... (H-461), XVIII ს.

1526. კვლავ჻ ფატმან჻ ჰკადრა჻ სამთავე჻ სიტყვები჻ დასათხოველი჻ ავთანდილისგან჻ გამოვა჻ ქნად჻ საქმე჻ კარგი჻ ყოველი ნუ჻ მოიშორვებთ჻ გიყვარდესთ჻ გაფიცო჻ ღმერთი჻ ცხოველი჻ რადგან჻ გმსახურეთ჻ რაც჻ ვჰქენით჻ ცოდვათ჻ აღარას჻ მოველი.

1527. ტარიელ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ჩემთვის჻ ხარ჻ კარგის჻ გულითა჻ შენ჻ გაგვინათლე჻ სიბნელე჻ ვსხედით჻ შუქ჻ დაკარგულითა჻ ხარ჻ ნიადაგმცა჻ ყოვლითა჻ საქმითა჻ საკარგულითა჻ ვართ჻ ჩვენის჻ გულით჻ შენისა჻ გულთანა჻ დანერგულითა

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ნურადინ ფრიდონისას მისულა჻

1528. გამოვლნეს჻ ზღვანი჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შენაფიცართა჻ კვლავ჻ ამტკიცებდეს჻ სიტყვათა჻ მათ჻ პირველ჻ დანაფიცართა჻ შვენის჻ მღერა჻ და჻ სიცილი჻ მათ჻ მისთა჻ არუვიცართა჻ ბაგეთათ჻ შუქი჻ შეადგის჻ ზედა჻ ბროლისა჻ ფიცართა჻

1529. მუნით჻ კაცი჻ ასმათს჻ თანა჻ მათ჻ გაგზავნეს჻ მახარობლად჻ კვლავ჻ ფრიდონის჻ თავადებტა჻ ნაომართა჻ მათთა჻ მთხრობლად჻ მანდა჻ მოვა჻ მოიმაღლებს჻ მზე჻ მნათობთა჻ მამაგრობლად჻ ჩვენ჻ დამზრალნი჻ აქანამდის჻ აწ჻ გავხედით჻ დაუზრობლად჻

1530. იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ იარეს჻ გზა჻ ზღვის჻ პირისა჻ მიყმაწვილობდეს჻ უხარის჻ მათ჻ გარდაჴდომა჻ ჭირისა჻ მივიდეს჻ სადა჻ ქვეყანა჻ იყო჻ ნურადინ჻ გმირისა჻ მოეგებოდის჻ ისმოდის჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ხშირისა჻

1531. მუნ჻ მიეგებნენ჻ ყოველნი჻ ფრიდონის჻ დიდებულები჻ ასმათი჻ სავსე჻ ლხინითა჻ ვის჻ აღარ჻ აჩნდა჻ წყლულები჻ ნესტანდარეჯანს჻ მოიჭუდა჻ რომე჻ ვერ჻ გახსნის჻ ცულები჻ აწ჻ გაუსრულა჻ ყოველი჻ მან჻ მისი჻ ნაერთგულები჻

1532. ნესტანდარეჯან჻ ეხვევის჻ პირსა჻ აკოცებს჻ პირითა჻ უბრძანა჻ ჩემო჻ ვაგლახ჻ მე჻ შენცა჻ აგავსე჻ ჭირითა჻ აწ჻ ღმერთმან჻ მოგცეს჻ წყალობა჻ ვცან჻ მისი჻ არსიძვირითა჻ მე჻ გულსა჻ შენსა჻ ეზომთა჻ არ჻ ვიცი჻ გარდვიჴდი჻ რითა჻

1533. ასმათ჻ ჰკადრა჻ მადლი჻ ღმერთსა჻ ვარდი჻ ვნახენ჻ არ჻ დაზრულნი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გააცხადა჻ გონებამან჻ დაფარულნი჻ სიკვდილიცა჻ სიცოცხლედ჻ მჩანს჻ ოდეს჻ გნახენ჻ მხიარულნი჻ სჯობან჻ ყოვლთა჻ მოყვარულთა჻ პატრონ჻ ყმათა჻ სიყვარული჻

1534. დიდებულთა჻ თაყვანისსცეს჻ მოახსენეს჻ დიდი჻ ქება჻ რომე჻ დიდად჻ გაგვახარა჻ კურთხეულა჻ მისი჻ ღმრთება჻ ჩვენ჻ გვიჩვენნა჻ პირი჻ თქვენი჻ აღარა჻ გვწუავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება჻

1535. მოვიდეს჻ და჻ პირი჻ ჴელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს჻ მეფე჻ ეტყვის჻ ძმათა჻ თქვენთა჻ თავნი჻ ჩვენთვის჻ დაიჴოცნეს჻ იგი჻ შვებას჻ საუკუნო჻ ცხადად჻ პოვეს჻ არ჻ იოცნეს჻ ერთსა჻ მიხუდეს჻ საზიაროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს჻

1536. თუმცა჻ მე჻ მათი჻ დაჴოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია჻ მაგრა჻ მათ჻ მიხუდა჻ უკუდავი჻ მუნ჻ დიდი჻ სანუკვარია჻ ესე჻ თქვა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია჻ ნარგისად჻ იძურის჻ ბროლი჻ და჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია჻

აქა ქაჯეთს დაჴოცილის ყმათათვის ტირილი ფრიდონისას჻

1537. მუნ჻ ატირდეს჻ ყველაკანი჻ რა჻ ტარიელ჻ ეგრე჻ ნახეს჻ რაცა჻ ვისრა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ სულთქმითა჻ მეტად჻ ახეს჻ დადუმდნენ჻ და჻ მოახსენეს჻ რადგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს჻ თქვენთა჻ მჭვრეტთა჻ ლხინი჻ მართებს჻ რასათვისმცა჻ ივაგლახეს჻

1538. ვინ჻ ღირს჻ ა჻ თქვენგან჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ შეჭირვებასა჻ თქუენთვის჻ სიკვდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედან჻ რებასა჻ კვლავ჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნურათ჻ იქ჻ გამწარებასა჻ ღმერთიმცა჻ მუქფად჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა჻

1539. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღაზანზარია჻ წინ჻ მოეგებნენ჻ ყოველნი჻ გაჴდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ჴმა჻ ტკბილად჻ შენათხზარია჻ მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია჻

1540. შორს჻ უარებდეს჻ სარაგნი჻ ჴელთა჻ აქუთ჻ მუნ჻ აბჯარია჻ შუათა჻ მოდგნეს჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭურეტელთა჻ ჯარია჻ მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ თავისა჻ დამსაჯარია჻ მათად჻ საჭურეტლად჻ მიშვება჻ მუნ჻ მათგან჻ ნააჯარია჻

1541. გადახდნე჻ ფრიდონისსა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები჻ გამოაგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლოსან჻ მონები჻ ფერჴთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მრავლად჻ არს჻ მუნ჻ ნაქსონები჻ თავსა჻ აყრიდეს჻ გუარსა჻ ხვეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ ნარონები჻

აქა ქორწილი ტარიელისა ფრიდონის სახლსა ჴელმწიფურის წესით჻

1542. მათ჻ ქალ჻ ყმათათვის჻ დაედგა჻ საჯდომი჻ თეთრძოწეული჻ წითელ჻ ყვითლითა჻ თვალითა჻ ზედა჻ კეკლუცად჻ ფრქვეული჻ ავთანდილისთვის჻ ზურმუხტი჻ ფირუზი჻ ერთგან჻ რეული჻ მოვიდნენ჻ ვნახეთ჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა჻ სულ჻ დალეული჻