... (H-461), XVIII ს.

1698. ბრძენმან჻ ვინმე჻ მასწავლელმან჻ საკითხავი჻ ესე჻ ვპოვნე჻ ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტის჻ მეტი჻ სიგულოვნე჻ ოდეს჻ მტერსა჻ მოერიო჻ ნუღარ჻ მოჰკლავ჻ დაიყოვნე჻ გინდეს჻ სრული჻ მამაცობა჻ ესე჻ სიტყვა჻ დაიხსოვნე჻

1699. ტარიელ჻ მოტკბა჻ ღმრთისავე჻ მგზავსად჻ იგ჻ წარმართულია჻ აღარ჻ დაგჴოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმან჻ თუ჻ ლია წაღმა჻ ვერ჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია჻ ნაქმარი჻ მრუდი჻ ყველაი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია჻

1700. თაყვანი჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ჴმა჻ მათი჻ გარეთ჻ იარეს჻ ღმერთსა჻ შევედრეს჻ ჴმა჻ მაღლა჻ სვე჻ მათი჻ გააძლიარეა჻ თავები჻ დაჴსნეს჻ სიკუდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს჻ ტარიას჻ ჴმალნი჻ ვერ჻ გაძღა჻ ჯერთ჻ ჴორცი჻ მოიმშიერეს჻

1701. ერთი჻ კაცი჻ მათ჻ ლაშქართა჻ მახარობლად჻ მიუვიდა჻ არ჻ დაგჴოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყველაკაი჻ დალოცვიდა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ზოგი჻ ამას჻ მოზრახვიდა჻ მოვიდა჻ იგი჻ მოყმე჻ რომე჻ ერთი჻ ბევრსა჻ სრვიდა჻

1702. მათ჻ ლომთა჻ ჭვრეტად჻ მოსრული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭვრეტია჻ რისხვისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია჻ მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია჻ ინდოეთს჻ ზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართ჻ ვითა჻ სვეტია.჻

1703. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორიშორ჻ ესალამიან჻ შიგნითა჻ დროშა჻ ინდოთა჻ მათ჻ იცნეს჻ აალამიან჻ ვერ჻ გამოენდვნეს჻ ინდონი჻ თქვეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ლამიან჻ არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან჻

1704. ტარიელ჻ მიდგა჻ უყივლა჻ მე჻ მოველ჻ მეფე჻ თქვენიო჻ თანა჻ მყავს჻ ჩემი჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მფენიო჻ ჩვენ჻ მოგვცა჻ მაღლით჻ მაღალმან჻ წყალობა჻ მისი჻ ზენიო჻ გამოდით჻ თქვენი჻ სიშორე჻ არს჻ ჩემგან჻ მოუთმენიო჻

1705. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მი჻ და჻ მო჻ სრბანია჻ სრულად჻ ნათლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანის჻ ბანია჻ ჴმამაღლად჻ ჴმობდეს჻ იძახდნენ჻ მოგვშორდეს჻ სალმობანია჻ აქამდის჻ რისხვა჻ მაღალმან჻ აწ჻ მოგუცა჻ წყალობანია჻

1706. კარნი჻ გაახუნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხუნეს჻ მათ჻ კლიტენია჻ ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ მათი჻ შემჭურეტენია჻ ტირან჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია჻ ზახილით჻ თავსა჻ იგლეჯენ჻ ყორნის჻ ფრთა჻ ბოლო჻ ტენია჻

1707. ვითა჻ გამზრდელზედ჻ მართებდა჻ გაზრდილი჻ ეგრე჻ ხელია჻ რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ცეცხლთაგან჻ უფრო჻ ცხელია჻ თავსა჻ იცემს჻ და჻ იძახის჻ ტირს჻ მეტად჻ გულ჻ ფიცხელია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ მოჰფოცხავს჻ ბროლისა჻ საფოცხელია჻

1708. რა჻ ნახნა჻ ხასნი჻ ვაზირნი჻ ფლასითა჻ დამოსილნია჻ კვლავ჻ დაიძახა჻ ტარიელ჻ ცუდად჻ ცოცხალსა჻ მივლიან჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თუალთაგან჻ სდის჻ და჻ მიწყობით჻ მილნია჻ მოვიდა჻ ყელსა჻ მოეჭუდნენ჻ ვითა჻ ძმანი჻ და჻ შვილნია჻

