... (H-461), XVIII ს.

1641. აწ჻ მეფეო჻ არ჻ ეგების჻ ჩვენი჻ სხდომა჻ თქვენად჻ სწორად჻ საჴელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ სხვა჻ დაუდგა჻ ტახტი჻ შორად჻ ქვემოდ჻ დასხნა჻ ავთანდილ჻ და჻ მისი჻ ცოლი჻ არ჻ საჭორად჻ პირველ჻ ძღვენი჻ ტარიასთვის჻ მოიღიან჻ იდვის჻ გორად჻

1642. არაბთა჻ მეფე჻ მასპინძლობს჻ იქს჻ ოდენ჻ არიფობასა჻ ზოგჯერ჻ მათ჻ ახლავს჻ ზოგჯერ჻ მათ჻ არ჻ იჴმობს჻ ჴელმწიფობასა჻ გასცემს჻ და჻ უქებს჻ ყოველნი჻ პურობა჻ იეფობასა჻ ფრიდონ჻ ზის჻ ახლოს჻ ავთანდილს჻ ჩვეული჻ ვით჻ მეფობასა჻

1643. მეფესა჻ ქმრითურთ჻ პატივი჻ ჰქონდა჻ ინდოთა჻ ქალისა჻ სიყვარული჻ და჻ ჩუქება჻ ვით჻ სიძისა჻ და჻ რძალისა჻ რომე჻ სძღუნა჻ არა჻ ეგების჻ თქმა჻ არცა჻ ნაათალისა჻ კარგი჻ სკიპტრები჻ პორფირი჻ და჻ გვირგვინები჻ თვალისა჻

1644. კვლავ჻ უძღვნა჻ ძღვენი჻ ორთავე჻ მგზავსი჻ მათისა჻ ბედისა჻ ათასი჻ თვალი჻ ნაშობი჻ რომანულისა჻ დედისა჻ კვლავ჻ მარგალიტი჻ ათასი჻ ბატის჻ კვერცხ჻ შენახედისა჻ ხუთასი჻ ცხენი჻ ტაიჭი჻ სიდიდით჻ მგზავსი჻ ქედისა჻

1645. ფრიდონს჻ უძღვნა჻ ცხრა჻ ტაბაკი჻ მარგალიტი჻ თავშედგმული჻ ცხრა჻ ტაიჭი჻ ძვირფასისა჻ უნაგრითა჻ შეკაზმული჻ ინდოთ჻ მეფე჻ თაყვანისცემს჻ ლაღი჻ ბრძენი჻ არ჻ მახმული჻ მადლი჻ ჰკადრა჻ ფხიზელურად჻ თუმცა჻ იყო჻ ღვინო჻ სმული჻

1646. რას჻ ვაგრძელებდე჻ გარდაჴდა჻ დღენი჻ ერთისა჻ თვისანი჻ თამაშობდიან჻ არ჻ იყუნეს჻ ყოლე჻ გაყრანი჻ სმისანი჻ ტარიელს჻ სძღვნიან჻ უცხონი჻ თვალნი჻ ლალისა჻ ქვისანი჻ მათ჻ ყოვლთა჻ მათნი჻ ელვანი჻ ჰფარვენ჻ მართ჻ ვითა჻ მზისანი჻

1647. ტარიელ჻ ჰგვანდის჻ ვარდსა჻ და჻ იყვის჻ ფიფქისა჻ მთოელად჻ ავთანდილ჻ როსტანს჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ დასათხოელად჻ შესთვალა჻ შენი჻ სიახლე჻ კმა჻ ჩემად჻ ლხინად჻ ყოველად჻ მტერთა჻ აქუს჻ ჩემი჻ სამეფო჻ ვიცი჻ მუნ჻ შიგან჻ მძოველად჻

1648. უცებნი჻ მოსრნის჻ მცოდნელთა჻ ცოდნამან჻ ჴელოვნებამან჻ ვეჭუ჻ მოქცეს჻ თქვენცა჻ მოწყენა჻ ჩემმან჻ რასამცა჻ ვნებამან჻ წავიდე჻ ავი჻ არ჻ მიყოს჻ მე჻ აქა჻ დაყოვნებამან჻ ადრე჻ კვლავ჻ გნახე჻ მორჭმულნი჻ ინებოს჻ ღმრთისა჻ ნებამან჻

1649. როსტევანს჻ ეთქვა჻ მეფეო჻ რად჻ ხართ჻ რასაცა჻ რიდითა჻ რაცა჻ გიჯობდეს჻ ეგრე჻ ჰქმენ჻ გასჭურეტდით჻ გაიცდიდითა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წამოგყუეს჻ წადით჻ ლაშქრითა჻ დიდითა჻ თქვენთა჻ მტერთა჻ და჻ ორგულთა჻ დაფრეწდით჻ დაცასჭრიდითა჻

1650. ავთანდილ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყვები჻ ორები჻ მან჻ უთხრა჻ გაე჻ ნუ჻ უბნობ჻ შეცევ჻ ბროლისა჻ ყორები჻ ახლა჻ შეყრილსა჻ მთვარესა჻ მზეო჻ ვით჻ მოეშორები჻ ავთანდილ჻ უთხრა჻ სიტყვითა჻ არ჻ ვისგან჻ მოვიღორები჻

