... (H-461), XVIII ს.

1679. მაშინ჻ გაჰჴდეს჻ ყველაკანი჻ მტირალად჻ და჻ ცრემლთა჻ მღურელად჻ დიდი჻ ხანი჻ მოიტირეს჻ თავისთავის჻ გაუყრელად჻ ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ტირან჻ გულ჻ სადაგად჻ არ჻ თუ჻ ჭრელად჻ მაგრა჻ ექმნნეს჻ სულსა჻ მღებელ჻ კათოლიკოს჻ მაწყუერელად჻

1680. ზე჻ ადგეს჻ და჻ მოახსენეს჻ ჰე჻ მნათობნო჻ ცისა჻ მზენო჻ დასთმეთ჻ გული჻ დაიწყნარეთ჻ ქენით჻ რაცა჻ მოგახსენო჻ იგი჻ ღმერთმან჻ გაამაღლა჻ ვითა჻ ორბი჻ მისნო჻ ფრთენო჻ აქ჻ დგომა჻ არა჻ გმართებს჻ არცაღა჻ გუცალს჻ გლოვად჻ ჩვენო჻

1681. მადლი჻ უბრძანეს჻ აწუივნეს჻ ქვე჻ დასხეს჻ ზე჻ ადგომილნი჻ მუნვე჻ დგეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ პირსა჻ ფერ჻ აერ჻ კრთომილნი჻ გაკვირვებულნი჻ საბრალოდ჻ მართ჻ ვერას჻ ვერ჻ მიხდომილნი჻ უბრძანეს჻ თუ჻ ძმაო჻ ჩვენ჻ ვართ჻ მაშინდლითგან჻ წაჴდომილნი჻

1682. კვლავ჻ უბრძანებდენ჻ გვიამბეთ჻ ამბავი჻ დანარჩომია჻ მათ჻ მოახსენეს჻ პატრონო჻ ჰინდოეთს჻ დიდი჻ ომია჻ მოსულა჻ ხათა჻ ლაშქარი჻ ქალაქსა჻ შემოსდგომია჻ რამაზ჻ არს჻ ვინმე჻ ჴელმწიფე჻ მათად჻ პატრონად჻ მჯდომია჻

1683. ჯერთ჻ დედოფალი჻ ცოცხალა჻ მკუდართაგან჻ უფრო჻ მკვდარია჻ იბრძვის჻ ინდოთა჻ ლაშქარი჻ თუმცა჻ იმედ჻ გარდამწყდარია჻ გარეთ჻ ციხენი჻ წაუხვმსთ჻ ყველაი჻ გარდამჴდარია჻ მზეო჻ შენ჻ შუქნი჻ მიჰფინეთ჻ ჰაი჻ რა჻ ავი჻ დარია჻

1684. მუნა჻ მყოფსა჻ ყველაკასა჻ შეეკერა჻ ჩვენცა჻ შავი჻ რამაზს჻ წინა჻ გამოვედით჻ მისრულად჻ ვთქვით჻ ჩვენი჻ თავი჻ მეფე჻ მისრი჻ დიდი჻ არის჻ მათ჻ ეწადა჻ მისი჻ ზავი჻ გამოგვიშვა჻ წაედითო჻ არა჻ გვიყო჻ ყოლე჻ ავი჻

1685. რა჻ ტარიელს჻ ესე჻ ესმა჻ მასვე჻ წამსა჻ აიყარა჻ ეჯი჻ სამდღე჻ წასავალი჻ ერთსა჻ დღესა჻ წაიარა჻ დროშა჻ მისი჻ აიმართა჻ წინა჻ რამცა჻ მოიფარა჻ აწ჻ ნახე჻ თუ჻ გოლიათი჻ გული჻ ვითა჻ ამაგარა჻

აქა ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოეთს მისვლის ამბავი჻

1686. ინდოეთს჻ ზედა჻ წაადგა჻ მუნ჻ მთა჻ და჻ დიდი჻ ქედია჻ აჩნდა჻ ლაშქარი჻ უსახო჻ მესაკვირველა჻ გვედია჻ ტარიელ჻ ბრძანა჻ მოყმენო჻ აწ჻ თქვენგან჻ რა჻ იმედია჻ ადრე჻ მოვიცლით჻ იმათგან჻ ღმერთი჻ და჻ ჩემი჻ ბედია჻

1687. ამა჻ ლაშქართა჻ უნახვან჻ კვლავ჻ ჴმალთა჻ ჩემითა჻ კუეთანი჻ ერთხელ჻ შემებნეს჻ დავჰჴოცენ჻ შევქნენ჻ აბჯართა჻ ფეთანი჻ ავთანდილ჻ ჰკადრა჻ რად჻ უნდა჻ თქმანი჻ სიტყვათა჻ მძლეთანი჻ მართ჻ ვითა჻ მტუერთა჻ წავიხვამთ჻ მიხუდეს჻ ფერჴითა჻ ცვეთანი჻