1709. დიდებულნი჻ მოეხვივნეს჻ მოუზრუნვეს჻ მათ჻ ცოლქმართა჻ ქალი჻ დაბნდა჻ მამისათვის჻ ტირილიცა჻ ვერ჻ შემართა჻ ვარდსა჻ რტონი჻ ჩამოსცუივდეს჻ ზე჻ ვერავინ჻ წამომართა჻ მაშინ჻ კაცთა჻ ვინ჻ ნ჻ ახევდა჻ გაცინებით჻ მოღიმართა჻

1710. დედოფალი჻ გამოჭრილი჻ მოვიდოდა჻ მათად჻ ნახვად჻ უბრძანებდა჻ რად჻ ვინ჻ სტირთო჻ ესე჻ ჰქონდა჻ წყრომა჻ ზრახვად჻ ღმერთმან჻ რისხვა჻ მოაქცია჻ წყალობისა჻ გამოსახუად჻ გუმართებს჻ რომე჻ მადლი჻ მივსცეთ჻ აღარა჻ გვცალს჻ სულთქმა჻ ახვად჻

1711. ტარიელ჻ ზედან჻ მოიჭდუნა჻ მხურვალთა჻ ცრემლთა჻ მდენელმან჻ იტყვის჻ თუ჻ ცეცხლი჻ დამევსო჻ ქარმან჻ მამქროლა჻ მე჻ ნელმან დადუმდი჻ სული჻ დაიღე჻ ჩემგან჻ ამისმან჻ მსმენელმან჻ თქვენმან჻ სიცოცხლემ჻ მალხინა჻ ღმერთმან჻ ობოლთა჻ მლხენელმან჻

1712. ქალმან჻ დედასა჻ შესტირნა჻ აჰი჻ რაღა჻ ვქნა჻ დედაო჻ წითელ჻ ყვითლითა჻ დაგაგდე჻ აწ჻ შაოსანსა჻ გჴედაო჻ მამამან჻ ტახტი჻ დასცალა჻ ვაი჻ აღარ჻ ზის჻ ზედაო჻ დედამან჻ ცრემლნი჻ მოსწურნა჻ ეტყვის჻ კმა჻ რაღას჻ ბედაო჻

1713. გარდაუკოცნა჻ პირი჻ და჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ თხელები჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ ბაგითა჻ გაჰჴდა჻ ალვისა჻ მთხელები჻ დარეჯანს჻ ეტყუის჻ რაღა჻ ვთქვათ჻ სიტყვები჻ ბედით჻ ხელები჻ ჩვენ჻ ყოვლთა჻ გვმართებს჻ ნეტარძი჻ ათასი჻ არერთხელები჻

1714. რა჻ გარდაჴდა჻ მცირე჻ ხანი჻ ჟამი჻ იქნა჻ გარდასრულად჻ დიდებულნი჻ ეთაყუანნეს჻ ერთობილნი჻ ადგეს჻ სრულად჻ იგი჻ მზენი჻ მიეგებნეს჻ მოეხვივნეს჻ გულის჻ გულადა჻ აკოციან჻ თავის჻ თავად჻ მოიკითხეს჻ თვითეულად჻

1715. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ჰკადრეს჻ დედოფალსა჻ მიმტკივნება჻ ტარიელ჻ თქვა჻ დედოფალო჻ გაქვს჻ ამათი჻ არა჻ მცნება჻ ესენია჻ მჴსნელნი჻ ჩვენი჻ აწ჻ არა჻ გუცალს჻ გრძლად჻ უბნება ამათგან჻ გვაქვს჻ ჩუენ჻ ორთავე჻ სიცოცხლისა჻ მოპოვნება჻

1716. ადგა჻ და჻ ქალაქს჻ შამოვიდა჻ თვით჻ გარდაჴდეს჻ სრასა჻ მათსა჻ ერთსა჻ ბრძანებს჻ დედოფალი჻ მართ჻ სიტყვასა჻ ვითამ჻ ათსა჻ ღმერთმან჻ მოსრნა჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ ვერ჻ დავცემენ჻ ყოლ჻ შამათსა჻ ამად჻ შევიქ჻ სიხარულსა჻ მართ჻ გულისა჻ საკამათსა჻

1717. უბრძანა჻ გლოვა჻ გახსენით჻ ქოს჻ წინწილასა჻ ჰკარითო჻ დიდი჻ ზათქი჻ და჻ ზეიმი჻ გავიდეს჻ ჩვენით჻ კარითო჻ ნახლები჻ თქუენი჻ ოქროსა჻ სარტყლითა჻ მოიკარითო჻ იცინოდით჻ და჻ იმღერდით჻ ნუ჻ ცრემლი჻ აწანწკარითო჻