... (H-461), XVIII ს.

1543. მგოსანნი჻ მოდგეს჻ ისმოდა჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ტკბილისა჻ ქორწილი჻ ქნეს჻ და჻ გამრავლდა჻ ძღუნობა჻ ლარისა჻ ლბილისა჻ ფრიდონის჻ პურად჻ კარგისა჻ არ჻ მასპინძლისა჻ წბილისა჻ ნესტანჯანს჻ შვენის჻ ღიმილი჻ ჩენა჻ თეთრისა჻ კბილისა჻

1544. მოიღეს჻ ძღუენი჻ უსახო჻ ფრიდონის჻ არალქატისა჻ ცხრა჻ მარგალიტი჻ სიდიდით჻ მართ჻ ვითა჻ კვერცხი჻ ბატისა჻ კვლავ჻ ერთი჻ თვალი჻ სამგზავსო჻ მზისა჻ შუქ჻ მონამატისა჻ მას჻ წინა჻ ღამით჻ ძალედვის჻ მხატვარსა჻ ხატვა჻ ხატისა჻

1545. კვლავ჻ უძღვნა჻ თვითო჻ ფარღულიგარდასაყრელი჻ ყელისა჻ მგურგულად჻ გათლილისა჻ ლალისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა჻ კვლავ჻ მოაქუს჻ ერთი჻ ტაბაკი჻ მძლედ჻ საჭირავი჻ ხელისა჻ ავთანდილისთვის჻ ლომისა჻ ძღვენი჻ ფრიდონის჻ ქველისა჻

1546. იგი჻ ტაბაკი჻ სავსეა჻ მარგალიტითა჻ მსხვილითა჻ ავთანდილს჻ უძღვნა჻ ყველაი჻ არა჻ სიტყვითა჻ წბილითა჻ აივსო჻ სახლი჻ სტვირითა჻ და჻ ოქსინოთა჻ ლბილითა჻ ტარიელ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ტკბილითა჻

1547. ფრიდონისგან჻ უსაზომო჻ ქორწილია჻ დღესა჻ რვასა჻ ყოვლთა჻ დღეთა჻ მიართმიდნენ჻ უფასოსა჻ ძღვენსა჻ მზასა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ არ჻ გასწყვეტდეს჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ხმასა჻ აჰა჻ მიხუდეს჻ შესაფერნი჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა჻

1548. ტარიელ჻ ფრიდონს჻ უბრძანა჻ დღე჻ ერთ჻ სიტყვები჻ გულისა჻ არს჻ გული჻ თქუენი჻ საჩემო჻ უფროსი჻ ძმისა჻ სრულისა჻ არ჻ გემუქფების჻ სიცოცხლე჻ არცა჻ მოცემა჻ სულისა჻ მე჻ თქვენგან჻ ვჰპოვე჻ მოკუდავმან჻ ჩემი჻ წამალი჻ წყლულისა჻

1549. ავთანდილისგან჻ თქვენც჻ იცით჻ ჩემთვის჻ თავისა჻ დადება჻ აწ჻ მე჻ მაქუ჻ ნაცვლად჻ მისისა჻ მოჴმარებისა჻ წადება჻ შენ჻ მიდი჻ ჰკითხე჻ რა჻ უნდა჻ მან჻ ქნას჻ ამისი჻ ცხადება჻ ვითა჻ დამივსო჻ საჴმილი჻ ეგრე჻ მისიცა჻ კმა჻ დება჻

1550. უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გარდიჴდის჻ შენგან჻ ჩემსა჻ ჭირნახულსა჻ ღმერთი჻ მოგცემს჻ წყალობასა჻ მისგან჻ ზეცით჻ შესახულსა჻ თუ჻ ვერა჻ ვიქ჻ საწადელსა჻ შენსა჻ შენთვის჻ გაზრახულსა჻ არა჻ ვნახავ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ არ჻ დარბაზსა჻ არცა჻ ხულსა჻

1551. აწ჻ მითხარ჻ ჩემგან჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ რად჻ მოგეჴმარები჻ ვარჩევ჻ წავიდეთ჻ არაბეთს჻ იყავ჻ ჩემიცა჻ მარები჻ ტკბილი჻ სიტყვითა჻ გავმართოთ჻ და჻ ჴრმლითა჻ საომარები჻ შენ჻ შენს჻ ცოლსა჻ არ჻ შეგრთავ჻ მე჻ ჩემსა჻ არ჻ ვექმარები჻

1552. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ მას჻ გაეცინა჻ გაღიმდა჻ შვენოდა჻ მხიარულობა჻ თქვა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა჻ ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ აქუს჻ ლხინ჻ ნაკლულობა჻

1553. ჩემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ ღ~თისა჻ ნებითა჻ საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არვისგან჻ ვნებითა჻ არცა჻ რა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძნეულთა჻ გრძნებითა჻ მას჻ ზედა჻ შუელა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებითა჻

1554. რა჻ მოვა჻ ზეცით჻ განგება჻ ჩემთვის჻ მოსრულნი჻ ზენანი჻ ღმერთი჻ იწადებს჻ მამივლენ჻ გულისა჻ საჴმილთა჻ ლხენანი჻ მაშინღა჻ მამხუდეს჻ მოკვდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი჻ უმის჻ ჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მიდამო჻ რბენანი჻

1555. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი჻ მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლმობილი჻ ვარ჻ მუცლითგანვე჻ დედისა჻ თქვენთვი჻ სამონოდ჻ შობილი჻ ღმერთმან჻ მუნამდის჻ მიწა჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი჻

1556. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყვარელისა჻ შენისა჻ ეგე჻ არს჻ მგზავსი჻ გულისა჻ ლმობიერისა჻ თქვენისა჻ მუნა჻ მე჻ ჴრმალი჻ არ჻ მიკვეთს჻ არცა჻ სივრცელე჻ ენისა჻ მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა჻

1557. ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე჻ ინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე჻ გუერდცავე჻ გიჯდესიგი჻ მზე჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე჻ მებრძოლნი჻ თქვენნი჻ მოგესრნეს჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე჻

1558. რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი჻ მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მომხუდენ჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი჻ როდესცა჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ საჴმოლთა჻ დებანი჻ სხუა჻ თქვენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ ცუდნიღა჻ თნებანი჻

1559. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყვანი჻ ყმისანი჻ მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი჻ ვითა჻ მან჻ ჰპოვა჻ მიზეზნი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი჻ ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახნეს჻ ძალგულნი჻ ძმისანი჻

1560. ესე჻ უთხარ჻ ჩემაგიერ჻ სიტყვა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები჻ მე჻ შენისა჻ გამზრდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები჻ ვეჭუ჻ რომ჻ ბევრი჻ დამეხოცოს჻ მონა჻ მისგან჻ საყვარლები჻ ვითხოვ჻ ხოლო჻ შენდობასა჻ ეგეთიღა჻ მოვბრუნდები»჻

1561. კვლავცა჻ უთხრა჻ მოციქულსა჻ ამისმეტსა჻ ნურას჻ ნუო჻ ხვალე჻ წასულა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო჻ მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყვა჻ გავაცრუო჻ ამოდ჻ ვსთხოვო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევაგუო»჻

1562. უამბო჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ თქმულობა჻ მას჻ დაუმძიმდა჻ შეექნა჻ მეტად჻ გულსა჻ წყლულობა჻ ასრე჻ ჴამს჻ რიდი჻ მეფეთა჻ ყმათაგან჻ მოკრძალულობა჻