

1530. იგინიცა჻ დაემოწმნეს჻ ამა჻ მისსა჻ ნაუბარსა჻ მუნ჻ დააგდეს჻ ქალი჻ ასმათ჻ ფრიდონ჻ მისცემს჻ საჩუქარსა჻ თუით჻ სამასსა჻ ცხენოსანსა჻ წაიტანდეს჻ გმირთა჻ დარსა჻ ბოლოდ჻ ღ~თი჻ გაუმარჯვებს჻ ყოვლსა჻ პირველ჻ შენაზარსა჻

1531. ზღუა჻ გაიარეს჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შეფიცებულთა჻ ფრიდონ჻ გზა჻ იცის჻ იარეს჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ რებულთა჻ ფრიდონ჻ თქუა჻ ვახლავთ჻ არეთა჻ ჩუენ჻ ქაჯეთს჻ მიახლებულთა჻ აქათგან჻ ღამით჻ ვლა჻ გუინდა჻ მით჻ არას჻ გამჟღავნებულთა჻

1532. ამა჻ ფრიდონის჻ თათბირთა჻ სამნივე჻ ერთგან჻ ზმიდიან჻ რა჻ გაუთენდის჻ დადგიან჻ და჻ ღამით჻ ფიცხლა჻ ვლიდიან჻ მივიდეს჻ აჩნდა჻ ქალაქი჻ მცველთა჻ ვერ჻ დასთუალვიდიან჻ გარე჻ კლდე჻ იყო჻ გუშაგთა჻ ჴმა჻ ჯარვით჻ გაადიდიან჻

1533. ყოვლგნით჻ მრგუალი჻ შეუვალი჻ არსით჻ იყო჻ ყოლა჻ პირი჻ სამთა჻ კართა჻ ცხრა჻ ათასი჻ ზედა჻ სცუიდა჻ მოყმე჻ გმირი჻ შუა჻ ციხე჻ ამართული჻ კლდე჻ კეკლუცი჻ არ჻ დუხჭირი჻ გუირაბითა჻ შესავალი჻ ახურეტილი჻ ვითა჻ სტუირი჻

1534. გუირაბის჻ კარსა჻ ჭაბუკი჻ ათი჻ ათასი჻ მცველია჻ მათ჻ ლომთა჻ ნახეს჻ ქალაქი჻ მთუარე჻ დგას჻ მუნ჻ ნათელია჻ თქუეს჻ ვითათბიროთ჻ ვითა჻ ვთქუათ჻ აწ჻ გამორჩევა჻ ძნელია჻ ასი჻ ათასსა჻ აჯობებს჻ თუ჻ გამორჩევით჻ მქმნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისი჻

1535. ფრიდონ჻ თქუა჻ ვიტყვი჻ სიტყვასა჻ ვეჭუ჻ ჩემი჻ არ჻ დამცდარია჻ ჩუენ჻ ცოტანი჻ ვართ჻ ქალაქი჻ დიდთაგან჻ საომარია჻ პირისპირ჻ ომი჻ არ჻ ძალ჻ გუაქვს჻ არჟამი჻ საკუეხარია჻ ათას჻ წელ჻ ვერსით჻ შევუვალთ჻ თუ჻ ზედ჻ დაგუიჴშან჻ კარია჻

1536. ჩემსა჻ სიმცროსსა჻ გამზრდელნი჻ სამუშაითოდ჻ მზრდიდიან჻ მასწავლნეს჻ მათი჻ საქმენი჻ მახლტუნებდიან჻ მწურთიდიან჻ ასრე჻ გავიდა჻ საბელსა჻ რომ჻ თუალნი჻ ვერ჻ მომკიდიან჻ ვინცა჻ მჭურეტდიან჻ ყმაწვილნი჻ იგიცა჻ ინატრიდიან჻

1537. აწ჻ ვინცა჻ ვიცით჻ უკეთუ჻ შეტყორცა჻ საგდებელისა჻ მან჻ ერთსა჻ ბურჯსა჻ გარდვაგდოთ჻ წუერი჻ საბლისა჻ გრძელისა჻ მას჻ ზედა჻ გავლა჻ ადვილად჻ მიჩანს჻ მართ჻ ვითა჻ ველისა჻ თქუენ჻ ჭირად჻ გაყო჻ შიგანთა჻ პოვნა჻ კაცისა჻ მრთელისა჻

1538. აბჯრითა჻ გავლა჻ არად჻ მიჩს჻ ჭირად჻ გატანა჻ ფარისა჻ შიგან჻ ჩავხტები჻ კისკასად჻ ვეცემი჻ მსგავსად჻ ქარისა჻ ლაშქართა჻ დავჰხოც჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისა჻ თქუენცა჻ მუნ჻ მოდით჻ სადაცა჻ გესმას჻ ზრიალი჻ ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა჻

1539. ავთანდილ჻ უთხრა჻ ჰე჻ ფრიდონ჻ მოყუასნი჻ ვერ჻ გიჩივიან჻ ლომთა჻ მკლავთაგან჻ იმედი჻ გაქუ჻ არა჻ წყლულნი჻ გტკივიან჻ სთათბირობ჻ ძნელთა჻ თათბირთა჻ მტერთა჻ ივაგლახივიან჻ მაგრა჻ თუ჻ გესმის჻ გუშაგნი჻ რა჻ ახლო჻ ახლო჻ ყივიან჻

1540. რა჻ გახუიდოდე჻ გუშაგთა჻ ესმას჻ აბჯრისა჻ ჩხერება჻ გიგრძნობენ჻ თოკსა჻ მოჰკუეთენ჻ ამისი჻ ჴამს჻ დაჯერება჻ წაგიჴდეს჻ ცუდად჻ ყუელაი჻ დაგრჩეს჻ ცუდიღა჻ ფერება჻ ეგე჻ თათბირი჻ არ჻ ვარგა჻ სხუაებრ჻ ვქნათ჻ თავის჻ ტერება჻

1541. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქუენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა჻ ისი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა჻ სავაჭროდა჻ მოვეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა჻ ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭუსა჻ ჴრმალსა჻

1542. სამთავე჻ შესულა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გუიგრძნან჻ არს჻ სათუები჻ მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები჻ მალვით჻ ჩავიცუამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები჻ ღ~თნ჻ ქნას჻ უხუად჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები჻

1543. შიგანია჻ მცველთა჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად჻ თქუენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მსგავსად჻ გმირისად჻ კლიტეთა჻ დავლეწ჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისად჻ თუ჻ რა჻ სხუა჻ გვიჯბს჻ თქუენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისად჻