1651. ტარიელს჻ უგავს჻ სიცილი჻ ბროლისა჻ ვარდთათ჻ ფრქვევასა჻ უბრძანა჻ ვიტყვი჻ უშენოდ჻ შენისა჻ უფრო჻ მე჻ ვასა჻ რადგან჻ გწადიან჻ წამომყევ჻ დამწამებ჻ ნურას჻ თნევასა჻ ავთანდილ჻ ბრძანებს჻ ლაშქართა჻ ყოვლგნით჻ მის჻ თანა჻ წვევსა჻

1652. შეჰყარნა჻ სპანი჻ არაბეთს჻ აღარა჻ ხან჻ დაზმულია჻ კაცი჻ ორმოცი჻ ათასი჻ ყველაი჻ დაკაზმულია჻ ცხენსა჻ და჻ კაცსა჻ ემოსა჻ აბჯარი჻ ხვარაზმულია჻ არაბთა჻ მეფე჻ მათითა჻ გაყრითა჻ ნაღველ჻ ჭმულია჻

1653. ერთმანერთისა჻ გაყრილნი჻ ქალნი჻ ორნივე჻ დობილნი჻ ერთმანერთისა჻ დათ჻ ფიცნი჻ სიტყვისა჻ გამონდობილნი჻ მკერდითა჻ მკერდსა჻ შეკრულნი჻ ყელისა჻ გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს჻ მათთა჻ მჭურეტელთა჻ გულნიცა჻ ესხნეს჻ წთობილნი჻

1654. მთვარე჻ ცისკრისა჻ ნიავსა჻ რა჻ თანა჻ შეესწოროსა჻ ორნივე჻ სწორად჻ ნათობდეს჻ მოშორდეს჻ მოეშოროსა჻ არა჻ თუ჻ თითვან჻ მოშორდეს჻ მართ჻ ცამან჻ მოაშოროსა჻ მათად჻ საჭურეტლად჻ მჭურეტელმან჻ ჴამს჻ თავი჻ იქედგოროსა჻

1655. მათთავე჻ სახედ჻ რომელსა჻ ესენი჻ დაუბადიან჻ იგივე჻ გაჰყრის჻ სიშორე჻ არა჻ თუ჻ ნებით჻ სწადიან჻ ვარდსა჻ სწებენ჻ და჻ აპობენ჻ ტირან჻ და჻ ცრემლნი჻ ჩასდიან჻ მათთა჻ გამყრელთა჻ ყველთა჻ სიცოცხლე჻ არ჻ იქადიან჻

1656. ნესტანჯარ჻ იტყვის჻ ნეტამც჻ ყოლემ჻ არ჻ შემოგცნებოდი჻ მზისა჻ გამყრელი჻ გაყრითა჻ აწ჻ ასრე჻ არ჻ დავდნებოდი჻ ამბავსა჻ სცნევდი჻ მაცნევდი჻ წიგნითა჻ მეუბნებოდი჻ ვითა჻ მე჻ შენთვის჻ დამწვარვარ჻ აგრე჻ შენ჻ ჩემთვის჻ ბნდებოდი჻

1657. თინათინ჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ შენთა჻ მჭურეტელთა჻ ლხინებო჻ რადგან჻ გაგწირე჻ თუ჻ ვითა჻ გაყრასა჻ მოვითმინებო჻ ღ~თისაგან჻ დღეთა჻ თხოვისა჻ ნაცულად჻ სიკვდილი჻ ვინებო჻ აგრემცა჻ მივი჻ რაზომსა჻ მე჻ ცრემლსა჻ დავიდინებო჻

1658. კვლავ჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ გაიყარნეს჻ იგი჻ ქალნი჻ ქვე჻ დამდგომმან჻ წამავალსა჻ ვერ჻ მოსწყვიტნა჻ ყოლე჻ თვალნი჻ იგი჻ იჭურეტს჻ უკუღმავე჻ ედებოდეს჻ ამით჻ ალნი჻ რომე჻ მწადდეს჻ ვერ჻ დავსწერე჻ მე჻ ქებისა჻ ნაათალნი჻

1659. როსტან჻ მათითა჻ გაყრითა჻ ხელთაგან჻ უფრო჻ ხელდების჻ ათასჯერ჻ იტყუის჻ ვაგლახსა჻ არ჻ სულთქმა჻ უერთხელდების჻ ფიცხი჻ სდის჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მართ჻ ვითა჻ ქვაბი჻ ცხელდების჻ ტარიელ჻ არის჻ დაღრეჯით჻ ფიფქი჻ ნასდების჻ თხელდების჻

1660. ტარიელს჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ მეფე჻ ხვევნით჻ და჻ კოცებით჻ იტყვის჻ თუ჻ თქვენი჻ სიახლე჻ მიჩანს჻ აქამდისცა჻ ოცებით჻ რადგან჻ მოგშორდი჻ დავრჩები჻ პატიჟთა჻ გაასოცებით჻ შენგან჻ მოგუეცა჻ სიცოცხლე჻ შენგანვე჻ დავიჴოცებით჻