1688. დაეკაზმნეს჻ საომარად჻ გაამაყდეს჻ გაჩაუქდეს჻ ცხენთა჻ შესხდეს჻ უკეთესთა჻ საჴედარნი჻ ასუბუქდეს჻ ერთმანერთსა჻ აჯობინეს჻ მჭურეტელთაგან჻ არ჻ გაუქდეს჻ იგი჻ ქედი჻ ჩაიქროლეს჻ ბუქისაცა჻ უფრო჻ ბუქდეს჻

1689. წინ჻ მავალნი჻ დარაჯათა჻ მათთა჻ ზედა჻ გარდეკიდეს჻ ტარიასთა჻ გააქცივნეს჻ მიეწივნეს჻ ჩამოჰყრიდეს჻ მოაგებნეს჻ მჴარ჻ დაკრულნი჻ მათ჻ წინაშე჻ მოასხმიდეს჻ აიზიდნეს჻ ვისნი჻ ჴართო჻ ჰკითხეს჻ ხანსა჻ დარეზმიდეს჻

1690. მათ჻ მოახსენეს჻ მეფეო჻ ჩვენ჻ ცუდად჻ დაღორებულნი჻ რამაზის჻ ჴელმწიფისანი჻ აქა჻ დარაჯათ჻ რებულნი჻ უბრძანეს჻ წადით჻ რეგვენნო჻ თქვენ჻ ჩვენგან჻ დაფიცხებულნი჻ აცნობეთ჻ თქუენსა჻ პატრონსა჻ მოვლენ჻ გულითა჻ ქებულნი჻

1691. უთხარით჻ ბრძანებს჻ ტარიელ჻ მეფე჻ ლაღი჻ და჻ ჯანია჻ იგი჻ ჴელმწიფე჻ მაღალი჻ მებრძოლთა჻ მემაჯანია჻ ჩემსა჻ ამბავსა჻ გაცნევენ჻ თქვენივე჻ დარაჯანია჻ შიში჻ ვერ჻ იჴსნის჻ სიკუდილსა჻ ცუდნიღა჻ დაღრეჯანია჻

1692. ესე჻ დიდი჻ დამაჯნება჻ უშმაგომან჻ ვით჻ გააგო჻ ინდოეთსა჻ ვით჻ მოადეგ჻ შმაგისაგან჻ უფრო჻ შმაგო჻ აჰა჻ მოვა჻ იგი჻ ცეცხლი჻ რომე჻ სრულად჻ ამოგდაგო჻ ჴრმალი჻ ჩემი჻ მოლესული჻ შენს჻ ზედა჻ დავაბლაგო჻

1693. აწ჻ დაემზადე჻ მოპარვა჻ მე჻ თქვენი჻ არა჻ მწადიან჻ შემები჻ რაზმი჻ გარდმაწყევ჻ წინასვე჻ გამიცხადიან჻ პირ჻ ბოზო჻ ჩემი჻ მორევნა჻ რა჻ დია჻ დაგიქადიან჻ მე჻ ჩაბალახათ჻ გაჴმარო჻ რაცა჻ მუზარადნი჻ გბადიან჻

1694. დარაჯანი჻ წავიდეს჻ და჻ ერთმანერთსა჻ მიუსწრობდეს჻ რამაზს჻ უთხრეს჻ ყველაკაი჻ დამალვასა჻ ვერა჻ ჰსთმობდეს჻ მოვიდაო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ლაშქარნიცა჻ კარგნი჻ ჰყმობდეს჻ ვინცა჻ ვითა჻ გარდეხვეწოს჻ იგი჻ ერთი჻ ორთა჻ სჯობდეს჻

1695. ინდოთა჻ დროშა჻ ტარიელს჻ აქუს჻ და჻ ალამი჻ უბია჻ დროშა჻ არაბთა჻ მეფისა჻ მასთანა჻ შენატყუბია჻ არაბთა჻ იცის჻ ყუელამან჻ მათი჻ აბჯარი჻ შუბია჻ თვით჻ ფრიდონ჻ გმირი჻ რომელმან჻ შექმნა჻ სისხლისა჻ გუბია჻

1696. ცოტაი჻ წავლეს჻ გმოჩნდნენ჻ ხუთასი჻ ცხენოსანანი჻ შეტევებასა჻ ლამობდეს჻ ყმანი჻ არაბთა჻ თანანი჻ ტარიელ჻ გაწყრა჻ ნუ჻ იქთო჻ მისცა჻ სიტყვისა჻ ნანანი჻ მოვიდნენ჻ აჩნდნენ჻ უაბჯროდ჻ არცა჻ თუ჻ ჰქონდა჻ დანანი჻

1697. ცხენთა჻ ფერჴთა჻ მოეხვია჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა჻ მოახსენა჻ შეგვიხვეწე჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ გხუეწა჻ უმართლე჻ ხართ჻ არ჻ გვაცოცხლო჻ და჻ წაგვიღო჻ მკვდარი჻ მე჻ წა჻ გული჻ თქვენი჻ სასაკუთრო჻ ბედმან჻ ასრე჻ გარდაგვხვეწა჻